Skip to content

ვფიცავ ალლაჰს, ვერ ირწმუნებს, ვფიცავ ალლაჰს, ვერ ირწმუნებს, ვფიცავ ალლაჰს, ვერ ირწმუნებს», მათ ჰკითხეს: ვინ ო, ალლაჰის შუამავალო? უპასუხა: «ის, ვისი მეზობელიც უსაფრთხოდ არ არის მისი ბოროტებისგან

გადმოცემულია აბუ შურაიჰისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:

«ვფიცავ ალლაჰს, ვერ ირწმუნებს, ვფიცავ ალლაჰს, ვერ ირწმუნებს, ვფიცავ ალლაჰს, ვერ ირწმუნებს», მათ ჰკითხეს: ვინ ო, ალლაჰის შუამავალო? უპასუხა: «ის, ვისი მეზობელიც უსაფრთხოდ არ არის მისი ბოროტებისგან».

«وَاللَّهِ لاَ يُؤْمِنُ، وَاللَّهِ لاَ يُؤْمِنُ، وَاللَّهِ لاَ يُؤْمِنُ»، قِيلَ: وَمَنْ يَا رَسُولَ اللَّهِ؟ قَالَ: «الَّذِي لاَ يَأْمَنُ جَارُهُ بَوَايِقَهُ».

გადმოსცა ალ-ბუხარიმ
სანდო (საჰიჰ)
განმარტება

ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) დაიფიცა სამჯერ და დაადასტურა თავისი სიტყვები და თქვა: ვფიცავ ალლაჰს, ვერ ირწმუნებს, ვფიცავ ალლაჰს, ვერ ირწმუნებს, ვფიცავ ალლაჰს ვერ ირწმუნებს, მაშინ საჰაბებმა ჰკითხეს: ვინ ო, ალლაჰის შუამავალო? მან უპასუხა: ის, ვისგანაც მისი მეზობელი შიშობს ღალატს, უსამართლობასა და ბოროტებას.

ჰადისის სარგებლობიდან

თქმული იმის შესახებ, რომ ის, ვისგანაც მისი მეზობელი არ არის უსაფრთხოდ დაცული მისი უსამართლობისა და ბოროტებისგან, მიუთითებს იმაზე, რომ ეს მძიმე ცოდვებს განეკუთვნება და რომ ამ ცოდვის ჩამდენის რწმენა არასრულყოფილი ხდება.

ძლიერი წახალისება მეზობლის კეთილმოსურნეობისკენ და მისი სიტყვით ან საქციელით დაჩაგვრისგან თავის არიდება.

წყაროები

საჰიჰ ალ-ბუხარი (8/ 10) (6016).

მეტი... (2)

التوضيح لشرح الجامع الصحيح (28/ 321).

النهاية في غريب الحديث والأثر (93).