Skip to content

ჭეშმარიტად, რწმენა (იმანი) თქვენს გულებში იცვითება ისევე, როგორც იცვითება ტანსაცმელი. ამიტომ სთხოვეთ ალლაჰს, რომ განაახლოს რწმენა თქვენს გულებში

გადმოცემულია აბდულლაჰ იბნ 'ამრ ბინ ალ-'აასისგან (ალლაჰი იყოს ორივეთი კმაყოფილი), რომ მან თქვა: თქვა ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას):

«ჭეშმარიტად, რწმენა (იმანი) თქვენს გულებში იცვითება ისევე, როგორც იცვითება ტანსაცმელი. ამიტომ სთხოვეთ ალლაჰს, რომ განაახლოს რწმენა თქვენს გულებში».

«إِنَّ الْإِيمَانَ لَيَخْلَقُ فِي جَوْفِ أَحَدِكُمْ كَمَا يَخْلَقُ الثَّوْبُ الْخَلِقُ، فَاسْأَلُوا اللَّهَ أَنْ يُجَدِّدَ الْإِيمَانَ فِي قُلُوبِكُمْ».

გადმოსცა ალ-ჰააქიმმა და ალ-ტაბარაანიმ
სანდო (საჰიჰ)
განმარტება

ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ამცნობს, რომ რწმენა მუსლიმის გულში სუსტდება, როგორც ახალი სამოსი, რომელიც დროთა განმავლობაში გამოყენებით ძველდება; ეს იმის გამო ხდება, რომ თაყვანისცემაში მოსუსტდა, ან ცოდვების ჩადენის ან ვნებებში ჩაფლობის გამო. ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მიგვითითა, რომ შევევედროთ უზენაეს ალლაჰს, რომ განაახლოს ჩვენი რწმენა სავალდებულო დადგენილებების შესრულებით, ალლაჰის ხშირი გახსენებით(ზიქრით) და მიტევების თხოვნით.

სიტყვების მნიშვნელობა

...:

ჰადისის სარგებლობიდან

მოწოდება ალლაჰის მიმართ ვედრებისკენ, რათა სთხოვოთ მტკიცედ დგომა და რწმენის განახლება გულში.

რწმენა არის სიტყვა, საქმე და რწმენა გულში; ის იზრდება მორჩილებით და მცირდება ურჩობით.

წყაროები
მეტი... (7)

المستدرك على الصحيحين للحاكم (1/ 45) (5).

المعجم الكبير للطبراني (13/ 36) (84).

النهاية في غريب الحديث والأثر.

ص(282).

النهاية (1/316).

فيض القدير (2/323).

التنوير شرح الجامع الصغير (3/434).