Skip to content

ო ალლაჰის შუამავალო, უმმ სა'დი მოკვდა, რომელი სადაყა არის უკეთესი მისთვის(რომ გავცე)? თქვა: «წყალი», შემდეგ მან თქვა: ამოთხარა ჭა და თქვა: "ეს უმმ სა'დისთვის არის

გადმოცემულია სა'დ იბნ 'უბაადასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მან თქვა:

«ო ალლაჰის შუამავალო, უმმ სა'დი მოკვდა, რომელი სადაყა არის უკეთესი მისთვის(რომ გავცე)? თქვა: «წყალი», შემდეგ მან თქვა: ამოთხარა ჭა და თქვა: "ეს უმმ სა'დისთვის არის"».

يَا رَسُولَ اللَّهِ، إِنَّ أُمَّ سَعْدٍ مَاتَتْ، فَأَيُّ الصَّدَقَةِ أَفْضَلُ؟، قَالَ: «الْمَاءُ»، قَالَ: فَحَفَرَ بِئْرًا، وَقَالَ: هَذِهِ لِأُمِّ سَعْدٍ.

გადმოსცა აბუ დაუდმა, ან-ნასააიმ და იბნ მააჯამ
ჰასანი (კარგი ჰადისი) მისი გადმოცემის გზების ერთობლიობით.
განმარტება

სა'დ იბნ 'უბადას დედა გარდაიცვალა და მაშინ სა'დმა წინასწარმეტყველს ჰკითხა, რომელია შეწირულობის საუკეთესო სახეობა, რომ გაეკეთებინა დედამისის სახელზე? წინასწარმეტყველმა უპასუხა, რომ საუკეთესო სადაყა არის წყალი. მაშინ სა'დმა ჭა ამოთხარა და იგი თავის დედას მიუძღვნა სადაყად მისი სახელით.

ჰადისის სარგებლობიდან

განმარტება იმისა, რომ წყალი არის საუკეთესო სადაყა.

მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) სა'დს ურჩია წყლით გაეღო სადაყა, რადგან ის ყველაზე უფრო ყოვლისმომცველი სარგებლის მომტანია, როგორც რელიგიურ, ისე საერო საქმეებში, მით უმეტეს ძლიერი სიცხის, საჭიროებისა და წყლის სიმცირის პირობებში.

მითითება იმაზე, რომ სადაყას საზღაური გარდაცვლილებსაც წვდება.

სა'დ იბნ 'უბადას სიკეთისა და კეთილგანწყობის გამოხატვა მისი დედის მიმართ(ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი).

წყაროები

სუნან აბი დაუდ (3/ 109) (1681).

სუნან ალ-ნასაიი (6/ 254) (3664).

სუნან იბნ მააჯაჰ (4/ 643) (3684).

მეტი... (1)

شرح سنن أبي داود للعباد (204/ 19).