ჭეშმარიტად, თქვენს ღმერთს მარადცოცხალს და გულუხვს რცხვენია, რომ არ უპასუხოს მისი მონის ვედრებას, როდესაც მისი მონა აწევს ხელებს და შესთხოვს მას
გადმოცემულია სალმანისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მან თქვა: ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:
«ჭეშმარიტად, თქვენს ღმერთს მარადცოცხალს და გულუხვს რცხვენია, რომ არ უპასუხოს მისი მონის ვედრებას, როდესაც მისი მონა აწევს ხელებს და შესთხოვს მას».
«إِنَّ رَبَّكُمْ حَيِيٌّ كَرِيمٌ، يَسْتَحْيِي مِنْ عَبْدِهِ إِذَا رَفَعَ يَدَيْهِ إِلَيْهِ أَنْ يَرُدَّهُمَا صِفْرًا».
მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მოუწოდებდა მუსლიმებს, ვედრების დროს ხელები აეწიათ და აცნობებდა, რომ ყოვლადმაღალი ალლაჰი არის ძალზე მორიდებული და უწყვეტად ანიჭებს წყალობას თავის მორჩილებს, ახარებს მათ და იკავებს თავს იმისგან, რაც მათ ვნებს. ის არის უხვად მომცემი, რომელიც წყალობას ანიჭებს მაშინაც კი, როცა არ სთხოვენ, და მით უმეტეს, როცა სთხოვენ! ალლაჰი მორიდებულია და არ ტოვებს ხელცარიელს თავის მორჩილს, რომელიც ლოცვაში ხელებს მისკენ აღაპყრობს.
ადამიანი რაც უფრო მეტად წარმოაჩენს თავის დამოკიდებულებას და თაყვანისცემას უზენაესი ალლაჰის მიმართ, მით უფრო მეტი ალბათობაა და ახლოსაა პასუხის მიღებასთან.
მოწოდება ალლაჰის მიმართ ლოცვით მიმართვისკენ, ხელების აღპყრობის სასურველობა ლოცვის დროს და ის, რომ ეს ხელს უწყობს ვედრების მიღებას.
ალლაჰის უსაზღვრო გულოხვობა და მოწყალება თავისი მსახურების მიმართ.
სუნან აბი დაუდ (2/ 609) (1488).
სუნან ალ-თირმიზი (5/ 521) (3556).
მეტი... (6)
توضيح الأحكام من بلوغ المرام.
لعبد الله البسام (7/ 552).
منحة العلام في شرح بلوغ المرام.
لعبد الله الفوزان (10/ 423).
فتح ذي الجلال والإكرام.
لابن عثيمين (6/ 483).
Cited in books
3 Booksმეტი... (3)
- الذكر والدعاء والعلاج بالرقي من الكتاب والسنة"إن ربكم حيي كريم، يستحي من عبده إذا رفع يديه إليه أن يردهما صفرًا خائبتين" .
- النفحات المكية في تفسير كتاب رب البرية الجزء الأول«إِنَّ رَبَّكُمْ حَيِيٌّ كَرِيمٌ، يَسْتَحْيِي مِنْ عَبْدِهِ إِذَا رَفَعَ يَدَيْهِ إِلَيْهِ أَنْ يَرُدَّهُمَا صِفْرًا» [4].
- ما لا يسع أطفال المسلمين جهله«إِنَّ رَبَّكُمْ تَبَارَكَ وَتَعَالَى حَيِيٌّ كَرِيمٌ، يَسْتَحْيِي مِنْ عَبْدِهِ إِذَا رَفَعَ يَدَيْهِ إِلَيْهِ أَنْ يَرُدَّهُمَا صِفْرًا»[169].