როდესაც ორი მუსლიმი შეხვდება ერთმანეთს და ჩამოართმევენ ხელს, ეპატიებათ მათ ცოდვები მანამ, სანამ დაშორდებიან
გადმოცემულია ბარაასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:
«როდესაც ორი მუსლიმი შეხვდება ერთმანეთს და ჩამოართმევენ ხელს, ეპატიებათ მათ ცოდვები მანამ, სანამ დაშორდებიან».
«مَا مِنْ مُسْلِمَيْنِ يَلْتَقِيَانِ فَيَتَصَافَحَانِ إِلَّا غُفِرَ لَهُمَا قَبْلَ أَنْ يَفْتَرِقَا».
შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გავმცნო, რომ როდესაც ორი მუსლიმი შეხვდება ერთმანეთს გზაში ან სადმე სხვაგან, მიესალმება ერთი მეორეს და ჩამოართმევს ხელს, ეპატიებათ მათ ცოდვები, სანამ დაშორდებიან ფიზიკურად სხეულებით ან ჩამორთმეული ხელის გაშვებამდე.
შეხვედრისას ხელის ჩამორთმევის სასურველობა და მოწოდება ამისკენ.
ან-მუნაავიმ თქვა: «სუნნას შესრულება მხოლოდ მარჯვენა ხელის მარჯვენა ხელზე ჩამორთმევით არის შესაძლებელი, საპატიო გამონაკლისი შემთხვევის გარდა».
წახალისება სალამის გავრცელებაზე, მუსლიმის მიერ თავის მუსლიმ ძმაზე ხელის ჩამორთმევის მადლიანობის განმარტება.
ამ ჰადისიდან გამონაკლისი მხოლოდ აკრძალული ხელის ჩამორთმევაა, როგორიც არის უცხო ქალებზე ხელის ჩამორთმევა.
სუნან აბი დაუდ (7/ 502) (5212).
სუნან ალ-თირმიზი (4/ 447) (2727).
სუნან იბნ მააჯაჰ (4/ 654) (3703).
მუსნად აჰმად (30/ 517) (18547).
მეტი... (4)
بهجة الناظرين شرح رياض الصالحين.
لسليم الهلالي (2/ 152).
نزهة المتقين شرح رياض الصالحين.
لمجموعة من الباحثين (1/ 680).