Skip to content

ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ანსარების შესახებ თქვა: «მხოლოდ მორწმუნეს უყვარს ისინი და მხოლოდ თვალთმაქცებს სძულს ისინი. ვინც მათ შეიყვარებს, მას ალლაჰი შეიყვარებს, ხოლო ვინც მათ შეიძულებს, მას ალლაჰი შეიძულებს

ალ-ბარა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს:

ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ანსარების შესახებ თქვა: «მხოლოდ მორწმუნეს უყვარს ისინი და მხოლოდ თვალთმაქცებს სძულს ისინი. ვინც მათ შეიყვარებს, მას ალლაჰი შეიყვარებს, ხოლო ვინც მათ შეიძულებს, მას ალლაჰი შეიძულებს».

عَنِ النَّبِيِّ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ أَنَّهُ قَالَ فِي الْأَنْصَارِ: «لَا يُحِبُّهُمْ إِلَّا مُؤْمِنٌ، وَلَا يُبْغِضُهُمْ إِلَّا مُنَافِقٌ، مَنْ أَحَبَّهُمْ أَحَبَّهُ اللهُ وَمَنْ أَبْغَضَهُمْ أَبْغَضَهُ اللهُ».

შეთანხმებული
სანდო (საჰიჰ)
განმარტება

ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გვამცნო, რომ მედინელი ანსარების სიყვარული არის რწმენის სისრულის ნიშანი, რადგან მათ იჩქარეს ისლამისა და მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მხარდაჭერა, ცდილობდნენ მუსლიმების შეფარებას და სწირავდნენ თავიანთ ქონებასა და სიცოცხლეს ალლაჰის გზაზე. ხოლო ანსარების მიმართ სიძულვილი არის მუნაფიყების (თვალთმაქცების) ნიშანი. შემდეგ მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) განმარტა, რომ ვინც ანსარებს შეიყვარებს, მას ალლაჰი შეიყვარებს, ხოლო ვინც მათ შეიძულებს, მას ალლაჰი შეიძულებს.

სიტყვების მნიშვნელობა

...:

ჰადისის სარგებლობიდან

ანსარების ღირსებების მოხსენიება და ის, რომ მათი სიყვარული არის რწმენისა და თვალთმაქცობის არქონის ნიშანი.

ალლაჰის საყვარელთა (ანუ ღვთისმოშიში და მართალი მორწმუნეთა) სიყვარული და მათთვის დახმარება ეხმარება ადამიანს მოიპოვოს უზენაესი ალლაჰის სიყვარული.

ისლამის პირველმორწმუნეთა დიდი ღირსება და უპირატესობა.

წყაროები

საჰიჰ ალ-ბუხარი (5/ 32) (3783).

საჰიჰ მუსლიმ (1/ 85) (75).

მეტი... (9)

بهجة الناظرين شرح رياض الصالحين.

لسليم الهلالي (1/ 447).

تطريز رياض الصالحين.

لفيصل آل مبارك (ص257).

كنوز رياض الصالحين.

لمجموعة من الباحثين (6/ 258).

شرح النووي على مسلم (2/ 63).

نزهة المتقين شرح رياض الصالحين.

مجموعة من الباحثين (1/ 350).