არ არის ჩვენგან ის, ვინც სილებს ურტყამს(თავის) ლოყებს, ჭრის საყელოებს და წარმოთქვამს უვიცობის ეპოქის გოდების სიტყვებს
აბდულლაჰ იბნ მას'უდისგან გადმოცემულია, რომ მან თქვა: თქვა ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას):
«არ არის ჩვენგან ის, ვინც სილებს ურტყამს(თავის) ლოყებს, ჭრის საყელოებს და წარმოთქვამს უვიცობის ეპოქის გოდების სიტყვებს».
«لَيْسَ مِنَّا مَنْ لَطَمَ الخُدُودَ، وَشَقَّ الجُيُوبَ، وَدَعَا بِدَعْوَى الجَاهِلِيَّةِ».
მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) აკრძალა და გააფრთხილა გარკვეული ქმედებებისგან, რომლებიც დამახასიათებელი იყო უვიცობის ეპოქის (ჯაჰილიის) ადამიანებისთვის, როდესაც თქვა: „არ არის ჩვენგანი ის, ვინც: ... პირველ რიგში: ის, ვინც სილას ირტყამს ლოყებზე (ან სახეზე). მოციქულმა განსაკუთრებულად აღნიშნა ლოყები, რადგან ეს ქმედება იყო ყველაზე გავრცელებული, თუმცა ამ აკრძალვაში ასევე შედის სახის სხვა ნაწილებზე დარტყმებიც. მეორე: ის, ვინც ძლიერი მწუხარებისა და სასოწარკვეთის გამო ხევს ტანსაცმლის იმ ნაწილს, საიდანაც თავი გადის (საყელოს). მესამე: ის, ვინც მოუწოდებს უვიცობის დროის ჩვეულებებისკენ, როგორიცაა წყევლა, უბედურებებზე კივილი, გოდება და გარდაცვლილთა დატირება.
ეს ჰადისში მოცემული გაფრთხილება მიუთითებს იმაზე, რომ ასეთი ქმედებები მძიმე ცოდვათა კატეგორიას მიეკუთვნება.
საჭიროა მოთმინების გამოვლენა უბედურების დროს და აკრძალულია ალლაჰის განგების მიმართ უკმაყოფილების გამოხატვა, რომელიც ვლინდება გოდებაში, ტირილში, თავის გაპარსვაში, ტანსაცმლის დახევასა და სხვა მსგავს ქმედებებში.
აკრძალულია უვიცობის დროის ჩვეულებების მიბაძვა იმ საკითხებში, რომლებიც შარიათით არ არის დამტკიცებული.
მწუხარება და ცრემლები დასაშვებია, რადგან ისინი არ ეწინააღმდეგებიან ალლაჰის განგებისადმი მოთმინებას. უფრო მეტიც, ეს არის ალლაჰის მიერ გულებში ჩადებული მადლის გამოვლინება, რომელიც ახლობლებსა და საყვარელ ადამიანებზე ზრუნვასა და სიყვარულს ასახავს.
მუსლიმმა უნდა მიიღოს ალლაჰის განგება კმაყოფილებით. თუმცა, თუ იგი ვერ აღწევს ამ კმაყოფილებას, მოთმინება ხდება მისი ვალდებულება.
საჰიჰ ალ-ბუხარი (2/ 81) (1294).
საჰიჰ მუსლიმ (1/ 99) (103).
მეტი... (4)
تيسير العلام شرح عمدة الأحكام.
لعبد الله البسام (ص287).
تنبيه الأفهام شرح عمدة الأحكام.
لابن عثيمين (2/ 379).
Cited in books
5 Booksმეტი... (5)
- قاموس الكبائرموسوعة الكبائر - المجموعة الخامسة«لَيْسَ مِنَّا مَنْ لَطَمَ الْخُدُودَ، وَشَقَّ الْجُيُوبَ، وَدَعَا بِدَعْوَى الْجَاهِلِيَّةِ»
- ما لا يسع أطفال المسلمين جهله«لَيْسَ مِنَّا مَنْ لَطَمَ الخُدُودَ، وَشَقَّ الجُيُوبَ، وَدَعَا بِدَعْوَى الجَاهِلِيَّةِ»[187].
- مجموعة زاد الفقه (2)الفقه للمستوى الثاني ( مجموعة زاد )«ليس منا من لطم الخدود، وشق الجيوب، ودعا بدعوى الجاهليةِ».
- مجموعة زاد الفقه (2)الفقه للمستوى الثاني ( مجموعة زاد )«ليس منا من لطم الخدود، وشق الجيوب، ودعا بدعوى الجاهلية».
- مجموعة زاد التربية الإسلامية (3)، والسيرة النبوية (3)التربية الإٍسلامية -3- «لَيْسَ مِنَّا مَنْ لَطَمَ الخُدُودَ، وَشَقَّ الجُيُوبَ، وَدَعَا بِدَعْوَى الجَاهِلِيَّةِ»