როცა გაიგონებთ მოწოდებას (აზანს), თქვენც გაიმეორეთ ის, რასაც მუეზინი ამბობს
აბუ სა'იდ ალ-ხუდრი (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:
«როცა გაიგონებთ მოწოდებას (აზანს), თქვენც გაიმეორეთ ის, რასაც მუეზინი ამბობს».
«إِذَا سَمِعْتُمُ النِّدَاءَ، فَقُولُوا مِثْلَ مَا يَقُولُ المُؤَذِّنُ».
შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მოუწოდებს მუეზინისთვის პასუხის გაცემისკენ, როცა მისი ხმა ისმის. ეს ნიშნავს, რომ უნდა გავიმეოროთ ის, რასაც ის ამბობს სიტყვასიტყვით. როცა ის "ალლაჰუ აქბარ"-ს წარმოთქვამს - ჩვენც "ალლაჰუ აქბარ" უნდა წარმოვთქვათ, როდესაც ის შაჰადეთს წარმოთქვამს ჩვენც შაჰადეთი უნდა წარმოვთქვათ. გამონაკლისია სიტყვები: " ჰაია 'ალაა სალააჰ/იჩქარეთ ლოცვისკენ" და "ჰაია 'ალაალ ფალააჰ/იჩქარეთ წარმატებისკენნ", ამის შემდეგ უნდა წარმოითქვას: "ლაა ჰავლა ვა ლაა ყუვვათა ილლაა ბილლააჰ/არ არსებობს ძალა და ძლევამოსილება, გარდა ალლაჰისა".
...:
უნდა მოუსმინოს და გაიმეოროს მეორე მუეზინის სიტყვები, როცა პირველის მოსმენას მორჩება თუ ირგვლივ სხვადასხვა მხრიდან ესმის (მუაზინის ხმა); ზოგადად ჰადისზე დაყრდნობით.
აუცილებელია, რომ მუეზინს ყველა მდგომარეობაში უპასუხოს, გარდა იმ შემთხვევისა, თუ საპირფარეშოში იმყოფება ან დაკავებულია რაიმე პირადი საჭიროებით.
საჰიჰ ალ-ბუხარი (1/ 126) (611).
საჰიჰ მუსლიმ (1/ 288) (383).
მეტი... (4)
تيسير العلام شرح عمدة الأحكام.
للبسام (ص120).
الإلمام بشرح عمدة الأحكام.
لإسماعيل الأنصاري (1/ 98).