أم كلثوم بنت نبينا محمد بن عبد الله القرشية الهاشمية
الإسم
უმმ ქულსუმ, ჩვენი შუამავლის მუჰამმად იბნ აბდულლაჰის ქალიშვილი ალ-ყურაში ალ-ჰააშიმია
اسم الشهرة
უმმ ქულსუმ (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი)
نبذة مختصرة
უმმ ქულსუმ, ჩვენი შუამავლის მუჰამმად მუსტაფა იბნ აბდულლაჰ იბნ აბდულმუტალლიბის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ქალიშვილი ალ-ყურაშია ალ-ჰააშიმია. დედამისი იყო ხადიჯა ბინთ ხუვაილიდ. შუამავლური მისიის დაკისრებემდე ის დაქორწინდა უთაიბა იბნ აბუ ლაჰაბზე, ხოლო როცა ალლაჰის შუამავალს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) დაეკისრა მისია შუამავლობის და ალლაჰმა გარდმოავლინა სიტყვები: { გახმა აბუ ლაჰაბის ხელები} უთეიბას მამამ აბუ ლაჰაბმა უთხრა მას: "ჩემი თავი (მამობა) შენთვის ჰარამი იყოს, ნუთუ არ განშორდები იმის ქალიშვილს",. ის გაშორდა მას ისე, რომ მათ შორის ცოლქმრული თანაცხოვრება არ იყო შემდგარი. უმმ ქულსუმი მამასთან ერთად (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) იყო მექქაში, მან მიიღო ისლამი დედამისთან ერთად, მან თავის დებთან ერთად ალლაჰის შუამავალთან დადო ფიცი მაშინ, როცა დადეს ფიცი სხვა მექქელმა ქალებმა, შემდეგ შეასრულა ჰიჯრა მედინაში და ცხოვრობდა იქ, როდესაც ალლაჰის შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ქალიშვილი რუყია გარდაიცვალა შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ის უსმან იბნ აფფანზე დააქორწინა. ეს მოხდა ჰიჯრის შემდეგ მესამე წელს რაბი ალ-ავვალის თვეში, ის ამ წელშივე ჯუმად ალ-ახირის თვეში გადავიდა მის სახლში და ცხოვრობდა მასთან ერთად გარდაცვალებამდე. მას მისგან (უსმანისგან) შვილი არ გაუჩენია. გარდაიცვალა ჰიჯრით 9 წელს.