Skip to content

الفضل بن العباس

الإسم

ალ-ფადლ იბნ ალ-'აბბაას

اسم الشهرة

ალ-ფადლ იბნ ალ-'აბბაას (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი)

نبذة مختصرة

ალ-ფადლ იბნ ალ-'აბბაას იბნ აბდულმუტალლიბ იბნ ჰააშიმ იბნ აბდუმანაფ ალ-ყურაში ალ-ჰააშიმი, აბუ მუჰამმად აბუ აბდულლაჰ. ძვირფასი საჰაბა, შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ბიძაშვილი, ის აბბასის უფროსი შვილია და აბბასს ამ ზედმეტსახელით მოიხსენიებდნენ, (აბულ ფადლი ), მან ალლაჰის შუამავალთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მექქას აღებაში მიიღო მონაწილეობა ჰიჯრით 8 წელს, ასევე მასთან ერთად ილაშქრა ჰუნაინის ბრძოლაში, ის იყო ვინც მტკიცედ დარჩა ალლაჰის შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გვერდით მისი ნათესავებიდან და მეგობრებიდან, როცა ადამიანებმა დამარცხების შემდეგ პირი იბრუნეს. მან შუამავალთან ერთად გამოსამშვიდობებელ ჰაჯობაში მიიღო მონაწილეობა. შუამავალს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ის მასთან ჰყავდა უკან შემოსმული აქლემზე მუზდალიფადან მინას დაბლობამდე და მას ალლაჰის შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თანმხლები ეწოდა, მან მიიღო მადლიან საქმეში მონაწილეობა შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გარდაცვალების შემდეგ. ის იღებდა მონაწილეობას მისი განბანვის პროცესში, უსხამდა ალი იბნ აბუ ტალიბს წყალს. მისი გარდაცვალების შესახებ სხვადასხვა გადმოცემები არსებობს, მათ შორის ყველაზე სწორია, რომ ის გადასახლდა შამის ტერიტორიაზე და გარდაიცვალა იორდანიის მახლობლად ტა'უნ 'ამვასის ტერიტორიაზე ჰიჯროთ 18 წელს უმარ იბნ ალ-ხატტაბის ხალიფობის პერიოდში.

المراجع

მეტი... (1)
أسد الغابة (4/349) الإصابة في تمييز الصحابة (5/287) الأعلام للزركلي (5/149).