الحسن بن علي بن أبي طالب
الإسم
ალ-ჰასან იბნ 'ალი იბნ აბი ტაალიბ
اسم الشهرة
ალ-ჰასან იბნ ალი (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი)
نبذة مختصرة
ალ-ჰასან იბნ ალი აბი ტაალიბ ალ-ჰააშიმი ალ-ყურაშიი აბუ მუჰამმად. შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) შვილიშვილი. დაიბადა ჰიჯრით 3 წელს. ის იყო მეხუთე და ბოლო მმართველი მართლმორწმუნე ხალიფებს შორის. დაიბადა მედინაში. მისი დედა იყო შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ქალიშვილი ფატიმა აზ-ზაჰრა. ის იყო მისი პირველი ვაჟიშვილი და უფროსი შვილებს შორის. ის იყო ლმობიერი, ჭკვიანი და სიკეთის მოყვარული, ასევე მას ჰქონდა ადამიანთა შორის საუკეთესო მეტყველების უნარი, გონებაგახსნილი, ლოგიკურად მოაზროვნე. მან ოცჯერ შეასრულა ჰაჯობა ფეხით. მან თავისი სურვულით დათმო ხალიფობა და გადასცა მუავიას ჰიჯრით 41 წელს. ამ წელს გაერთიანების წელი ეწოდა, რადგან მასში მოხდა მუსლიმთა სიტყვის გაერთიანება. ალ-ჰასანი დაბრუნდა მედინაში და გარდაცვალებამდე იქ იმყოფებოდა. არის გადმოცემა, რომ ის მოწამლეს. მისი ხალიფობა გაგრძელდა ექვსი თვის და ხუთი დღის განმავლობაში. გარდაიცვალა ჰიჯრით 50 წელს.