الحسن بن يسار البصري
الإسم
ალ-ჰასან იბნ იასაარ ალ-ბასრიი
اسم الشهرة
ალ-ჰასან ალ-ბასრიი
نبذة مختصرة
ალ-ჰასან იბნ იასაარ ალ-ბასრიი, აბუ სა'იდ. ის იყო თააბინთაგან (საჰაბეების შემდგომ მოსული თაობა) ისლამური სამართალის მცოდნე ავტორიტეტი და მრავალი ჰადისის გადმომცემი. დაიბადა მედინაში ჰიჯრით 21 წელს. ის იყო ბასრას ხალხის იმამი. თავის პერიოდში ამ უმმას სწავლულთაგან ერთ-ერთი, ერთ-ერთი ისლამის სამართლის მცოდნე მამაცი მჭევრმეტყველი სწავლულთაგანი. ცხოვრობდა ბასრაში, მის მიმართ პატივისცემა ყველას გულებში იყო შეღწეული. ის მიდიოდა მმართველებთან, აძლევდა მათ ბრძანებებს და უკრძალავდა ზოგ რამეს. მას ჭეშმარიტების თქმის არასდროს ეშინოდა. მას ჰქონდა ბევრი შემთხვევა ალ-ჰაჯაჯ იბნ იუსუფთან, მაგრამ მის ბოროტებას მაინც გადაურჩა. როდესაც უმარ იბნ აბდულ'აზიზი გახდა ხალიფა წერილი გაუგზავნა მას: "მე ამ საქმის სახით (ხალიფობით) მომივიდა განსაცდელი, მომიძებნე ვინმე, ვინც დამეხმარება ამ საქმეში". ჰასანმა უპასუხა: "შენ ამქვეყნიური სახელის და სიმდიდრის მაძიებლები არ გსურს, ხოლო იმქვეყნიური წყალობის მაძიებლებს შენთან არ სურთ, ასე რომ ალლაჰს სთხოვე დახმარება". გარდაიცვალა ჰიჯრით 110 წელს.