Skip to content
841 Hadiths

Encyclopedia of Prophetic Hadiths

Filter results

4 of 841 cards

Clear filters
მე ვუსხამდი ღვინოს ხალხს, რომლებიც აბუ ტალჰას სახლში იყვნენ მოყრილნი, და იმ დღეს მათი ღვინო დამზადებული იყო მკვახე და გამხმარი ფინიკებისგან. მაშინ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) უბრძანა მომხმობს, რომ გამოეცხადებინა: «ჭეშარიტად, ღვინო უკვე აიკრძალა!». მან თქვა: აბუ ტალჰამ მითხრა: "გადი და გადაღვარე იგი!" მეც გავედი და ღვინო დავღვარე, და ის მედინის ქუჩებში გადმოიღვარა. ზოგიერთმა ხალხმა თქვა: "ზოგი ადამიანი მოკვდა მაშინ, როცა ის (ღვინო) მათ მუცლებში იყო". მაშინ უზენაესმა ალლაჰმა მოავლინა აიათი: «მათ ვინც ირწმუნეს და სიკეთეს აკეთებდნენ, ცოდვა არ ეკისრებათ იმაში, რასაც ისინი ჭამდნენ.." (ალ-მაიდა: 93).
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
უზენაესი ალლაჰის სიტყვებზე: {და ვინც განიზრახავს იქ ზღვარგადასულობას უსამართლოდ, მას ვაგემებთ მტკივნეულ სასჯელს} [ალ-ჰაჯ: 25] თქვა: «თუ კაცი განიზრახავს იქ უსამრთლობას, ის ( იემენის ქალაქ) 'ადან აბიანშიც რომ იყოს, მას აგემებს ალლაჰი მტკივნეულ სასჯელს».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა აჰმადმა და ალ-ჰაქიმმა
მე ვიმყოფებოდი მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მინბარის ახლოს. ერთმა კაცმა თქვა: "ჩემთვის სულერთია, თუ ისლამის მიღების შემდეგ აღარასოდეს შევასრულებ არცერთ საქმეს, გარდა იმისა, რომ დავარწყულო მომლოცველები". მეორემ თქვა: "ჩემთვის სულერთია, თუ ისლამის მიღების შემდეგ აღარასოდეს შევასრულებ არცერთ საქმეს, გარდა იმისა, რომ ვემსახურო ალ-მასჯიდ ალ-ჰარამს (წმიდა მეჩეთს)". მესამემ თქვა: "ჯიჰადი ალლაჰის გზაზე უკეთესია იმაზე, რაც თქვით". მაშინ ʿუმარმა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) მათ აუკრძალა და თქვა: "ნუ აამაღლებთ ხმას მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მინბარის წინ, განსაკუთრებით დღეს — ჯუმა დღეს. როცა დავასრულებ ჯუმა-ნამაზს, შევალ და ვკითხავ მას იმაზე, რაზეც თქვენ ვერ შეთანხმდით". შემდეგ ალლაჰმა დიდებულმა და უზენაესმა გარდმოავლინა აიათი: {ნუთუ თქვენ ჰაჯის მონაწილეთა დამარწყულებელთ ან მეჩეთთა აღმშენებლებს იმათ თანასწორად მიიჩნევთ, ვინც ირწმუნა ალლაჰი, და უკანასკნელი დღე და იბრძვიან ალლაჰის გზაზე?} (სურა თაუბა, აიათი 19) — აიათის ბოლომდე.
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
ჭეშმარიტად უზენაესმა ალლაჰმა გარდმოავლინა: {და ვინც არ განსჯის იმით, რაც გარდმოავლინა ალლაჰმა, სწორედ ეგენი არიან ურწმუნონი} [ალ-მაიდა: 44] და {სწორედ ეგენი არიან უსამართლონი} [ალ-მაიდა: 45], და {სწორედ ეგენი არიან ურჩნი} [ალ-მაიდა:47], იბნ აბბასმა თქვა: ალლაჰმა ეს აიათები გამოაცხადა ორი ებრაული ტომის შესახებ. ერთ-ერთი მათგანი ჯაჰილიის დროს ძალას ფლობდა მეორეზე და ჩაგრავდა მას, სანამ არ მოილაპარაკეს და შეთანხმდნენ, რომ თუ ძლიერი ტომი მოკლავდა ვინმეს სუსტი ტომიდან, გამოსასყიდი იქნებოდა 50 ვასყი (ზომა მარცვლეულის), ხოლო თუ სუსტი მოკლავდა ვინმეს ძლიერიდან — 100 ვასყი. ასე გრძელდებოდა, სანამ მუჰამმადი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) არ ჩამოვიდა მედინაში. ორივე ტომი დამცირებულ მდგომარეობაში აღმოჩნდა მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) წინაშე, თუმცა იმ დღეს იგი ჯერ კიდევ არ იყო მათზე გამძლე და მშვიდობის მდგომარეობაში იმყოფებოდა. შემდეგ სუსტი ტომის ხალხმა მოკლეს ძლიერი ტომის კაცი. ძლიერმა მოსთხოვა მათ 100 ვასყი. სუსტებმა თქვეს: "ნუთუ შეიძლება, რომ ორ ტომს, რომელთაც ერთი რელიგია, ერთი გვარი და ერთი ქვეყანა აქვთ, ჰქონდეთ განსხვავებული გამოსასყიდი? ჩვენი გამოსასყიდი იყოს ნახევარი თქვენი გამოსასყიდისა? ჩვენ მხოლოდ თქვენი ზეწოლისა და შიშის გამო ვთანხმდებოდით აქამდე, მაგრამ ახლა, როცა მუჰამმადი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მოვიდა, ამას აღარ მოგცემთ". ომი თითქმის დაიწყო მათ შორის, მაგრამ შეთანხმდნენ, რომ მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ყოფილიყო მსაჯული მათ შორის. მაშინ ძლიერმა ტომმა თქვა: "ვფიცავთ ალლაჰს, მუჰამმადი არ მოგცემთ ორმაგს. ისინი მართალნი არიან — ჩვენ ეს მხოლოდ ჩვენი ძალაუფლებითა და მათი სიძლიერის ნაკლებობით მოვითხოვდით. გაუგზავნეთ მუჰამმადს ხალხი, რომ გაარკვიონ მისი აზრი: თუ მისცემს იმას, რაც გსურთ — მიიღეთ, თუ არა — უარყავით". და მათ ჩუმად გაუგზავნეს შუამავალს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ხალხი თვალთმაქცებიდან, რათა გამოეკითხათ მისი აზრი. მაგრამ ალლაჰმა აცნობა თავის მოციქულს მათ საქციელზე და განზრახვებზე. მაშინ უზენაესმა გარდამოავლინა: {ო მოციქულო! ნუ დაგწყვეტს გულს ისინი, ვინც ჩქარობენ ურწმუნოებაში, მათგან, ვინც ამბობენ: „ჩვენ ვირწმუნეთ“…} (სურა ალ-მაიდა: 41), და შემდეგ სიტყვებამდე: {ვინც არ განსჯის იმით, რაც ალლაჰმა გარდამოავლინა, სწორედ ისინი არიან ურწმუნოები} (სურა ალ-მაიდა: 47). იბნ აბბასმა თქვა ამ აიათებზე: "ვფიცავ ალლაჰს, ისინი სწორედ ამ ორ ტომზე გარდამოავლინა და უზენაესი სწორედ მათ გულისხმობდა".
კარგი (ჰასან) გადმოსცა აჰმადმა