Skip to content

თუ კაცი განიზრახავს იქ უსამრთლობას, ის ( იემენის ქალაქ) 'ადან აბიანშიც რომ იყოს, მას აგემებს ალლაჰი მტკივნეულ სასჯელს

გადმოცემულია აბულლაჰ იბნ მას'უდისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომელმაც თქვა:

უზენაესი ალლაჰის სიტყვებზე: {და ვინც განიზრახავს იქ ზღვარგადასულობას უსამართლოდ, მას ვაგემებთ მტკივნეულ სასჯელს} [ალ-ჰაჯ: 25] თქვა: «თუ კაცი განიზრახავს იქ უსამრთლობას, ის ( იემენის ქალაქ) 'ადან აბიანშიც რომ იყოს, მას აგემებს ალლაჰი მტკივნეულ სასჯელს».

فِي قَوْلِ اللَّهِ عَزَّ وَجَلَّ: {وَمَنْ يُرِدْ فِيهِ بِإِلْحَادٍ بِظُلْمٍ نُذِقْهُ مِنْ عَذَابٍ أَلِيمٍ} [الحج: 25] قَالَ: «لَوْ أَنَّ رَجُلًا هَمَّ فِيهِ بِإِلْحَادٍ وَهُوَ بِعَدَنِ أَبْيَنَ لَأَذَاقَهُ اللَّهُ عَذَابًا أَلِيمًا».

გადმოსცა აჰმადმა და ალ-ჰაქიმმა
სანდო (საჰიჰ)
განმარტება

აბდულლაჰ იბნ მას'უდმა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) ახსენა უზენაესი ალლაჰის სიტყვები: {და ვინც განიზრახავს იქ ზღვარგადასულობას უსამართლოდ, მას ვაგემებთ მტკივნეულ სასჯელს} [ალ-ჰაჯ: 25], თქვა: ადამიანთაგან რომელიმე თუ ჩაიფიქრებს საკუთარ თავში და განიზრახავს, რომ მექქას აკრძალულ ტერიტორიაზე ჩაიდინოს რაიმე ცუდი ქმედება, რომელსაც ნებადართულად ჩათვლის იმ აკრძალულებიდან, რომელიც ალლაჰმა აკრძალა, სიტყვიერად, ან განზრახ მკვლელობა, ეს არის აშკარა უსამართლობა, მას ეს ჩანაფიქრები იემენში ქალაქ ადანშიც რომ იყოს, ის მაინც იმსახურებს, რომ ალლაჰი მას მოუვლენს მწარე სასჯელს ამ ყველაფრის გამო, თუნდაც არ ჩაიდინოს, მისთვის ეს ჩანაფიქრებიც საკმარისია.

ჰადისის სარგებლობიდან

აკრძალული ტერიტორიის გამორჩეულობა და მისი განდიდება.

ალ-ს'ადიმ თქვა: «ამ ღირსეულ აიათში აღნიშნულია მექქის აკრძალული ტერიტორიის (ჰარამის) პატივისცემის ვალდებულება, მისი აღზევება და მკაცრი გაფრთხილება იმის წინააღმდეგ, რომ ვინმეს ჰქონდეს განზრახვა ცოდვის ჩადენის ამ ტერიტორიაზე, ან მით უმეტეს მისი ჩადენისგან».

ალ-დაჰჰაქიმ თქვა: «თუ კაცი განიზრახავს ცოდვის ჩადენას მექქას ტერიტორიაზე, როდესაც ის სხვაგან იმყოფება, მას დაეწერება ცოდვა, თუნდაც არ ჩაიდინოს ის».

წყაროები

მუსნად აჰმად (7/ 155) (4071).

1012.

597).

მეტი... (4)

المستدرك على الصحيحين للحاكم (2/ 420) (3461).

إرشاد الساري لشرح صحيح البخاري (10/ 52).

جامع العلوم والحكم (2/ 327).

النهاية في غريب الحديث والأثر ( ص 829.