Skip to content

არ არსებობს გადამდები დაავადება თავისთავად და არც ცრურწმენა, თუმცა მე მომწონს ალ-ფა'ლ». ჰკითხეს: "რა არის "ალ-ფა'ლ?" მან უპასუხა: «კარგი სიტყვა

ანას ბინ მალიქი (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:

«არ არსებობს გადამდები დაავადება თავისთავად და არც ცრურწმენა, თუმცა მე მომწონს ალ-ფა'ლ». ჰკითხეს: "რა არის "ალ-ფა'ლ?" მან უპასუხა: «კარგი სიტყვა».

«لَا عَدْوَى، وَلَا طِيَرَةَ، وَيُعْجِبُنِي الْفَأْلُ» قَالَ قِيلَ: وَمَا الْفَأْلُ؟ قَالَ: «الْكَلِمَةُ الطَّيِّبَةُ».

შეთანხმებული
სანდო (საჰიჰ)
განმარტება

მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გვამცნობს, რომ ის გადამდები დაავადება, რომელსაც ჯაჰილიას დროის ხალხი მიიჩნევდა, თითქოსდა დაავადება თავისთავად გადადის ერთი ადამიანიდან მეორეზე ალლაჰის ბრძანებისა და განგების გარეშე, არის მცდარი და უსაფუძვლო რწმენა. და ასევე, თიარა მცდარი და უსაფუძვლოა. ეს გულისხმობს ცუდ ნიშნად მიჩნევას ნებისმიერი რამისგან, იქნება ეს მოსმენილი თუ დანახული. მაგალითად: ჩიტები ან ცხოველები, ფიზიკური ნაკლოვანების მქონე ადამიანები, რიცხვები, დღეები და სხვა მსგავსი რამ. მან ახსენა აფრენილი ჩიტებით მკითხაობა, რადგან ის ყველაზე მეტად გავრცელებული იყო უმეცრების პერიოდში. არსი იმაში მდგომარეობდა, რომ გარკვეული საქმის დაწყებისას, მაგალითად, მოგზაურობის ან ვაჭრობისას, ადამიანები ცას უშვებდნენ ჩიტს. თუ ის მარჯვნივ მიფრინავდა, ამას კარგ ნიშნად მიიჩნევდნენ და აგრძელებდნენ თავიანთ განზრახულ საქმეს. ხოლო თუ ჩიტი მარცხნივ მიფრინავდა, ამას ცუდ ნიშნად თვლიდნენ და თავიანთი განზრახვიდან თავს იკავებდნენ. შემდეგ მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) განაცხადა, რომ მას "ალ-ფა'ლ" მოსწონს. რაც გულისხმობს, როცა ადამიანი კარგ სიტყვას ისმენს, რაც მას სიხარულსა და სიმშვიდეს ანიჭებს და ალლაჰის მიმართ კარგი იმედით აღავსებს.

სიტყვების მნიშვნელობა

...:

ჰადისის სარგებლობიდან

უზენაეს ალლაჰზე თავაქქული (მინდობა) ნიშნავს იმას, რომ მხოლოდ ალლაჰისგან მოდის სიკეთე და მხოლოდ ალლაჰს შეუძლია ბოროტების აცილება.

აკრძალულია თიარა, რაც ნიშნავს ცუდ ნიშნად მიჩნევას და რის გამოც ადამიანი თავს ანებებს საქმეს ან გადაწყვეტილებას.

ალ-ფა'ლ (კარგი ნიშანი) არ ეკუთვნის აკრძალულ თიარას (ცუდ ნიშნად მიჩნევას). პირიქით, ის განეკუთვნება ალლაჰის მიმართ კარგი იმედისა და ნდობის კატეგორიას.

ყველაფერი ალლაჰის განგებით ხდება, რომელსაც არ ჰყავს თანაზიარი და რომელიც ყოვლისშემძლე და დიადია.

წყაროები

საჰიჰ ალ-ბუხარი (7/ 135) (5756).

საჰიჰ მუსლიმ (4/ 1746) (2224).

მეტი... (10)

فتح المجيد شرح كتاب التوحيد.

لعبد الرحمن التميمي (ص310).

القول المفيد على كتاب التوحيد.

لابن عثيمين (1/ 570).

الملخص في شرح كتاب التوحيد.

لصالح الفوزان (ص230).

الجديد في شرح كتاب التوحيد.

لمحمد القرعاوي (ص255).

التمهيد لشرح كتاب التوحيد.

لصالح آل الشيخ (ص333).