Skip to content

მათრობელა, რომელიც ბევრი დალევისას დაათრობს, მისი ცოტაც აკრძალულია

გადმოცემულია ჯააბირ იბნ აბდულლაჰისგან (ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი) რომ მან თქვა: ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:

«მათრობელა, რომელიც ბევრი დალევისას დაათრობს, მისი ცოტაც აკრძალულია».

«مَا أَسْكَرَ كَثِيرُهُ فَقَلِيلُهُ حَرَامٌ».

გადმოსცა აბუ დაუდმა, ალ-თირმიზიმ, იბნ მააჯამ და აჰმადმა
კარგი (ჰასან)
განმარტება

შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) განმარტა, ყველა სასმელი ან საჭმელი, რომელიც გამოიწვევს გონების დაბინდვას (თრობას), მისი ბევრი ან ცოტა მიღება ორივე აკრძალულია, თუნდაც მან არ გამოიწვიოს თრობა.

ჰადისის სარგებლობიდან

შარიათი იცავს ადამიანების გონებას.

აკრძალულისკენ მიმავალი გზების ჩაკეტვის პრინციპის სისწორე იმაში მდგომარეობს, რომ უნდა ჩაიკეტოს ყველა(მიზეზი) , რაც იმ სიბინძურეებამდე მიიყვანს.

აკრძალულია თუნდაც მცირედი რაოდენობის მათრობელი ნივთიერება, რადგან ის წარმოადგენს სიმთვრალის მიზეზს.

რაც არ ათრობს არც ცოტა და არც ბევრი, ის არ არის აკრძალული.

წყაროები

სუნან აბი დაუდ (5/ 523) (3681).

სუნან ალ-თირმიზი (3/ 442) (1865).

სუნან იბნ მააჯაჰ (4/ 475) (3393).

მუსნად აჰმად (23/ 51) (14703).

მეტი... (3)

فتح ذي الجلال والإكرام بشرح بلوغ المرام (5/ 418).

شرح سنن أبي داود للعباد (417/ 9).

النهاية في غريب الحديث والأثر (437).