Skip to content

ვინც დაიფიცა ალლაჰის გარდა სხვაზე, ის ჩავარდა ურწმუნოებაში ან ჩაიდინა შირქი

აბდულლაჰ იბნ უმარი (ალლაჰი იყოს მისით და მისი მამით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ მან გაიგონა, თუ როგორ თქვა ერთმა კაცმა: „არა, ქააბას ვფიცავ!“ იბნ უმარმა მიუგო: „ალლაჰის გარდა არავინ არ უნდა მოიხსენიოთ ფიცში, რადგან მე გავიგონე შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ამბობდა:

«ვინც დაიფიცა ალლაჰის გარდა სხვაზე, ის ჩავარდა ურწმუნოებაში ან ჩაიდინა შირქი».

«مَنْ حَلَفَ بِغَيْرِ اللهِ فَقَدْ كَفَرَ أَوْ أَشْرَكَ».

გადმოსცა აბუ დაუდმა, ალ-თირმიზიმ და აჰმადმა
სანდო (საჰიჰ)
განმარტება

მოციქული მუჰამმადი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გვამცნობს, რომ ვინც ალლაჰის, მისი სახელებისა და თვისებების გარდა სხვა რამეზე დაიფიცებს, ის ჩავარდა ურწმუნოებაში ან ჩაიდინა შირქი. ეს იმიტომ, რომ ფიცი ნიშნავს ფიცის ობიექტის განდიდებას, ხოლო განდიდება მხოლოდ ალლაჰს ეკუთვნის. ამიტომ, ფიცი უნდა აღსრულდეს მხოლოდ ალლაჰისთვის, მისი წმინდა სახელებისა და თვისებების მიმართ. ეს ფიცი მცირე შირქს განეკუთვნება. თუმცა, თუ დამფიცებელი განადიდებს იმას, რითიც ფიცს დებს, ისევე როგორც განადიდებენ უზენაეს ალლაჰს ან კიდევ უფრო მეტად, მაშინ ასეთი ფიცი დიდ შირქს განეკუთვნება.

სიტყვების მნიშვნელობა

من حلف: الحلف: اليمين، وهي توكيد الحكم بذكر معظّم تطمئن له نفس المخاطب.

كفر أو أشرك: يحتمل أن يكون هذا شكًّا من الراوي، ويحتمل أن تكون "أو" بمعنى الواو فيكون كفر وأشرك.

ჰადისის სარგებლობიდან

ფიცის საშუალებით განდიდება — უფლება, რომელიც ალლაჰს ეკუთვნის, და ფიცი არ დაიდება არავის სახელით გარდა ალლაჰის, მისი სახელებით ან მისი თვისებებით.

მოციქულის თანამგზავრების(საჰაბები) მოწადინება სიკეთისკენ მოწოდებასა და ბოროტების აკრძალვაში, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა საქმე ეხებოდა შირქს და ქუფრს.

წყაროები

სუნან ალ-თირმიზი (3/ 194) (1535).

სუნან აბი დაუდ (5/ 154- 155) (3251).

მუსნად აჰმად (9/ 249) (5346).

(9/ 275) (5375).

(10/ 249) (6072).

(1/ 343).

მეტი... (11)

فتح المجيد شرح كتاب التوحيد.

لعبد الرحمن التميمي (ص413).

القول المفيد على كتاب التوحيد.

لابن عثيمين (2/ 214).

الملخص في شرح كتاب التوحيد.

لصالح الفوزان (ص326).

الجديد في شرح كتاب التوحيد.

لمحمد القرعاوي (ص365).

التمهيد لشرح كتاب التوحيد.

لصالح آل الشيخ (ص452).

فتاوى اللجنة الدائمة.