حقوق دعت إليها الفطرة
رسالة لطيفة تقدم شرحًا مفصلًا لعشرة حقوق أساسية تشمل حقوق الله تعالى، وحقوق النبي صلى الله عليه وسلم، وحقوق الوالدين، والأولاد، والأقارب، والجيران، والزّوجين، والرّعية والولاة، والمسلمين عمومًا، وغير المسلمين. يهدف الكتاب إلى تعزيز الفهم الصحيح للعلاقات الاجتماعية والواجبات الفردية تجاه الآخرين، مستندًا إلى نصوص الوحي من القرآن الكريم والسنة النبوية، مما يجعله مرجعًا مهمًا لكل مسلم يسعى لتطبيق الشريعة في حياته اليومية مع ربه ومع الآخرين.
These files are generated automatically from the book's text; their layout may differ from the printed edition.
შემდეგ თქვა შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) "წაიკითხეთ თუ გნებავთ: "ან იქნებ გწადიათ, რომ უკან გაბრუნდეთ, რათა დათესოთ უკეთურობა ქვეყანაზე და გაწყვიტოთ ნათესაური კავშირები". [მუჰამმად: 22]
შარიათით დამტკიცებული უფლებები, რომლისკენაც მოუწოდებს ადამიანის(შინაგანი)ბუნება
*
სახელითა ალლაჰისა მოწყალისა, შემწყალებლისა
შესავალი
ქება - დიდება ალლაჰს, ჩვენ მას ვადიდებთ, მას ვთხოვთ შეწევნას, პატიებას და ვინანიებთ მის წინაშე, ალლაჰს შევეფარებით ჩვენი სულებისა და საქმეების სიავისგან. ვისაც ალლაჰი დაადგენს სწორ გზაზე, მას არ ჰყავს გზის ამბნევი, ხოლო ვისაც ის აუბნევს გზას, მას არ ჰყავს სწორ გზაზე დამდგენი. ვამოწმებ, რომ არ არსებობს ღმერთი გარდა ალლაჰისა, ერთადერთისა, რომელსაც არ ჰყავს თანაზიარი, და ვამოწმებ, რომ მუჰამმადი მის მსახური და შუამავალია, ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას, მის ოჯახს, მის მეგობრებს და მათზე სიკეთიდ მიმყოლთ.
ამის შემდეგ: უზენაესი ალლაჰის შარიათის ღირსებას განეკუთვნება მისი სამართლიანობა და იმათი უფლებების დაცვა, ვისაც აქვს უფლებები, გადაჭარბების და შეზღუდვის გარეშე. ჭეშმარიტად უზენაესი ალლაჰი ბრძანებს სამართლიანობას, სიკეთეს და ახლობლების დახმარებას. სამართლიანობით იქნა წარგზავნილი შუამავლები, წიგნები გარდმოვლენილი, და სამართლიანობა იყო დადგენილი, როგორც სამყაროს წესრიგის საფუძველი.
სამართლიანობა — ეს არის თითოეული უფლებამოსილის უფლების დაცვა და თითოეულთან იმ მდგომარეობის შესაბამისად მოქცევა, რომელსაც ის იკავებს. და ეს შეუძლებელია უფლების ცოდნის გარეშე, რადგან მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება მათი დაცვა. ამიტომ, ამ წიგნში განვმარტეთ ამ უფლებებიდან უმთავრესები, რათა ხალხმა, მათი ცოდნით, შეძლოს მათი დაცვა შესაძლებლობების ფარგლებში. ეს უფლებები შემდეგში მდგომარეობს:
1. უზენაესი ალლაჰის უფლებები.
2. შუამავალის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) უფლებები.
3. მშობლების უფლებები.
4. შვილების უფლებები.
5. ნათესავების უფლებები.
6. ცოლ-ქმრული უფლებები.
7. მმართველების და დაქვემდებარებულების უფლებები.
8. მეზობლების უფლებები.
9. მუსლიმთა უფლებები ზოგადად.
10. არა მუსლიმთა უფლებები.
აი ეს არის იმ უფლებათა ჩამონათვალი, რომელზეც გვინდა ვისაუბროთ და გამოვიკვლიოთ მოკლედ.
*
პირველი უფლება: უზენაესი ალლაჰის უფლება.
ეს არის ყველაზე სავალდებულო, ყველაზე დიადი და ყველაზე უეჭველი უფლება. რადგან ეს არის ალლაჰის უფლება, უზენაესი შემოქმედის, სამყაროს მეუფისა და ყოველივეს განმგებლის უფლება. ეს უფლება ეკუთვნის ჭეშმარიტ მბრძანებელს, ცხადს, ცოცხალსა და ყოველივეს შემნარჩუნებელს, რომლის წყალობითაც არსებობენ ცა და დედამიწა. ალლაჰმა ყველაფერი შექმნა და განსაზღვრა დახვეწილი სიბრძნის და მიხედვით. ალლაჰის უფლებაა, რომელმაც წარმოგქმნა შენ არარსებობიდან მაშინ, როცა შენ ნახსენებიც არ იყავი. ალლაჰის უფლებაა, რომელმაც მოიღო წყალობა შენზე დედის მუცელში სამი წყვდიადის განმავლობაში, მაშინ როცა არცერთ ქმნილებას არ შეეძლო შენთვის მოეწოდებინა საკვები, შენი ზრდის და სიცოცხლის აუცილებლობები. გიწყალობა ძუძუთი კვება, გიწყალობა ორი გზა, შენს მზრუნველად მოგცა მშობლები, შეგეწია და გაგიმზადა, შეგეწია მრავალი წყალობით, ჭკუით და გონებით, შეგეწია ამ ყველაფრის გაგებაში და მისგან სარგებლობაში. უზენაესი ამბობს: "ალლაჰმა გამოგიყვანათ თქვენ დედათა მუცლებიდან მაშინ, როცა არაფერი გაგეგებოდათ, მან კი მოგცათ სმენა, თვალები და გულნი, რათა ეგების მადლიერნი ყოფილიყავით". [ ალ-ნაჰლ: 78 ] თუ თვალის დახამხამების დროით შეაკავებს მის სიკეთეს შენზე განადგურდები. და თუ აგიკრძალავს მის წყალობას ვერ შეძლებდი ცხოვრებას, როდესაც ასეთია ალლაჰის სიკეთე და წყალობა შენზე, ჭეშმარიტად, შენი ვალდებულება მის მიმართ არის ყველაზე დიდი ვალდებულება. ეს არის ვალდებულება შენი გაჩენის, ჩამოყალიბების და შეწევნის საპასუხოდ. რადგან მას შენგან არც სარჩო და არც დაპურება არ სჭირდება. უზენაესი ამბობს: "ჩვენ არ გთხოვთ შენ სარჩოს, არამედ ჩვენ გაძლევთ სარჩოს. და კეთილი დასასრული ღვთისმოშიშთათვისაა". [ ტაჰა: 132]
ჭეშმარიტად, მას შენგან მხოლოდ ერთი რამე სურს - რომლის სარგებელიც ისევ შენ გიბრუნდება. ის შენგან მოითხოვს, რომ მხოლოდ მას ეცე თაყვანი და არ დაუდგინო თანაზიარი. უზენაესი ამბობს: "მე ადამიანები და ჯინები მხოლოდ ჩემი თაყვანისცემისთვის შევქმენი". [ალ-ზარიათ: 56-58] მას სურს შენგან, რომ იყო მისი მონა-მსახური, ღვთისმსახურების ყველა ასპექტში. ისევე, როგორც ის რის შენი ღმერთი ღვთაებრიობის ყველა ასპექტში. რომ იყო მისთვის თავმდაბალი და ქედმოხრილი მონა-მსახური, მისი ბრძანების მორჩილი, მისი აკრძალვებისგან შორს მყოფი და დამჯერი იმის, რაც მოგდის მისგან. შენ ხომ ხედავ, როგორ გაძლევს ის უამრავ წყალობას ერთმანეთზე მიყოლებით, ნუთუ არ მოგერიდება ამ ყველა წყალობაზე ურწმუნოებით (უმადურობით) რომ უპასუხო ?
ადამიანთაგან თუ ვინმე სიკეთეს გაგიკეთებს მოგერიდება რომ მას ბოროტებით დაუბრუნო ან აშკარად დაუპირისპირდე მას. და როგორ დაუბრუნებ შენს ღმერთს? როდესაც ყველა სიკეთე, რომელსაც ფლობ მისგანაა და ყველა ბოროტება, რომელიც აგცდა თავიდან მისი წყალობითაა. უზენაესი ამბობს: "ყველა წყალობა, რომელიც გაგაჩნიათ თქვენ ალლაჰიდანაა, შემდეგ თუ შეგეხებათ უბუდურება მას უწყებთ ვედრებას". [ ან-ნაჰლ: 53 ]
აი ეს არის უფლება, რომელზეც დაგვავალდებულა ალლაჰმა მის მიმართ და მარტივი იქნება მისთვის, ვისაც ალლაჰი გაუმარტივებს. რამეთუ ალლაჰს მასში სირთულე და სიძნელე არ დაუდგენია. უზენაესი ალლაჰი ამბობს: "გაისარჯეთ ალლაჰისთვის სათანადო ბრძოლით. მან ამოგარჩიათ და არ დაუდგენია თქვენთვის არანაირი სირთულე სარწმუნოებაში. ეს მამათქვენის, იბრაჰიმის რელიგიაა. მან(ალლაჰმა) გიწოდათ თქვენ მუსლიმები უწინ და ამ(წიგნ)ში, რათა იყოს შუამავალი მოწმედ თქვენდა, თქვენ კი მოწმენი იყოთ ხალხისა. დადექით ლოცვად, გაეცით ზექათი და მტკიცედ ჩაეჭიდეთ ალლაჰს. იგია თქვენი მფარველი. რა მშვენიერი მფარველია! რა მშვენიერი შემწეა". [ალ-ჰაჯ :78]
ეს [უფლება] არის მართებული რწმენა და ჭეშმარიტებისადმი რწმენა, ასევე კეთილი საქმეები, როგორც დაფარული რწმენის ნაყოფი. ჭეშმარიტი რწმენა ეფუძნება სიყვარულსა და ალლაჰის განდიდებას, ხოლო მისი ნაყოფია გულწრფელობა და გულმოდგინება. ასევე, ხუთი ლოცვა დღის და ღამის განმავლობაში, რომლებიც ალლაჰმა განსაზღვრა ცოდვების გამოსყიდვად, ხარისხების ამაღლებად და გულებისა და ადამიანთა მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. ალლაჰის მონამ ეს უნდა შეასრულოს თავისი შესაძლებლობების მიხედვით. უზენაესი ამბობს: "და გეშინოდეთ ალლაჰისა, რამდენადაც შეძლებთ". [ ათ-თაღაბუნ: 16 ]
შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) 'იმრან იბნ ჰუსაინს უთხრა, როცა 'იმრანი (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) იყო ავად: "ფეხზე დამდგარმა ილოცე, თუ არ შეგიძლია დამჯდარმა ილოცე, თუ ისიც არ შეგიძლია - გვერდზე დაწოლილმა".
მოწყალება (ზაქათი): ეს არის ქონების მცირე ნაწილი, რომელსაც ქონების მეპატრონე გადასცემს საჭიროების მქონე მუსლიმებს — ღარიბებს, უპოვრებს, მოგზაურებს, ვალში მყოფებს და სხვებს, ვისაც ეკუთვნის მოწყალება. უზენაესი ამბობს: "დადექით ლოცვად, გაეცით ზექათი და მტკიცედ ჩაეჭიდეთ ალლაჰს. იგია თქვენი მფარველი. რა მშვენიერი მფარველია! რა მშვენიერი შემწეა". [ალ-ჰაჯ: 78]
წელიწადში ერთი თვე მარხვა. ვინც ავადაა ან მოგზაურობს აანაზღაურებს სხვა დღეებში, ხოლო ვისაც არ შეუძლია მარხვა მუდმივი ავადმყოფობის გამო ის დააპურებს უპოვარს ყოველი დღის საფასურად.
ჰაჯობა - ვისაც შეუძლია აკრძალული სახლის (ქააბას) მოლოცვა სიცოცხლის განმავლობაში ერთხელ მაინც.
ეს არის ალლაჰის ძირითადი უფლებები. დანარჩენები კი განსაზღვრულია გარკვეული გარე მოებებით, როგორიცაა ბრძოლა ალლაჰის გზაზე, ან მიზეზებით, როგორიცაა დაჩაგრულის დახმარება.
შეხედე, ჩემო ძმაო, ეს უფლება მარტივია შესასრულებლად და დიდია მისი მადლიანობა. თუ მას შეასრულებ ბედნიერი იქნები ამქვეყნადაც და იმქვეყნადაც. გადარჩები ჯოჯოხეთისგან და მოხვდები სამოთხეში. უზენაესი ამბობს: "და ვინც მოშორებული იქნება ცეცხლს და სამოთხეში შეყვანილი, ის ჭეშმარიტად, გაიმარჯვებს. მიწიერი ცხოვრება სხვა არაფერია, თუ არა აყოლა მაცდუნებელ სიტკბოებაზე". [ალი იმრან: 185]
*
მეორე უფლება: ალლაჰის შუამავალის უფლება (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას)
ეს არის ქმნილებებს შორის ყველაზე დიდი უფლება. არ არსებობს იმაზე დიდი უფლება ქმნილების მიმართ, ვიდრე ალლაჰის შუამავალის უფლება (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას). უზენაესი ალლაჰი ამბობს: "ჭეშმარიტად, ჩვენ წარგაგზავნეთ შენ მოწმედ, მახარობლად და შემგონებლად". [ ალ-ფათჰ: 8 ] ამიტომ აუცილებელია მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მიმართ სიყვარული უფრო ძლიერი იყოს, ვიდრე მთელი კაცობრიობის. საკუთარ თავზე, შვილზე და მშობელზეც კი. ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: "ვერ ირწმუნებს ვერცერთი თქვენგანი მანამ, სანამ მისთვის უფრო მეტად საყვარელი არ ვიქნები, შვილზე, მშობელზე და მთელ კაცობრიობაზე".
შუამავალის უფლებებია (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას): მისი პატივისცემა, დაფასება, განდიდება ისე, როგორც მას შეეფერება გადაჭარბების და ნაკლოვანების გარეშე. მისი პატივისცემა მის სიცოცხლეში, მისი სუნნას პატივისცემა და მისი ძვირფასი პიროვნების პატივისცემა. მისი პატივისცემა გარდაცვალების შემდეგ, მისი სუნნას პატივისცემა და მისი დანატოვარი უნაკლო შარიათის პატივისცემა. ვინც შეხედავს საჰაბების მიერ შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) პატივისცემას და განდიდებას, ნახავს თუ როგორ შეასრულა ამ ძვირფასმა საზოგადოებამ მათი ვალდებულება შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მიმართ, ურვაჰ ბინ მას'უდმა ყურაიშელებს უთხრა, მას შემდეგ როცა ის გაგზავნეს შუამავალთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ჰუდაიბის ხელშეკრულების გასაფორმებლად: „მე შევედი მეფეებთან — ხოსროსთან, ცეზართან და ნეგუსთან, მაგრამ არასდროს მინახავს, რომ ვინმეს თანამებრძოლები ასე დიდებით პატივსცემდნენ მას, როგორც მუჰამედის მეგობრები პატივსცემენ მუჰამედს! თუ ის რაიმეს უბრძანებს, ისინი დაუყოვნებლივ ასრულებენ მის ბრძანებას. როდესაც ის მცირე განბანას ასრულებს, ისინი იბრძვიან წყლისთვის, რომლითაც მან ლოცვისთვის განიბანა. როცა ის ლაპარაკობს, ისინი ხმას დაბლა უწევენ მისი თანდასწრებით. და ისინი არც კი უყურებენ მას პირდაპირ, რადგან ამით გამოხატავენ მის მიმართ უდიდეს პატივისცემას".
ასე განადიდებდნენ ისინი (ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი) შუამავალს. ამასთან ერთად, როცა ალლაჰმა მას საუკეთესო ზნეობა, რბილი ხასიათი და ლმობიერი მორალი უწყალობა. ის უხეში და ულმობელი, რომ ყოფილიყო მის ირგვლივ მყოფები გაეცლებოდნენ მას.
შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) უფლებებიდანაა: იმ ამბების დაჯერება, რაც გვამცნო მან წარსულში თუ აწმყოში. მისი ბრძანების შესრულება და აკრძალულისგან თავის შეკავება. რწმენა იმისა, რომ მისი გზა საუკეთესო გზაა, მისი შარიათი კი ყველაზე სრულყოფილი შარიათი, და არ შეიძლება მასზე სხვა რაიმე კანონმდებლობის ან სისტემის დაყენება, რაც არ უნდა იყოს მისი წყარო. უზენაესი ამბობს: "მაგრამ არა! შენს ღმერთს ვფიცავ! ვერ ირწმუნებენ ისინი, ვიდრე მსაჯულად არ დაგადგენენ იმისა, რის გამოც დაობდნენ ერთმანეთში. მერე კი წინ ვეღარ აღუდგებიან თავიანთ სულებში შენს გადაწყვეტილებას. და დაემორჩილებიან სრული მორჩილებით". [ ან-ნისა: 65] "უთხარი: თუ გიყვართ ალლაჰი, მე გამომყევით, და ალლაჰიც შეგიყვარებთ, და გაპატიებთ თქვენს ცოდვებს, რადგან ალლაჰი შემწყნარებელი და მწყალობელია". [ აალი იმრან: 31 ]
შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) უფლებებში შედის: კანონისა და მისი მითითებების დაცვა ადამიანის შესაძლებლობების მიხედვით და იმ საშუალებების გამოყენება, რომლებიც აუცილებელია მოცემულ შემთხვევაში. თუ მოწინააღმდეგე თავს გესხმის არგუმენტებით და ეჭვებით; ამ შემთხვევაში მისი მოგერიება უნდა მოხდეს ცოდნით მისი არგუმენტების და ეჭვების გაბათილებით. და მისი ზიანის გამოაშკარავებით. და თუ მისი თავდასხმა შეიარაღებული თავდასხმაა, მაშინ მსგავსი მეთოდით უნდა გაეცეს პასუხი.
მიუღებელია, რომელიმე მორწმუნეს ესმოდეს შუამავალის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) შარიათზე თავდასხმა, ან მის პიროვნებაზე თავდასხმა და ის იყოს ჩუმად და არ გასცეს პასუხი, თუ ამის ძალა შესწევს.
*
მესამე უფლება: მშობლების უფლებები
ვერავინ უარყოფს მშობლების სიკეთეს საკუთარ შვილებზე, რადგან ისინი არიან მათი არსებობის მიზეზი. და მშობლებს აქვთ უდიდესი უფლება თავიანთ შვილზე, რადგან მათ აღზარდეს ის, როცა პატარა იყო, და იწვალეს, რომ მას კარგი ჰქონოდა, თმობდნენ ძილს, რათა მას დაეძინა. დედა გატარებდა შენ თავის მუცელში, სადაც ცხოვრობდი მისი კვების და ჯანმრთელობის ხარჯზე თითქმის ცხრა თვის განმავლობაში, როგორც ეს ხსენებულია უზენაესი ალლაჰის სიტყვებში: "გაჭირვებას გაჭირვებაზე ითმენდა და ისე ატარა(ფეხმძიმობისას) დედამისმა". [ლუყმან:14] ამის შემდეგ იზრუნა მასზე და გამოკვება ძუძუთი ორი წელი, დაღლით, პრობლემებითა და სირთულით.
და მამა იღლებოდა იმისთვის, რომ შენ გეცხოვრა და ძალები შეგემატებინა, შენი ადრეული ბავშვობიდან იმ დრომდე, სანამ ზრდასრული გახდებოდი. ის გზრდიდა და გიძღვებოდა, როცა ჯერ კიდევ არ შეგეძლო ვერც საკუთარი თავისთვის სარგებლის მოტანა და ვერც ზიანის თავიდან აცილება. ამიტომ ალლაჰმა უბრძანა შვილს მშობლებზე კეთილად მოპყრობა და მადლიერების გამოხატვა მათ მიმართ. უზენაესი ამბობს: "და ვუანდერძეთ ადამიანს მისი მშობლები. გაჭირვებას გაჭირვებაზე ითმენდა და ისე ატარა დედამისმა, და მისი ძუძუდან მოწყვეტა ორ წლამდე გრძელდება. მე შემწირე მადლობა და შენს მშობლებს, რამეთუ ჩემთანაა დაბრუნება". [ლუყმან: 14] უზენაესი ამბობს: "და დაგიდგინა შენმა ღმერთმა, რომ არ ეთაყვანოთ არავის მის გარდა, და კეთილად მოექცეთ მშობლებს. თუკი ორივე ან ერთ-ერთი მიაღწევს სიბერეს, არ უთხრა მათ: უფფ! - არ უყვირო მათ და უთხარი კეთილი სიტყვა. მათდამი სიკეთით დახარე მოწყალების ფრთები და თქვი: ღმერთო ჩემო, წყალობა უყავ მათ ისევე, როგორც მე აღმზარდეს პატარა". [ალ-ისრა: 23-24]
მშობლების უფლებებში შედის: შენ უნდა პატივი სცე მათ, აკეთო სიკეთე როგორც სიტყვით, ასევე საქმით, მატერიალურად და ფიზიკურად, ასრულო მათი ბრძანებები, რომლებიც არ შეიცავს ალლაჰის ურჩობას და არ გაყენებს ზიანს, მათთან უნდა ისაუბრო ნაზად და მეგობრული სახის გამომეტყველებით, სათანადოდ უნდა ემსახურო და არ გაღიზიანდე, როდესაც ისინი სიბერეში შევლენ, ავად გახდებიან და დასუსტდებიან, და არ ჩათვალო ეს შენთვის ტვირთად. შენც მათ მდგომარეობაში აღმოჩნდები მომავალში, შენც გახდები შმობელი, როგორც ისინი იყვნენ მშობლები, შენც დაბერდები შენს შვილებთან - თუ გიწერია სიცოცხლე, ისე როგორც დაბერდნენ შენთან შენი მშობლები, შენც დაგჭირდება კეთილად მოპყრობა შენი შვილების, როგორც მათ სჭირდებოდათ შენგან. და თუ შენ კეთილად ეპყრობოდი მათ, მაშინ დაელოდე ძვირფას საჩუქარს, საჩუქრების გაცვლა ერთნაირიდ ხდება. ვინც კეთილად ექცეოდა მშობლებს მისი შვილებიც კეთილად მოექცევიან მას, ვინც არღვევდა მათი მშობლების უფლებებს, მისი შვილებიც დაარღვევენ მის უფლებებს. საზღაური ნამოქმედარიდან გამომდინარეობს და რასაც დათესავ, იმას მოიმკი.
ალლაჰმა მშობლების უფლებები ძალიან მნიშვნელოვანი და ფასეული გახადა, განალაგა ისინი პირდაპირ მისი უფლებებისა და მისი მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) უფლებების შემდეგ. უზენაესი ამბობს: "თაყვანი ეცით ალლაჰს და არავინ დაუდგინოთ მას თანაზიარად. და კარგად მოეპყარით მშობლებს". [ან-ნისა: 36] უზენაესი ამბობს : "მე შემწირე მადლობა და შენს მშობლებს, რამეთუ ჩემთანაა დაბრუნება". [ლუყმან: 14] შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მშობლებზე კეთილად მოპყრობა ალლაჰის გზაზე ჯიჰადზე წინ დააყენა. როგორც გადმოსცემს იბნ მას'უდი (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) ჰადისში: მე ვუთხარი: "ჰეი ალლაჰის შუამავალო, ალლაჰისთვის რომელი საქმეა ყველაზე საყვარელი? მან თქვა: "თავის დროს შესრულებული ლოცვა". მე ვუთხარი: შემდეგ რომელი? მან თქვა: "მშობლებზე კეთილად მოპყრობა", მე ვუთხარი: შემდეგ რომელი? მან თქვა: "ბრძოლა (ჯიჰადი) ალლაჰის გზაზე". ამ ჰადისს გადმოსცემს ალ-ბუხარი და მუსლიმი. ეს მიუთითებს მშობლების უფლებების მნიშვნელობაზე, რომელსაც ძალიან ბევრი ადამიანი არღვევს. არღვევენ მათ უფლებებს და წყვეტენ ურთიერთობას, ზოგიერთი თავისი მშობლის უფლებებს საერთოდ არ ცნობს არც მამის არც დედის. შეიძლება დასცინოდეს, ამცირებდეს და აკნინებდეს კიდეც მათ. და ის აუცილებლად მიიღებს შესაბამის საზღაურს ამქვეყნად და იმქვეყნად.
*
მეოთხე უფლება: შვილების უფლებები.
შვილებში იგულისხმებიან როგორც ვაჟები, ასევე ქალიშვილები. შვილებს აქვთ მრავალი უფლება. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მათ შორის არის აღზრდა, რომელიც მოიცავს რელიგიურობისა და კეთილზნეობის ჩამოყალიბებას მათში, რათა მათ ხასიათში ჰქონდეთ ამისი დიდი ნაწილი. უზენაესი ალლაჰი ამბობს: "ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! დაიცავით თქვენი სულნი და თქვენი ოჯახი ცეცხლისაგან, რომლის საწვავია ადამიანები და ქვები". [ალ-თაჰრიმ: 6] შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: "ყველა თქვენგანი მწყემსია, და ყველა თქვენგანი პასუხისმგებელია თავის სამწყოსი, კაცი მწყემსია თავის ოჯახში და პასუხისმგებელია თავისი სამწყოსი". შვილები მშობლების მონდობილი ამანათი, და მშობლებს მათზე პასუხი მოეთხოვებათ განკითხვის დღეს. სწორედ რელიგიური და ზნეობრივი აღზრდის მეშვეობით თავისუფლდება მშობელი იმ პასუხისმგებლობისგან, რომელიც მას დაეკისრება, თუ ეს აღზრდა არ მოუცია თავის შვილებისთვის. ეს აღზრდა კი შვილებს სწორი გზით წარმართავს, რის შედეგადაც ისინი გაახარებენ მშობლებს ამქვეყნადაც და იმქვეყნადაც. უზენაესი ალლაჰი ამბობს: "და იმათ, რომელთაც ირწმუნეს, და გაჰყვათ მათ თავისი შთამომავლებირწმენით, მივუერთებთ მათ შთამომავლობას და არაფერს დავუკარგავთ საქმეთაგან. ყოველი ადამიანი მძევალია იმისა, რაც მოიხვეჭა". [ატ-ტურ: 21] ანუ მათი საქმეებიდან არაფერი მოაკლდებათ. შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ამბობს: "როცა ადამიანი გარდაიცვლება მისი საქმეები შეწყდება, გარდა სამისა: უწყვეტი მოწყალება, ცოდნა რომელსაც სარგებელი მოაქვს მისი გარდაცვალების შემდეგ, და ღვთისმოსავი შვილი, რომელიც მისთვის ევედრება (ალლაჰს)". ეს არის შვილის კარგი აღზრდის შედეგი, თუ ის სწორად იქნება აღზრდილი მას სარგებელი მოაქვს მისი მშობლებისთვის მათი გარდაცვალების შემდეგაც კი.
ბევრი მშობელი ყურადღებას არ აქცევს ამ უფლებას, მიატოვეს შვილები და დაივიწყეს, თითქოს ისინი არ ყოფილიყვნენ პასუხისმგებელნი მათზე, არ აინტერესებთ სად მიდიან ან როდის ბრუნდებიან, არც მათი მეგობრები და გარემოცვა(არ აინტერესებს). არ აძლევენ სასარგებლო რჩევებს და არ უკრძალავენ ცუდს.
საკვირველია როცა ასეთი მშობლები ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ თავიანთ ქონებას, იცავენ, ამრავლებენ, ღამეებს ათევენ ქონებაზე ფიქრში, როდესაც ისინი ამ ქონების მატებით მხოლოდ სხვებს ეხმარებიან ხშირ შემთხვევაში, მაგრამ მათი შვილები აქედან ვერავითარ სარგებელს ვერ ნახულობენ (მშობლებისგან ყურადღება მოკლებულნი არიან)მაშინ, როცა მათი დაცვა უფრო სასარგებლოა ამქვეყნადაც და იმქვეყნადაც. როგორც ვალდებულია მშობელი, რომ უზრუნველყოს მისი შვილის სხეული საკვებით და სასმელით, შემოსოს ის ტანსაცმლით. ასევე ვალდებულია გამოკვებოს მისი სული ცოდნით და წრმენით, და შემოსოს ის ღვთისმოშიშობის სამოსით, და ეს უკეთესია.
შვილების უფლებებში შედის მათი უზრუნველსაყოფად ხარჯვა ზომიერად, ზედმეტობისა და უგულებელყოფის გარეშე. ეს არის მშობლის ვალდებულება შვილების მიმართ და ასევე ალლაჰისადმი მადლიერების გამოხატვა იმ ქონებისთვის, რაც მას უბოძა. როგორ შეიძლება მშობელი შვილებს აკლებდეს ქონებას და სიძუნწეს იჩენდეს მათ მიმართ სიცოცხლეში, მაშინ როდესაც მის მიერ დაგროვებული ქონება საბოლოოდ მაინც მათ საკუთრებაში გადავა მისი სიკვდილის შემდეგ, მისი თანხმობის გარეშე! და თუ ის იმდენად ძუნწია, რომ არ აძლევს შვილებს იმას, რაც ვალდებულია, შვილებს აქვთ უფლება აიღონ მათი კუთვნილი ნაწილი მისი ქონებიდან იმ საზოგადოების ჩვეულების შესაბამისად, რომელშიც ისინი ცხოვრობენ. ასეთი ფეთვა გასცა მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ჰინდს 'უთბას ასულს (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი).
ბავშვის უფლებებს შორის არის ის, რომ მშობელმა არ უნდა გამოარჩიოს ერთ-ერთი ბავშვი სხვა ბავშვებისგან, რათა არ მოხდეს ისე, რომ ერთს სთავაზობს რაღაცას, ხოლო დანარჩენები ვერაფერს იღებენ, რადგან ეს უსამართლობა და შევიწროებაა, ხოლო ალლაჰს არ უყვარს უსამართლო ადამიანები. ასევე, ეს გამოიწვევს გაუცხოებას იმათი ვისაც საჩუქარი არ მიეცათა და, გამოიწვევს მტრობას მათსა და განებივრებულ შვილებს შორის. უფრო მეტიც, შეიძლება მტრობა მათსა და მშობლებს შორისაც კი ჩამოვარდეს.
საზოგადოებაში ზოგიერთი ბავშვი გამორჩეულია სხვა ბაშვებისგან, ისინი უფრო მეტად მზრუნველი და მგრძნობიარეები არიან მათი მშობლების მიმართ, მათ კი(მშობლები) ანებივრებენ საჩუქრებით; იმის გამო, რომ ისინი გამორჩეულები არიან მზრუნველობით, ეს მათი განებივრების გამამართლებელი არ უნდა იყოს, მზრუნველობაში გამორჩეულობა არ ნიშნავს იმას, რომ მას უნდა მიეცეს მზრუნველობისთვის კომპენსაცია; არამედ მისი მზრუნველობის საფასური ალლაჰთანაა, ხოლო მზრუნველი ბავშვის გამორჩევა საჩუქრებით გამოიწვევს იმას, რომ ის გაამაყდება თავისი ნამოქმედარით და თავს აღმატებულად წარმოიდგენს, და გარიყავს სხვას, და გააგრძელებს მისი უფლების დარღვევას. ჩვენ არ ვუწყით შეიძლება შეიცვალოს მდგომარეობა, შესაძლებელია მზრუნველი (შვილი) ურჩად, ხოლო ურჩი მზრუნველად შეიცვალოს. რადგან გულები ალლაჰის ხელშია და მათ ატრიალებს ისე, როგორც მას სურს.
ორ საჰიჰში (ალ-ბუხარისა და მუსლიმის) ნუ’მან იბნ ბაშირისგან გადმოცემულია, რომ მამამისმა ბაშირ იბნ სა’დმა საჩუქარი გაუკეთა თავის შვილს, და ამის შესახებ შუამავალს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ამცნო. შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მას ჰკითხა: “შენს ყველა შვილს ასეთი საჩუქარი გაუკეთე!?” მან თქვა: არა. შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მას უთხრა:”მაშ ის დააბრუნე”. სხვა გადმოცემაში ნათქვამია: “ალლაჰის გეშინოდეთ და თანასწორნი იყავით თქვენს შვილებს შორის”. სხვა სიტყვაში ნახსენებია:”ამაზე დაამოწმებინე ჩემს გარდა სხვას; რადგან ჭეშმარიტად მე უსამართლობაზე არ ვამოწმებ”. შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) შვილების ერთმანეთზე უპირატესობას მჩაგვრელობა უწოდა, მჩაგვრელობა კი უსამართლობაა და აკრძალულია.
თუკი მშობელი აძლევს ერთ შვილს იმას, რაც მას სჭირდება, ხოლო სხვა შვილს ეს არ სჭირდება, მაგალითად, თუ მას სჭირდება გარკვეული საკანცელარიო ნივთები, წამლები ან ქორწინებაში დახმარება, არ არის განსახილველი და დასაძრახი, თუ მშობელი მისცემს მხოლოდ მას იმას, რაც სჭირდება მხოლოდ მას. რადგან ეს გამორჩეულობა არის მისი საჭიროებიდან გამომდინარე, და ეს არის როგორც სავალდებულო მზრუნველობა.
როცა მშობელი ასრულებს მასზე დაკისრებულ ვალდებულებას შვილის მიმართ აღზრდით და მისი ფინანსური უზრუნველყოფით, აქედან გამომდინარე შვილი პასუხისმგებელია მშობლის მიმართ მასზე დაკისრებული მზრუნველობის შესრულებით და მისი უფლებების მოფრთხილებით. როცა მშობელი არღვევს მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს ის შესაბამისი სასჯელს იმსახურებს, რომ მისმა შვილმა უარყოს მისი უფლებები, და შესაბამისად დასჯილი იქნება მისი უფლებების დარღვევით. რასაც დათესავ, იმას მოიმკი.
*
მეხუთე უფლება: ნათესავების უფლებები
ახლობლებში იგულისხმებიან ნათესავები - ძმა, ბიძა (მამის და დედის მხრიდან), მათი შვილები და ყველა, ვისთანაც გაკავშირებს სისხლით ნათესაობა. მათ აქვთ უფლებები შენს მიმართ მათი ახლობლობის მიხედვით. უზენაესი ალლაჰი ამბობს: "და მიეცით ნათესავს მისი კუთვნილი". [ალ-ისრა: 26] თქვა: "თაყვანი ეცით ალლაჰს და არავინ დაუდგინოთ მას თანაზიარად. და კარგად მოეპყარით მშობლებს, ახლობლებს..." [ ან-ნისა: 36] ყველა ნათესავი ვალდებულია შეინარჩუნოს კავშირი თავის ნათესავთან წესისამებრ მათი დაფასებით, ფიზიკური თუ მატერიალური დახმარებით. ნათესაური კავშირის სიახლოვის და საჭიროების მიხედვით. ამ ყველაფერს მოგვიწოდებს შარიათი, გონება და ადამიანური ბუნება. ყველა ნათესავი ვალდებულია, რომ ინარჩუნებდეს თავის ნათესავთან კავშირს პიროვნულად, მისთვის ფიზიკური და ფინანსური გვერდში დგომით, გამომდინარე იქიდან რამდენად ახლოა ნათესაობა და რა საჭიროებაცაა, აი ესაა რაზეც მიუთითებს რელიგია, გონება და ადამიანური ბუნება.
ძალიან ბევრი ტექსტი არსებობს ნათესაური კავშირის წამახალისებისა და მისი შენარჩუნებისთვის. ალ-ბუხარის და მუსლიმის საჰიხში აბუ ჰურაირა (ალლაჰი იყოს მისთ კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ამბობს: "ჭეშმარიტად, ალლაჰმა გააჩინა ქმნილებები და როცა დაასრულა მათი გაჩენა ნათესაურმა კავშირმა წამოდგა და თქვა: "ეს არის ადგილი მისთვის, ვინც შენ გეკედლება მისი გაწყვეტისგან!" და ალლაჰმა თქვა: "დიახ, არ ხარ კმაყოფილი მასთან შევინარჩუნო კავშირი ვინც შენთან შეინარჩუნებს კავშირს, და გავწყვიტო მასთან ვინც შენთან გაწყვეტს?" მან თქვა: რათქმაუნდა. ალლაჰმა თქვა: "მაშ აი ასე იქნება შენთვის". შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: "ვისაც სწამს ალლაჰის და უკანასკნელი დღის, შეინარჩუნოს ნათესაური კავშირები".
ძალიან ბევრი ადამიანი არღვევს ამ უფლებას და უარს ამბობენ მასზე. ზოგიერთი მათგანი არ სცნობს ნათესაობას და არ კონტაქტობს მათან, არც ფინანსურად, არც გავლენით და ზნეობით, დღეებით და თვეებით არ ნახულობს, არც სტუმრობს მათ, არ უგზავნის მათ საჩუქრებს, არ ეხმარება მათ გასაჭირში და საჭიროების დროს, პირიქით შეიძლება სიტყვიერ ან ქმედებით შეურაწყოფასაც კი აყენებს მათ, კონტაქტობს უცხოებთან და წყვეტს კავშირს ახლობლებთან.
და არიან ადამიანები ვინც კონტაქტობს ნათესავებთან თუ ისინი კონტაქტობენ მასთან, ხოლო თუ ისინი წყვეტენ კავშირს ისიც წყვეტს მათთან კავშირს. ასეთი პიროვნება ნათესაური კავშირის შემნარჩუნებლად არ ჩაითვლება, არამედ ის არის სიკეთეზე იგივე სიკეთის დამბრუნებელი, ეს როგორც ახლობლებთან ასევე უცხოებთანაც აღინიშნება, სიკეთეზე სიკეთის დაბრუნება მხოლოდ ახლობლებზე განკუთვნილი არ არის. ნათესაური კავშირის შემნარჩუნებელი არის ის, ვინც ჭეშმარიტად ალლაჰის ხათრით უფრთხილდება მას, მნიშვნელობა არ აქვს სხვები უფრთხილდებიან თუ არა მას. როგორც არის მოცემული ალ-ბუხარის "საჰიხში" აბდულა იბნ ამრ ბინ აასისგან (ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი) შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: "ნამდვილად ნათესაური კავშირების დამცველი არ არის ის, ვინც ამას საპასუხოდ აკეთებს. ნამდვილი ნათესაური კავშირების დამცველი ის არის, ვისთანაც ნათესავები კავშირს წყვეტენ, ხოლო ის აგრძელებს ურთიერთობას მათთან". მას ჰკითხა ერთმა პიროვნებამ: "ო ალლაჰის შუამავალო, მე მყავს ნათესავები მე ვუფრთხილდები მათან კავშირებს ისინი კი არ უფრთხილდებიან, მე სიკეთეს ვუკეთებ მათ ისინი კი ბოროტებით მიბრუნებენ, მე მათ ვპატიობ ისინი კი, მე შეურაცხყოფას მაყენებენ". შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) უთხრა მას: „ჭეშმარიტად, თუ ყველაფერი ისეა, როგორც შენ თქვი, მაშინ შენ თითქოს მათ პირში ცხელ ნაცარს უყრი, და ალლაჰისგან გეყოლება შემწე მათ წინააღმდეგ მანამ, სანამ არ შეწყვეტ ასე მოქცევას". ჰადისს გადმოსცემს მუსლიმი.
ნათესაური კავშირის შენარჩუნებით, ალლაჰი ინარჩუნებს მასთან კავშირს ამქვეყნად და იმქვეყნად, აძლევს მას თავის წყალობას და უადვილებს მას საქმეებს, აშორებს მას განსაცდელს, ამასთან ერთად ნათესაურ კავშირში არის ოჯახთა სიახლოვე, მათი ერთმანეთის მიმართ სიყვარული და ერთმანეთის მიმართ გამოჩენილი გულისხმიერება და დახმარება სირთულეების დროს, ერთმანეთის გაბედნიერება და გახარება, როგოც არის ეს ნაცადი და ცნობილი ფაქტი. ეს ყველაფერი პირიქით აისახება, როდესაც შეწყდება ნათესაური კავშირები და მოხდება დაშორება.
*
მეექვსე უფლება: ცოლ-ქმრული უფლებები
ქორწინებას თან ახლავს მნიშვნელოვანი შედეგები და დიდი მოთხოვნები, ის არის მაკავშირებელი ქმარსა და ცოლს შორის, ის ავალდებულებს თითოეულ მათგანს მეორის უფლებებით: ესენია ფიზიკური უფლებები, სოციალური უფლებები და მატერიალური უფლებები.
ცოლ-ქმარი ვალდებულია, რომ თითოეული მათგანი ერთმანეთის მიმართ კეთილი თანაცხოვრებით იყოს განწყობილი, და აუცილებელია რომ მათზე დაკისრებული ვალდებულება მშვიდად და ღირსეულად შეასრულოს, ყოველგვარი სიძულვილისა და გაჭიანურების გარეშე. უზენაესი ალლაჰი ამბობს: "მოეპყარით მათ[ქალებს] სიკეთით". [ალ-ნისა: 19] უზენაესი ამბობს : "და ქალებს აქვთ იგივე უფლებები, რა უფლებებიც მათზე (ქმრებს) აქვთ კანონის ფარგლებში. ოღონდ ქმრები მათზე მაღლა არიან ერთი საფეხურით". [ალ-ბაყარა: 228] ქალებმა ასევე უნდა დაიცვან თავიანთი ქმრების უფლებები.
როდესაც ქმარი და ცოლი ურთიერთობაში ერთმანეთის უფლებებს იცავენ, ისინი ბედნიერად ცხოვრობენ და ინარჩუნებენ კარგ ურთიერთობებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ შორის მუდმივად ჩნდება კამათები და კონფლიქტი და, ურთულდება ორივეს ცხოვრება.
ძალიან ბევრი რელიგიური ტექსტია მოცემული ქალის უფლებებთან და მათ დაცვასთან დაკავშირებით, რათქმაუნდა სრულყოფილება შეუძლებელია, ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰი ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: "კარგად მოექეცით ქალებს; ჭეშმარიტად, ქალი ნეკნიდან შეიქმნა, ნეკნის ზედა ნაწილი დახრილია და თუ მის გასწორებას შეეცდები ის გატყდება, თუ ისე დატოვებ ის სულ დახრილი იქნება, ასე რომ ქალებს კეთილად მოეპყარით". სხვა გადმოცემაში: "ჭეშმარიტად, ქალი ნეკნიდან შეიქმნა, და შეუძლებელია ის შეიცვალოს შენთვის, თუ გსურს მისით დატკბობდა დატკბი ისეთით როგორიც არის, თუ შეეცდები მის გასწორებას ის გატყდება, მისი გატეხვა კი განქორწინებაა". შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: "არ გაკილოს მორწმუნე მამაკაცმა მორწმუნე ქალი, თუ მისი რომელიმე თვისება არ მოსწონს კმაყოფილი იქნეს მისი სხვა თვისებით". სიტყვა "არ გაკილოს" ნიშნავს - არ შეიძულოს. ამ ჰადისებშია მოცემული შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) დარიგება თავის მიმდევრებზე, თუ როგორ უნდა მოეპყროს მამაკაცი ქალს? მამაკაცმა უნდა მიიღოს ის, რაც შესაძლებელია, რადგან ქალის ბუნება ისეთია, რომ ის ვერ იქნება სრულყოფილი. მასში აუცილებლად იქნება გარკვეული გადახრები სრულყოფილებიდან, და მამაკაცს შეუძლია ისიამოვნოს ქალთან ურთიერთობით მხოლოდ მაშინ, როცა შეეგუება მას ისეთს, როგორიც შეიქმნა.
ამ ჰადისებში მოცემულია, რომ აუცილებელია ადამიანმა შედარება გააკეთოს ქალში კარგ და ცუდ თვისებებს შორის, და თუ მას რომელიმე ცუდი თვისება არ მოსწონს უნდა შეადაროს მას მისი მოპირისპირე კარგი თვისება, რომელიც მოსწონს და კმაყოფილია მისით, არ შეიძლება მას მხოლოდ სიბრაზით და სიძულვილით უმზერდეს.
ბევრ მამაკაცს სურს მათი ცოლები სრულიად სრულყოფილნი იყვნენ, ეს კი შეუძლებელია, ამიტომ ისინი ვარდებიან რთულ მდგომარეობაში და არ შეუძლიათ მათი ცოლებიდან ბედნიერების და სიამოვნების მიღება. შეიძლება ეს ყველაფერი განქორწინებით დასრულდეს, როგორც თქვა ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას): "თუ შენ მის გასწორებას შეეცდები გატეხავ მას, მისი გატეხვა კი განქორწინებაა", აუცილებელია ქმარმა მარტივად მიუდგეს და თვალი დახუჭოს ზოგიერთ რამეზე, რასაც ცოლი აკეთებს, თუ ეს ყველაფერი წინააღმდეგობაში არ მოდის რელიგიასთან და ღირსებასთან.
ცოლის უფლებებში ქმარს ევალება მისი უზრუნველყოფა, რაც გულისხმობს მისი კვებით, სასმელით, ტანსაცმლით, საცხოვრებლით და სხვა საჭიროებებით, რადგანაც უზენაესი ამბობს: "მათ კი (კაცებს), ვისაც შვილი შეეძინებათ, გამოკვებონ ქალები და ჩააცვან წესისამებრ". [ალ-ბაყარა: 233] შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: "ვალდებულებაა თქვენზე მათი(ცოლების) დაპურება და შემოსვა წესისამებრ". შუამავალს ჰკითხეს: რა არის ცოლების უფლებები ჩვენზე? მან უპასუხა: "შენ უნდა აჭამო მას, როდესაც თვითონ ჭამ, უნდა ჩააცვა მას, როდესაც თვითონ იცვამ, არ უნდა სცემო მას სახეში და არ უნდა აწყენინო, ხოლო თუ მაინც გაერიდები მას საწოლზე, გაერიდე მხოლოდ იმავე სახლში დარჩენით". ჰადისს გადმოსცემს აბუ დაუდი.
ცოლის უფლებები არის თავის ქმარზე: რომ იყოს სამართლიანი მასა და მეორე ცოლს შორის თუ მას ჰყავს მეორე ცოლი, სამართლიანი იყოს მათ შორის მათი ფინანსური უზრუნველყოფის, დროის, საცხოვრებლის და ყველა შესაძლო შემთხვევის დროს რაშიც სამართლიანობაა საჭირო. და თუ ის რომელიმეს მხარეს გადაიხრება ეს დიდი ცოდვაა. შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: "ვისაც ჰყავს ორი ცოლი და ერთი მათგანისკენ გადაიხრება, განკითხვის დღეს მოვა ისე, რომ მისი ცალი მხარი გადახრილი იქნება". რაც შეეხება იმას, სადაც თანასწორობის მიღწევა შეუძლებელია, მაგალითად, სიყვარულსა და შინაგან მიდრეკილებებში, ამ შემთხვევაში ადამიანი ცოდვას არ აიღებს, რადგან ეს მის შესაძლებლობებს სცდება. უზენაესი ალლაჰი ამბობს: "თქვენ ვერასოდეს შეძლებთ, ერთნაირად სამართლიანად მოექცეთ ყველა ცოლს, თუნდაც რომ ესწრაფოდეთ ამას". [ან-ნისა: 129] ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თანაბრად აქცევდა ცოლებს ყურადღებას და სამართლიანი იყო მათ მიმართ (ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი), ამასთანავე ის ამბობდა: "ღმერთო ჩემო ეს არის ჩემი განაწილება რასაც მე ვფლობ, და ნუ განმკიცხავ იმაში, რასაც შენ ფლობ და მე არ ვფლობ".
თუმცა, თუ ის ერთ ცოლთან ნაკლებ ღამეებს გაატარებს მისი ნებართვით, ეს არ არის დასაძრახი. მაგალითად, ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ატარებდა ღამეებს აიშასთან, მათ შორის იმ ღამეს, რომელიც საუდას ეკუთვნოდა, მას შემდეგ, რაც საუადამ თავად დაუთმო თავისი ღამე აიშას. ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ამბობდა, როცა ის იყო ავად რომლითაც შემდგომ გარდაიცვალა: "სად უნდა ვიყო ხვალ? სად უნდა ვიყო ხვალ?" მისმა ცოლებმა მისცეს მას ნება იქ ყოფილიყო, სადაც მოისურვებდა, და ის იმყოფებოდა აიშას სახლში, სანამ გარდაიცვლებოდა.
რაც შეეხება ქმრის უფლებებს ცოლის მიმართ, ისინი ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მისი უფლებები. რადგანაც ალლაჰმა ყურანში ბრძანა: "და ქალებს აქვთ იგივე უფლებები, რა უფლებებიც მათზე (ქმრებს) აქვთ კანონის ფარგლებში. ოღონდ ქმრები მათზე მაღლა არიან ერთი საფეხურით". [ალ-ბაყარა: 228] მამაკაცი არის ქალის მფარველი, რომელიც ზრუნავს მასზე, აღზრდის და ხელმძღვანელობს მას. როგორც უზენაესი ალლაჰი ბრძანებს: "და კაცები დგანან ქალთა ზემოთ იმით, რითაც ალლაჰმა გამოარჩია ისინი ერთმანეთისაგან, და იმით, რასაც(კაცები) ხარჯავენ თავიანთი ქონებიდან". (ან-ნისა: 34)
ქმრის უფლებებში ცოლის მიმართ შედის მისი მორჩ ილება ყველაფერში, რაც არ ეწინააღმდეგება ალლაჰის ბრძანებებს, ასევე ქმრის საიდუმლოების და ქონების შენახვაში. შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «მე რომ ვინმეზე ვინმეს მიმართ საჯდას გაკეტება მებრძანა, უეჭველი ქალს ვუბრძანებდი ქმრის მიმართ საჯდას გაკეთებას». ასევე მან თქვა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას): "როცა კაცი ცოლს საწოლში მოუხმობს, და ის უარს ეტყვის, ქმარი კი უკმაყოფილო დაიძინებს, ანგელოზები ქალს გათენებამდე სწყევლიან ".
ქმრის უფლებებში შედის ისიც, რომ ცოლი არ უნდა დაკავდეს ისეთით, რაც ხელს შეუშლის ქმარს სრულად ისიამოვნოს მასთან ურთიერთობით, თუნდაც ეს დამატებითი თაყვანისცემა იყოს, რადგან მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: "არ აქვს ქალს უფლება იმარხოს(ნებაყოფილობითი მარხვა), როცა ქმარი მასთანაა ქმრის ნებართვის გარეშე, და არავის მისცეს სახლში შემოსვლის უფლება ქმრის ნებართვის გარეშე".
შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ქმრის კმაყოფილება თავისი ცოლით, ქალისთვის სამოთხეში შესვლის მიზეზად დაადგინა, თირმიზი გადმოსცემს უმმ სალამას (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) ჰადისს: ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: "ქალი თუ ისე გარდაიცვლება, რომ მისი ქმარი კმაყოფილია მისით, ის შევა სამოთხეში".
*
მეექვსე უფლება: მმართველების და დაქვემდებარებულების უფლებები
მმართველებად (ხელისუფლების მქონე პირებად) იგულისხმებიან ყველა, ვინც ხელმძღვანელობს მუსლიმთა საქმეებს, იქნება ეს სახელმწიფოს მეთაური, უბრალო ხელმძღვანელი ან მმართველი. თითოეულ მათგანს აქვს გარკვეული უფლებები თავისი ქვეშევრდომების მიმართ, და ასევე ქვეშევრდომებსაც აქვთ გარკვეული უფლებები მმართველების მიმართ.
ქვეშევრდომების უფლებები მმართველების მიმართ ასეთია: მმართველებმა სათანადოდ უნდა იტვირთონ ის პასუხისმგებლობა, რომელიც ალლაჰმა მათზე დააკისრა, რაც გულისხმობს გულწრფელ დამოკიდებულებას ქვეშევრდომების მიმართ და მათ მართვას ისე, რომ გათვალისწინებული იყოს მათი ინტერესები როგორც ამქვეყნიურ, ისე მომავალ ცხოვრებაში. ეს მიიღწევა მორწმუნეთა გზის მიყოლით, რომელიც არის გზა, რომლითაც ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) დადიოდა. ამ გზის მიყოლაში მდგომარეობს ბედნიერება როგორც მმართველებისთვის, ასევე მათი ქვეშევრდომებისთვის. ამ გზით ქვეშევრდომები იქნებიან კმაყოფილი თაივიანთი მმართველებით, მათი ურთიერთობები იქნება მტკიცე, ქვეშევრდომები დაემორჩილებიან მათ ბრძანებებს, და მათი ურთიერთობები იქნება აღსანიშნავი პატიოსნება და ნდობის გამართლება. ვისაც ალლაჰის ეშინია, მას ხალხისაც ეშინია, ხოლო ვინც ალლაჰის დაკმაყოფილებას ცდილობს, ალლაჰი გაათავისუფლებს მას ადამიანებთან დაკავშირებული პრობლემებისგან და შთააგონებს მათ, რომ კმაყოფილნი იყვნენ მისით, რადგან გულები აალაჰის ხელშია და ის მიმართავს მათ, როგორც სურს.
რაც შეეხება მმართველების უფლებებს თავიანთი ქვეშევრდომების მიმართ, ეს გულისხმობს გულწრფელობას მათთან, შეგონებას, თუ ისინი დაუდევრობაში ჩავარდებიან, ალლაჰისადმი ვედრებას მათი გამოსწორებისთვის, თუ ისინი ჭეშმარიტი გზიდან გადაუხვევენ, და მათი ბრძანებების შესრულებას, იმ შემთხვევაში, თუ ეს ბრძანებები არ შეიცავს ალლაჰისადმი ურჩობას. რადგან ამას მოჰყვება სიძლიერე და წესრიგის შენარჩუნება, მათ სიურჩეს და დაუმორჩილებლობას კი ქაოსი და არეულობა. ამიტომ ალლაჰმა ბრძანა მისი მორჩილება, შუამავალის მორჩილება და მმართველთა მორჩილება. უზენაესი ამბობს: «ჰეი, თქვენ რომელთაც ირწმუნეთ, დაემორჩილეთ ალლაჰს, დაემორჩილეთ შუამავალს და თქვენგან მყოფ მართველებს». [ან-ნისა: 59] მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: "მუსლიმი ვალდებულია დაუჯეროს და შეასრულოს ის, რაც მას მოსწონს ან არ მოსწონს, თუ ეს არ ეწინააღმდეგება ალლაჰის ბრძანებებს. ხოლო თუ მას უბრძანებენ ალლაჰის ურჩობას, მაშინ არც დაჯერება და არც დამორჩილება არ უნდა იყოს". [ალ-ბუხარი; მუსლიმი].
აბდულლა იბნ ამრი გადმოსცემს (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი): "ალლაჰის შუამავალთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ერთად მივემგზავრებოდით და გავჩერდით ერთ ადგილას, ალლაჰის შუამავლის მხმობელმა დაიძახა და თქვა:"კოლექტიური ლოცვა " და ჩვენ შევიკრიბეთ ალლაჰის შუამავალთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) და მან თქვა: «ჭეშმარიტად, ყოველი წინასწარმეტყველი ჩემს წინ ვალდებული იყო ეჩვენებინა ხალხისთვის საუკეთესო მათთვის თავისი ცოდნის მიხედვით და გაეფრთხილებინა ისინი ყველაზე უარესისგან თავისი ცოდნის მიხედვით. თქვენი თემის პირველ თაობებს მიენიჭათ კეთილდღეობა, ხოლო ბოლო თაობებს შეხვდებათ გამოცდები და მოვლენები, რომლებიც თქვენს უკმაყოფილებას გამოიწვევს. ცდუნებები მოხდება ისე, რომ ყოველი მომდევნო უფრო მძიმე და საშიში იქნება წინაზე. მოვა ცდუნება, და მორწმუნე იტყვის: 'ეს მე დამღუპავს!' [მაგრამ შემდეგ ის დასრულდება]. შემდეგ მოვა სხვა ცდუნება, და ის იტყვის: 'აი, ეს დ ამღუპავს!' თუ ვინმეს სურს, რომ შორს იყოს ჯოჯოხეთისსგან და შევიდეს სამოთხეში, დაე, სიკვდილმა მოასწროს მას ალლაჰის და უკანასკნელი დღის რწმენით. ასევე, დაე, მოექცეს ხალხს ისე, როგორც სურს, რომ მას მოექცნენ. და ვინც ერთგულების ფიცს მისცემს მმართველს, მიანიჭებს მას თავის ხელს და გულის ნაყოფს, დაე, დაემორჩილოს მას შეძლებისდაგვარად. ხოლო თუ მოვა სხვა და ეცდება მისგან ძალაუფლების წართმევას, მოჭერით თავი იმ სხვას». გადმოსცემს მუსლიმი მოციქულს (ალლაჰი ლოცვა და მშვიდობა მას) ჰკითხა ერთმა კაცმა: ო, ალლაჰის შუამავალო, თუ ჩვენ გვეყოლება ისეთი მმართველები, რომლებიც ითხოვენ მათ უფლებებს ჩვენგან, და არ გვაძლევენ ჩვენს უფლებებს, რას გვიბრძანებ ასეთ დროს? (შუამავალმა) ზურგი აქცია მას, შემდეგ კითხა მეორედ იგივე, და შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «მოუსმინეთ და იყავით მორჩილნი, ისინი პასუხისმგებელნი არიან იმაზე, რაც იტვირთეს, და თქვენ პასუხისმგებელნი ხართ იმაზე, რაც იტვირთეთ».
მმართველების უფლებებში შედის მათი დაქვემდებარებულების დახმარება იმ ამოცანებში, რომლებიც მათზეა დაკისრებული. ეს ნიშნავს, რომ თითოეულმა ადამიანმა უნდა იცოდეს თავისი როლი და პასუხისმგებლობა საზოგადოებაში, რათა ყველაფერი სწორად წარიმართოს. რადგან, თუ დაქვემდებარებულები არ დაეხმარებიან მმართველებს მათი მოვალეობების შესრულებაში, ისინი ვერ შეძლებენ სრულფასოვნად გაართვან თავი მათზე დაკისრებული მოვალეობის შესრულებას.
*
მერვე უფლება: მეზობლების უფლება
მეზობელი - ეს არის შენ სახლთან ახლოს მცხოვრები, და მას შენზე დიდი უფლებები გააჩნია. თუ ის შენი ნათესავია და თან მუსლიმი, მას სამმაგი უფლებები გააჩნია: მეზობლის უფლება, ნათესავის უფლება და მუსლიმის უფლება. თუ ის მუსლიმია, მაგრამ არ გააჩნია შენთან ნათესაური კავშირი ამ შემთხვევაში მას ორმაგი უფლება აქვს: მეზობლის უფლება და მუსლიმის უფლება. და ასევე, თუ ის იქნება შენი ნათესავი და არ არის მუსლიმი, მას გააჩნია ასევე ორმაგი უფლება: მეზობლის უფლება და ნათესავის უფლება. თუ ის არ არის არც შენი ნათესავი და არც მუსლიმია, მაშინ მას მხოლოდ ერთი უფლება აქვს: მეზობლის უფლება.
უზენაესი ალლაჰი ამბობს: «და კეთილად მოეპყარით მშობლებს, ნათესავებს, ობლებს, უპოვრებს, ნათესავ მეზობლებს და არანათესავ მეზობლებს». [ან-ნისა: 36] მოციქულმა (ღმერთის ლოცავ და მშვიდობა მას) თქვა: «ჯიბრილი ისე ხშირად მაძლევდა რჩევებს მეზობლის შესახებ, რომ ერთ მომენტში ვიფიქრე, რომ ის მას(მეზობელს) მემკვიდრედ გახდიდა». ჰადისი გადმოსცა ალ-ბუხარიმ და მუსლიმმა.
ადამიანის უფლებებში მეზობლის მიმართ ასევე შედის ის, რომ მან უნდა გაუკეთოს სიკეთე მეზობელს თავისი შესაძლებლობების მიხედვით, იქნება ეს ქონებრივი დახმარება, სოციალური მდგომარეობით მხარდაჭერა თუ სხვა რაიმე სარგებელი. ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «საუკეთესო მეზობელი ის იქნება ალლაჰისთვის, ვინც საუკეთესოა მისი მეზობლისთვის». ასევე თქვა: «ვისაც სწამს ალლაჰის და უკანასკნელი დღის საკუთარ მეზობელს კარგად მოექცეს». ასევე თქვა: «თუ მოამზადებ წვნიანს მას წყალი ზედმეტი დაასხი და შენს მეზობლებს გაუნაწილე».
მეზობელზე სიკეთის გამოჩენაში შედის მათზე საჩუქრების ჩუქება სხვადასხვა მიზეზით, რამეთუ საჩუქარი სიყვარულს აღვივებს და აქრობს მტრობას.
მეზობლის უფლებებში შედის ასევე მისი დაცვა იმ სიტყვებისა და ქმედებებისგან, რომლებიც მას დისკომფორტს შეუქმნის. ალლაჰის შუამავლამა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ვფიცავ ალლაჰს, არ სწამს, ვფიცავ ალლაჰს არ სწამს, ვფიცავ ალლაჰს არ სწამს», შეეკითხე: ვის ო, ალლაჰის შუამავალო? თქვა: «მას ვისი ზარალიდანაც თავს დაზღვეულად არ გრძნობს მისი მეზობელი». სხვა გადმოცემაში: «ვერ შევა სამოთხეში ის, ვისი ზარალიდანაც თავს დაზღვეულად არ გრძნობს მისი მეზობელი». ზარალი: ბოროტება, ვისი ბოროტებისგან მეზობელი თავს დაცულად არ გრძნობს, ის მორწმუნე არ არის და სამოთხეში ვერ შევა.
დღესდღეისობით ძალიან ბევრი ხალხი არ აქცევს მეზობლის უფლებას ყურადღებას, მათი მეზობლები თავს დაცულად არ გრძნობენ მათი ბოროტებისგან, და სულ არის მათ შორის უთანხმოება, განხეთქილება, მტრობა უფლებებზე, სიტყვიერი თუ ქმედითი შევიწროებები. ეს ყველაფერი კი ეწინააღმდეგება იმას, რაც ბრძანა ალლაჰმა და მისმა შუამავალმა, რაც გამოიწვევს მუსლიმთა დაყოფას და მათი გულების დაშორებას და ერთმანეთის უფლებების გათელვას.
*
მეცხრე უფლება: მუსლიმთა უფლებები ზოგადად
ეს უფლებები ძალიან ბევრია. მათ შორის არის, რაც მოვიდა მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) სანდო ჰადისში, რომელმაც თქვა: «მუსლიმის უფლება მუსლიმზე ექვსია: თუ შეხვდები მიესალმე მას, თუ დაგპატიჟებს მიდი მასთან, თუ რჩევას გთხოვს ურჩიე მას, თუ დააცემინა და ალლაჰი განადიდა წყალობა უსურვე მას, თუ ავად გახდა მოინახულე, თუ გარდაიცვლება დაესწარი მის დასაფლავებას». ამ ჰადისში არის მოცემული რამოდენიმე უფლება მუსლიმთა შორის.
პირველი უფლება: მისალმება. ეს არის მტკიცე სუნნა, რომელიც მორწმუნეთა დაახლოებას და სიყვარულის მიზეზთაგანია. და ეს ნათელია და ამას ადასტურებს შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) სიტყვები: «ვფიცავ ალლაჰს, ვერ შეხვალთ სამოთხეში მანამ, სანამ არ ირწმუნებთ, და ვერ ირწმუნებთ მანამ, სანამ ერთმანეთს არ შეიყვარებთ, გინდათ გასწავლოთ ისეთი რამ თუ მას გააკეთებთ ერთმანეთს შეიყვარებთ? გაავრცელეთ სალამი თქვენ შორის».
ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) პირველი ესალმებოდა მას ვინც შეხვდებოდა, და ასევე ესალმებოდა ბავშვებს თუ მათთან ჩაივლიდა.
სუნნა არის, რომ უმცროსი უფროსს ესალმება, ცოტანი - ბევრს, ტრანსპორტში მყოფი - ქვეითს, მაგრამ თუ სუნნას არ შეასრულებს ის, ვინც უპირატესია, მაშინ მეორემ შეასრულს, რადგან არ დაიკარგოს მისალმება, და თუ უმცროსი პირველი არ მიესალმება, მაშინ მიესალმოს უფროსი, თუ ცოტანი არ მიესალმებიან, მაშინ მიესალმოს ბევრნი, რათა მადლი მოიპოვონ.
ამმარ იბნ იასირმა (ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი) თქვა: «ვისაც აქვს სამი თვისება, მას აქვს სრულყოფილი რწმენა: ეს არის, როცა შენ საშუალებას აძლევ სხვებს სამართლიანად მოითხოვონ შენგან ის, რაც ეკუთვნით; მისალმება გარშემომყოფებთან; და ხარჯვა(კარგ საქმეში ) [თუნდაც მაშინ, როცა] თავად ხარ ღარიბი».
სალამის დაწყება თუ სუნნაა, ხოლო პასუხის დაბრუნება - საერთო ვალდებულება (ფარდ ქიფაია), თუ რომელიმე ერთი დააბრუნებს პასუხს დანარჩენებისთვისაც საკმარისი იქნება. თუ ჯგუფს მიესალმება და მათგან ერთერთი პასუხს დაუბრუნებს ეს ყველასთვის საკმარისი იქნება. უზენაესი ალლაჰი ამბობს: «თუ მოგესალმებიან სალამით მიესალმეთ მასზე უკეთესით ან დაუბრუნეთ იგივე». [ან-ნისა: 86] სალამის დაბრუნების დროს საკმარისად არ ჩაითვლება მხოლოს სიტყვა "მობრძანით" თქმა, რადგან ეს არ არის ისლამური მისალმების ტოლფასი ან მასზე უკეთესი. თუ მისალმება იქნება სიტყვებით "ასსალმუ 'ალაიქუმ" (მშვიდობა თქვენ), პასუხად უბრუნდება "ვა 'ალაიქუმუ-სსალაამ" (ასევე თქვენზე იყოს მშვიდობა). და თუ იქნება "მობრძანდი", პასუხი იქნება "ბრძანდებოდეთ", ანუ რაიმე მსგავსით, და თუ რაიმეს დაამატებს მისალმებას ეს უკეთესია.
მეორე უფლება: "თუ დაგპატიჟებს, მიიღე მიპატიჟება", ანუ: თუ ის საკუთარ სახლში დაგპატიჟებს სავახშმოდ ან სხვა რაიმეზე, მიიღე მისი მიპატიჟება. მოპატიჟებაზე პასუხის გაცემა მტკიცე სუნნა, რაშიც მომპატიჟებელის გულის მოგების, სიყვარულის და სიახლოვის დამსახურების მიზეზია.
გამონაკლისია: ქორწილი, რადგან ქორწილში მოპატიჟებაზე წასვლა სავალდებულოა კონკრეტული პირობების დაცვით: როგორც თქვა მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას): «ვინც არ უპასუხა (მიწვევას), ის ეურჩა ალლაჰს და მის შუამავალს».
შესაძლებელია სიტყვები: "თუ დაგპატიჟებს, მიიღე მიპატიჟება", ასევე მოიცავდეს დასახმარებლად და გვერდში დგომისთვის მოწოდებაზე პასუხსაც, რამეთუ უეჭველად შენ ხარ ვალდებული უპასუხო მას, თუ ის დაგიძახებს დაეხმარო მას რაიმეს წაღებაში ან მიწოდებაში ან მსგავს რამეში, შენ ხარ ვალდებული მას დაეხმარო. შუამავალის ( ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) სიტყვებზე დაყრდნობით «მორწმუნე მორწმუნისთვის(აგურის) ნაგებობის მსგავსია, ისინი ერთმანეთს აძლიერებენ».
მესამე უფლება: "თუ რჩევას გთხოვს ურჩიე მას", ანუ: თუ მოვა შენთან და გთხოვს რაიმე ურჩიო მას, ურჩიე მას რადგან ეს რელიგიდანაა, როგორც თქვა შუამავალმა: ( ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას), რელიგია -რჩევადარიგების გამოხატვაა: ალლაჰისთვის, მისი წიგნისთვის, მისი შუამავლისთვის, მუსლიმათა წინამძღოლებისთვის, და ზოგადად მუსლიმებისთვის».
მაგრამ თუ არ მოვიდა შენთან რჩევა-დარიგების საკითხავად. და გადაწყვიტა ისეთი საქმის გაკეთება, რაც მას ზიანს მიაყენებს ან ცოდვაში ჩააგდებს, ვალდებული ხარ მისცე მას რჩევა, რომც არ მოვიდეს შენთან რჩევის საკითხავად. რადგან ეს არის საფრთხის და ზარალის მოშორება მუსლიმებისგან, ხოლო თუ არც ზიანი ადგება მას და არც ცოდვის ჩადენას აპირებს, მაგრამ ფიქრობ რომ სხვა საქმე უკეთესი იქნება მისთვის ამ შემთხვევაში ვალდებული არ ხარ მას რაიმე უთხრა, გარდა იმ შემთხვევაში თუ ის შენგან რჩევას ითხოვს.
მეოთხე უფლება: "თუ დააცემინა და ალლაჰი განადიდა წყალობა უსურვე მას", ანუ უთხარი მას სიტყვები: "ალლაჰმა შეგიწყალოს",(იარჰამუქა-ლლაჰ), ეს იქნება მისთვის მადლობის გადახდა რადგან მან განადიდა თავისი ღმერთი დაცემინების დროს. მაგრამ თუ დააცემინა და არ განადიდა ალლაჰი, ამ შემთხვევაში ის არ იმსახურებს, რომ წყალობა უსურვო მას. როცა ის არ განადიდებს ალლაჰს - მისი საფასურიც იგივეა, რომ მას წყალობას არ უსურვებენ.
ვინც დააცემინა და განადიდა ალლაჰი მასზე წყალობის სურვილი სავალდებულოა. ასევე ვალდებულია პასუხად დაუბრუნოს სიტყვები: "ალლაჰმა გატაროთ სწორი გზით და გამოასწოროს თქვენი საქმეები", (იაჰდიქუმუ-ლლაჰუ-ვა-იუსლიჰუ-ბაალაქუმ).
და თუ ის აგრძელებს დაცემინებას და მას წყალობა უსურვე უკვე სამჯერ, მეოთხედ უთხარი სიტყვები: "ალლაჰმა გამოგაჯანმრთელოს" ('ააფააქა-ლლაჰ), იმის ნაცვლად, რომ მას უთხრა "ალლაჰმა შეგიწყალოს".
მეხუთე უფლება: თუ მუსლიმი ავად გახდა, საჭიროა მისი მონახულება. ეს არის მუსლიმის უფლება თავისი რელიგიური ძმის მიმართ, და მუსლიმები ვალდებულნი არიან ეს უფლება შეასრულონ. თუ ავადმყოფს დამატებითი უფლებები აქვს შენზე, როგორც ნათესავს, მეგობარს ან მეზობელს, მისი მონახულება მით უფრო სავალდებულოა.
ავადმყოფის მონახულება უნდა მოხდეს მისი მდგომ არეობისა და ავადმყოფობის ხასიათის მიხედვით. ზოგჯერ სიტუაცია მოითხოვს უფრო ხშირად მისვლას , ხოლო ზოგჯერ — პირიქით, იშვიათად. შესაბამისად, აუცილებელია გაითვალისწინო ეს გარემოებები.
ავადმყოფის მონახულებისას სუნნა არის, რომ ჰკითხო მისი მდგომარეობის შესახებ, შეევედრო მისთვის, ითხოვო მისთვის მდგომარეობიდან გამოსვალა და შემსუბუქება, რამეთუ ეს არის ყველაზე დიდი მიზეზი ჯანმრთელობის და გამოკეთების. კარგი იქნება მას შევახსენოთ მომანიება კარგი ფორმით, მაგალითად შგვიძლია ვუთხრათ: სინამდვილეში შენ ამ ავადმყოფობაში ბევრ მადლს იმსახურებ, რადგან ალლაჰი ავადმყოფობით აუქმებს შეცდომებს, შლის ცუდ ქმედებებს, და იმედია შენც ამ ავადმყოფობით და იზოლაციით ბევრ მადლს დაიმსახურებ შენს მიერ გაკეთებული ვედრებით, მონანიებით, და ღმერთის ხსენებით.
მეექვსე უფლება: "თუ გარდაიცვლება დაესწარი მის დასაფლავებას", მის განსასვენებელ ლოცვაზე დასწრება მუსლიმის უფლებებიდანაა თავის ძმაზე, და მასში ძალიან დიდი მადლია. მოციქულისგან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მოვიდა შემდეგი სიტყვები: «ვინც მივა გასვენებაში, დარჩება იქ და ილოცავს ის მიიღებს ყირატის მადლს, ხოლო ვინც გაჰყვება მას სასაფლაოზე და დარჩება სანამ დასაფლავებული არ იქნება ის მიიღებს ორი ყირატის მადლს», მას ჰკითხეს რა არის ორი ყირატის მადლი? მან თქვა: «ორი დიდი მთის ტოლი მადლი».
მუსლიმის უფლებებში შედის სხვა მუსლიმისთვის ზიანის მიყენებისგან თავშეკავება, რადგან მუსლიმების შეწუხება და მათთი შეურაცხყოფა დიდი ცოდვაა. უზენაესი ალლაჰი ამბობს: «ისინი, რომლებიც აწუხებენ მორწმუნე კაცებს და მორწმუნე ქალებს, დაუმსახურებლად, თავისთავზე იღებენ ცილისწამებას და აშკარა ცოდვას». [ალ-აჰზაბ: 58]
ძირითად შემთხვევაში ვინც საკუთარ მორწმუნე ძმას ჩაგრავს და ავიწროვებს, ალლაჰი მას უხდის სამაგიეროს ამქვეყნად, სანამ იმქვეყნად დაბრუნდება. ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ერთმანეთი არ შეიძულოთ და ერთმანეთს ზურგი არ აქციოთ, იყავით ალლაჰის მსახურნი ძმები, მუსლიმი მუსლიმის ძმაა და მას უსამართლოდ არ მოექცევა, არ მიატოვებს(დახმარების გარეშე), არ დაამცირებს, ადამიანს ბოროტებად ისიც ეყოფა რომ მისი მუსლიმი ძმა დაამციროს, მუსლიმის ყველაფერი მუსლიმისთვის აკრძალულია; სისხლი, ქონება, და ნამუსი».
მუსლიმის უფლებები სხვა მუსლიმზე ბევრია, მაგრამ ამ ყველაფერის მნიშვნელობა შესაძლებელია გაერთიანდეს მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) სიტყვებში: «მუსლიმი მუსლიმის ძმაა». და როდესაც შეასრულებს ამ ძმობიდან გამომდინარეს, შეეცდება მის ძმას ყოველივე კარგი გაუკეთოს და თავი შორს დაიკავოს ყველა იმისგან, რაც მას აზარალებს.
*
მეათე უფლება: არამუსლიმთა უფლებები
არამუსლიმებში შედიან ყველა ურწმუნოები, ისინი იყოფიან ოთხ ჯგუფად: მებრძოლები, (მუსლიმთა წინააღმდეგ) მშვიდობის მაძიებელნი,(ლტოლვილები) დაზავებულნი, (ვისთანაც შეთანხმება დადეს მუსლიმებმა) მოქალაქეები,(ისლამურ ქვეყნებში მცხოვრებნი).
რაც შეეხება მებრძოლებს, მათ წინაშე არავითარი ვალდებულება არ გაგვაჩნია არც დაცვის და არც უსაფრთხოების მხრივ.
მაგრამ მშვიდობის მაძიებელთა (ლტოლვილთა) მიმართ გვაქვს ვალდებულება მათი უსაფრთხოების მხრივ კონკრეტულ დროს და კონკრეტულ ადგილას, რათა თავი იგრძნონ უსაფრთხოდ, როგორც თქვა უზენაესმა ალლაჰმა: «თუკი რომელიმე წარმართი თავშესაფარს გთხოვს, თავშესაფარი მიეცი, რათა მოისმინოს ალლაჰის სიტყვა, შემდეგ მიიყვანე უსაფრთხო ადგილამდე. ეს იმის გამო, რომ ისინი უცოდინარი ხალხია». [ათ-თავბა: 6]
დაზავებულებთან ჩვენ გვაქვს ვალდებულება დავიცვათ მათთან დადებული შეთანხმება იმ დრომდ, სადამდეც მოხდა შეთანხმება ჩვენსა და მათ შორის, სანამ ისინი იცავენ ჩვენთან დადებულ შეთანხმებას და არ არღვევენ არაფერს, არ დახმარებიან ჩვენს წიინაღმდეგ არავის, არ ესხმიან თავს ჩვენ რელიგიას; უზენაესი ალლაჰის სიტვებიდან გამომდინარე: «გარდა იმ წარმართთა, ვისთანაც შეთანხმება დაგიდიათ და შემდგომ თქვენს წინაშე არაფერი დაურღვევიათ, და თქვენს წინააღმდეგ არავის შეკვრიან. მაშ სრულიად შეუსრულეთ თავიანთი პირობა მათთვის დათქმულ ვადამდე. ჭეშმარიტად, ალლაჰს უყვარს ღვთისმოშიშნი». [ათ-თავბა: 4] და თქვა: «და თუ გატეხეს თავიანთი ფიცი დადების შემდეგ და გაამასხარეს თქვენი რწმენა, შეებრძოლეთ ურწმუნოთა მეთაურებს. მათთვის არ არსებობს ფიცი, ეგების შეეშვან».[ათ-თავბა: 12]
რაც შეეხება (არა მუსლიმ)მოქალაქეებს ისინი დანარჩენ სხვა(არამუსლიმ) კატეგორიებთან შედარებით უფრო ბევრი უფლებებით სარგებლობენ, როგორც მათი მხრიდან ასევე ჩვენი მხრიდან იმათ მიმართ. იმიტომ რომ ისინი ცხოვრობენ ისლამურ ქვეყნებში, მათი დაცვის და მფარველობის ქვეშ იმ გადასახადის სანაცვლოდ, რომელსაც ისინი იხდიან.
და ვალდებულია მუსლიმთა მმართველი მართოს მათ შორის ისლამური სამართლით მათი სიცოცხლის, ქონების და ნამუსის დაცვით და ისე აღასრულოს მათზე სასჯელი, როგორც სწამთ მათ აკრძალულობის, ვალდებულია დაიცვას ისინი და არ შეავიწროვოს.
აუცილებელია გამოირჩეოდნენ მუსლიმებისგან ჩაცმულობით. არ წარმოაჩინონ ისლამით აკრძალული რამ, ან ღიად წარმოაჩინონ მათი რელიგიური ატრიბუტები, როგორებიცაა ზარი და ჯვარი. თანამოქალაქე არამუსლიმების კანონებზე არსებობს ინფორმაცია სწავლულთა ნაშრომებში, მეტის გაგრძელება არ არის აქ საჭირო.
ქება-დიდება ალლაჰს სამყაროთა ღმერთს, ღმერთის ლოცვა და მშვიდობა ჩვენ შუამავალს მუჰამმადს, მის ოჯახს და მის მეგობრებს ყველას.
შეადგინა ღატაკმა უზენაესი ალლაჰის წინაშე
მუჰამმად საალიჰ ალ'უსაიმინი
*
Related books
All books
نبذة في العقيدة الإسلامية (شرح أصول الإيمان)76 languagesنبذة في العقيدة الإسلامية (شرح أصول الإيمان)
رسالة لطيفة تتناول أصول العقيدة الإسلامية بأسلوب مبسط وميسر. تبدأ بمقدمة حول أهمية علم التوحيد، كونه أشرف العلوم وأجلّها، ثم تتناول مفهوم الدين الإسلامي وأركانه الخمسة: الشهادتان، والصلاة، والزكاة، والصوم، والحج. كما يشرح الإيمان بالله، وملائكته، وكتبه، ورسله، واليوم الآخر، ويؤكد على أهمية التوحيد في بناء دين المسلم بشكل سليم. الكتاب يهدف إلى تعزيز الفهم الصحيح للعقيدة الإسلامية وتطبيقها في حياة المسلم اليومية.
მოკლე წერილი ათეისტს61 languagesმოკლე წერილი ათეისტს
მოკლე წერილი ათეისტს, გონების გამოძახილი მიუთითებს, რომ სამყაროს სიზუსტე და სისტემა გამორიცხავს შემთხვევითობის თეორიას და ადასტურებს ერთადერთ გამჩენზე, ბრძენზე, ნუთუ ლოგიკურია, რომ ეს ყველაფერი წარმოქმნილიყო არარსებობიდან? მაშ, გახსენი გული დაფიქრდი და იაზროვნე, რათა მოძებნო ჭეშმარიტება, და იპოვი შუქს, რომელიც წაგიყვანს ჭეშმარიტი გზისკენ.
მოციქული მუჰამმადის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ლოცვის აღწერა82 languagesმოციქული მუჰამმადის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ლოცვის აღწერა
წიგნში მოციქული მუჰამმადის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ლოცვის ფორმა, ძვირფასი სწავლული შეიხი აბდულ-აზიზ იბნ ბაზ (ალლაჰმა შეიწყალოს ის) შეაჯამებს წინასწარმეტყველ მუჰამმადის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ლოცვის აღწერას მარტივი სტილითა და ზუსტი მეთოდოლოგიით, სანდო ტექსტებსა და ჰადისებზე დაყრდნობით, რათა ის იყოს გზამკვლევი მუსლიმისთვის ლოცვაში, წიგნში განმარტებულია ლოცვის საფუძვლები (ფუნდამენტური ნაწილები), სუნნათები და მისი ფორმა აბდესის დაწყებიდან მისალმებამდე, იგი აერთიანებს მტკიცებულებებს და მკაფიო განმარტებებს, და მოუწოდებს მორწმუნეს, რომ მოციქულ მუჰამმადს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა…
ისლამი89 languagesისლამი
სახელითა ალლაჰისა მოწყალისა, შემწყალებლისა შეეკითხე შენს თავს: ვინ შექმნა ცები, მიწა და რაც მათ შორისაა უდიდესი ქმნილებათაგან? ვინ შექმნა ეს ზუსტი და დახვეწილი სისტემა, რაც მათშია?