خالد بن الوليد بن المغيرة المخزومي
الإسم
ხაალიდ იბნ ვაალიდ იბნ ალ-მუღირა ალ-მახზუუმიი
اسم الشهرة
ხაალიდ იბნულ ვალიიდ (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი)
نبذة مختصرة
ხაალიდ იბნ ვალიიდ იბნ ალ-მუღიარა იბნ აბდულლაა იბნ უმარ იბნ მახზუუმ ალ-ყურაში ალ-მახზუამი საიფულლაჰ (ალლაჰის ხმალი), აბუ სულაიმან. ძვირფასი საჰაბა, ყურეიშთა ერთ-ერთი დიდებული წარმომადგენელი უმეცრების პერიოდში. ყურაიშ ურწმუნოებთან ერთად მიიღო ბევრ ბრძოლაში მონაწილეობა ჰუდაიბიას ზავის პერიოდამდე. შემდეგ მიიღო ისლამი ჰიჯრით მეშვიდე წელს ხაიბარის ბრძოლის შემდეგ, ასევე ითქვა მანამდეც, მან ალლაჰის შუამავალთან (ალლაჰის ლოცვა და შვიდობა მას) მექქას აღებაში მიიღო მონაწილეობა, სადაც თავი გამოიჩინა სიმამაცით, შემდეგ მონაწილეობა მიიღო ჰუნაინის და ტაიფის ბრძოლებში. შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ის კერპი 'უზზას დასანგრევად გაგზავნა და მანაც დაშალა ის, შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მასთან დაკავშირებით თქვა: «რა კარგია ალლაჰის მსახური და ძმა საგვარეულოდან ხაალიდ იბნ ვალიიდ, ხმალი ალლაჰის ხმალთაგან, რომელიც აღმართა ალლაჰმა ურწმუნოების წინააღმდეგ». გარდაიცვალა ჰიჯრით 21 წელს.