Skip to content

الرميصاء أو الغميصاء بنت ملحان الأنصارية

الإسم

არ-რუმაისა ან ალ-ღუმაისა ბინთ მილჰაან ალ-ანსარია

اسم الشهرة

უმმ სულეიმ (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი)

نبذة مختصرة

უმმ სულეიმ ბინთ მილჰაან იბნ ხაალიდ იბნ ზაიდ ალ-ანსარი. ანასის დედა და უმმ ჰარაამის და. ძვირფასი საჰაბა ქალი, მას აქვს გადმოცემული ჰადისები, მისი ზედმეტსახელია ალ-ღუმაისა, ასევე ითქვა: არ-რუმაისა, ხოლო მისი სახელია საჰლა, ითქვა: რამლა, ასევე: რუმაისა, ასევე: უნაიფა, ასევე: მულაიქა. ანასისგან არის გადმოცემული, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «სამოთხეში შევედი და იქ რაღაც ხმა შემომესმა, მე ვიკითხე: ეს ვინ არის? მითხრეს: ეს არის ალ-ღუმაისა ბინთ მილჰაან ანას ბინ მალიქის დედა». შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მედინაში მხოლოდ უმმ სულაიმის სახლში და მისი ცოლების სახლებში შედიოდა, როდესაც მას ამის შესახებ ჰკითხეს მან თქვა: «მე მას ვუთანაგრძნობ მისი ძმა ჩემთან ერთად იქნა მოკლული». ის უმეცრების პერიოდში მალიქ იბნ ან-ნადრის მეუღლე იყო. მისგან ანასი შეეძინა, როდესაც ალლაჰმა ის ისლამით დააჯილდოვა და მან ისლამი მიიღო მის საგვარეულოსთან ერთად. მან თავის ქმარს შესთავაზა ისლამის მიღება, ის კი გაბრაზდა მასზე წავიდა შამში და იქ დაიღუპა. ის გარდაიცვალა დაახლოებით ჰიჯრისთ 30 წელს.

المراجع

მეტი... (1)
საჰიჰ ალ-ბუხარი (5/ 10 ح3679، 4/ 27 ح2844)، صحيح مسلم (4/ 1908 ح2456، 4/ 1908 ح2455)، الطبقات الكبرى (8/ 312)، فضائل الصحابة للنسائي (ص: 85)، معجم الصحابة للبغوي (1/ 43)، الجرح والتعديل لابن أبي حاتم (9/ 462)، الثقات لابن حبان (3/ 132)، معرفة الصحابة لأبي نعيم (6/ 3504)، الإعلام بفوائد عمدة الأحكام (2/ 60)، تهذيب التهذيب (12/ 471)، مغاني الأخيار في شرح أسامي رجال معاني الآثار (3/ 566)، نزهة الألباب في الألقاب (1/ 329)، الأعلام للزركلي (3/33).