Skip to content

აჩუქეთ ერთმანეთს საჩუქრები და შეგიყვარდებათ ერთმანეთი

გადმოცემულია აბუ ჰურაირასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:

«აჩუქეთ ერთმანეთს საჩუქრები და შეგიყვარდებათ ერთმანეთი».

«تَهَادَوا تَحَابُّوا».

გადმოსცა ალ-ბუხარიმ "ალ-ადაბ ალ-მუფრად-ში", აბუ ია'ლამ და ალ-ბაიჰაყიმ
კარგი (ჰასან)
განმარტება

ალლაჰის მოციქულმა მუჰამმადმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) წაახალისა რომ მუსლიმმა თავის მუსლიმ ძმასთან გაცვალოს საჩუქრები, რადგან საჩუქრები, ერთმანეთის მიმართ გულების გათბობის და სიყვარულის ერთ-ერთი მიზეზია.

ჰადისის სარგებლობიდან

მოსაწონი საქციელია საჩუქრების ჩუქება; რადგან მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ასე ბრძანა.

საჩუქარი სიყვარულის მიზეზია.

სასურველია ადამიანი აკეთებდეს ყველაფერს, რაც მისსა და სხვა ადამიანებს შორის სიყვარულს გამოიწვევს, სულერთია ეს იქნება საჩუქრების ჩუქება, რბილი მოქცევა, სასიამოვნო სიტყვა თუ მომღიმარი სახე, შესაძლებლობის მიხედვით.

წყაროები

ალ-ბაიჰაყის ას-სუნან ალ-ქუბრა (6/ 169).

მეტი... (5)

الأدب المفرد للبخاري (ص:208) (594).

مسند أبي يعلى الموصلي (11/ 9) (6148).

فتح ذي الجلال والإكرام بشرح بلوغ المرام (4/ 319).

فيض القدير (3/ 271).

التيسير بشرح الجامع الصغير (1/ 457).