Skip to content
841 Hadiths

Encyclopedia of Prophetic Hadiths

Filter results

4 of 841 cards

Clear filters
"ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) როდესაც აცემინებდა, ხელს ან ტანსაცმელს პირზე იფარებდა და ამით ხმის ტონს ახშობდა ან ადაბლებდა".
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა აბუ დაუდმა, ალ-თირმიზიმ და აჰმადმა
«მუსლიმის უფლება მუსლიმზე ექვსია», მას ჰკითხეს: რომლებია ისინი, ალლაჰის შუამავალო? მან თქვა: «თუ შეხვდები, მიესალმე მას, თუ დაგპატიჟებს მიდი მასთან, თუ რჩევას გთხოვს ურჩიე მას, თუ დააცემინა და ალლაჰი განადიდა წყალობა უსურვე მას, თუ ავად გახდა მოინახულე, თუ გარდაიცვლება დაესწარი მის გასვენებას».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
«როდესაც დაამთქნარებს რომელიმე თქვენგანი, პირზე მიიფაროს ხელი, რადგანაც ამ დროს ეშმაკი შედის მასში».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
«მუსლიმის უფლება მუსლიმზე ხუთია: სალამზე პასუხის გაცემა, ავადმყოფის მონახულება, დაკრძალვის პროცესიის გაყოლა, მიწვევის მიღება და დაცემინებულზე სიკეთის სურვილი (ალლაჰმა შეგიწყალოს)»
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული