Skip to content

العباس بن عبد المطلب بن هاشم

الإسم

აბბაას იბნ აბდულ-მუტალლიბ იბნ ჰააშიმ

اسم الشهرة

აბულ-ფადლ აბბას იბნ აბდულ-მუტალლიბ (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი)

نبذة مختصرة

აბულ-ფადლ აბბას იბნ აბდულ-მუტალლიბ იბნ ჰააშიმ იბნ აბდულმანააფ ალ-ყურაში ალ-ჰააშიმი. ძვირფასი საჰაბა, შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და შვიდობა მას) ბიძა. ის შუამავალზე (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ორი წლით ადრე დაიბადა. უმეცრების პერიოდში ქააბის სტუმრებზე(პილიგრიმებზე) მზრუნველობა იყო მისი მოვალეობა. ესწრებოდა 'აყაბას ხელშეკრულებას ანსარებთან ერთად, სანამ ისლამს მიიღებდა. მან ბადრის ბრძოლაში წარმართების მხრიდან იძულებით მიიღო მონაწილეობა, ჩავარდა ტყვედ და გამოისყიდა საკუთარი თავი და მისი ძმიშვილი უყაილ იბნ აბი ტაალიბი და დაბრუნდა მექააში. მასთან დაკავშირებით ამბობენ, რომ ისლამი მიიღო, მაგრამ მალავდა მას და დაიწყო შუამავალისთვის(ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) წერილების გზავნა, სადაც ატყობინებდა მექქაში განვითარებულ მოვლენებს, შემდეგ თვითონაც გადასახლდა მექქას აღებამდე ცოტა ხნით ადრე. ასევე, მონაწილეობა მიიღო მექქას აღებაში და ჰუნაინის ბრძოლაში. შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ვინც აბბასი შეაწუხა, მან მე შემაწუხა, ჭეშმარიტად კაცისთვის ბიძა მისი მამის მსგავსია». გარდაიცვალა ჰიჯრით 32 წელს.

المراجع

მეტი... (1)
الطبقات الكبرى (4/ 3) الكنى والأسماء للإمام مسلم (2/ 673) تاريخ دمشق لابن عساكر (26/ 273) الأعلام للزركلي (3/262) الإصابة في تمييز الصحابة (3/511).