Skip to content

جندب بن جنادة بن سفيان بن عبيد الغفاري

الإسم

ჯუნდუბ იბნ ჯუნადა იბნ სუფიან იბნ უბაიდ ალ-ღიფაარი

اسم الشهرة

აბუ ზარ ალ-ღიფაარი (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი)

نبذة مختصرة

აბუ ზარ ალ-ღიფაარი ჯუნდუბ იბნ ჯუნაადა. ამ სახელით არის ცნობილი ძვირფასი საჰაბა, ის იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც ისლამი მიიღო, ითქვა რომ: ის იყო მეოთხე, ასევე ითქვა: ის იყო მეხუთე. მან პირველმა მიესალმა შუამავალს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ისლამური მისალმებით. ის შუამავალთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მექქაში ყოფნის დროს მივიდა, მოისმინა მისი სიტყვა და მიიღო ისლამი. მას შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) უთხრა: «დაბრუნდი შენს ხალხთან და აცნობე მათ (ისლამის შესახებ) და დაელოდე, სანამ ჩემი ბრძანება არ მოგივა». მან თქვა: "ვფიცავ მას, ვის ხელშიც არის ჩემი სული, მე მათ შორის ხმამაღლა ვიყვირებ ამის შესახებ". შემდეგ ის წავიდა, მივიდა მეჩეთში და მაღალი ხმით დაიძახა: "ვამოწმებ, რომ არ არსებობს ღვთაება, გარდა ალლაჰისა და ვამოწმებ, რომ მუჰამმადი მისი მსახური და შუამავალია". მისი ხალხი მას აუჯანყდა და სცემეს მანამდე, სანამ მიწაზე არ დააგდეს. შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ყოველთვის პირველი ესალმებოდა აბუ ზარს და თუ ვერ დაინახავდა ეძებდა მას. გარდაიცვალა ჰიჯრით 32 წელს.

المراجع

მეტი... (1)
الطبقات الكبرى (4/ 165)، الكنى والأسماء للإمام مسلم (1/ 308)، مشاهير علماء الأمصار (ص: 31)، معرفة الصحابة لأبي نعيم (2/ 557)، الاستيعاب في معرفة الأصحاب (4/ 1652)، أسد الغابة (1/ 343)، تقريب التهذيب (ترجمة 8087)، الأعلام للزركلي (2/140).