أويس بن عامر بن جزء بن مالك القرني
الإسم
უვაის იბნ 'ამირ იბნ ჯუზ იბნ მაალიქ ალ-ყარანი
اسم الشهرة
უვაის ალ-ყარანი
نبذة مختصرة
აბუ 'ამრ უვაის იბნ 'ამირ იბნ ჯუზ იბნ მაალიქ ალ-ყარანი. ძვირფასი საჰაბა, უფროსი თააბინთაგანი, ასკეტური წესით ღვთისმსახური დიდებლთაგან ერთ-ერთი, წარმოშობით იემენელი, ის შუმავლის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ცხოვრებას მოესწრო, მაგრამ არ უნახია. ის ჩამოვიდა მედინაში უმარ იბნ ალ-ხატტაბის მართველობის პერიოდში, შემდეგ კი ქუფაში დასახლდა. დადასტურებულია, რომ ის თაბიინთაგან ერთ-ერთი საუკეთესოა, როგორც არის გადმოცემული ასიირ იბნ ჯაბირისგან, რომელმაც თქვა: "როდესაც უმარ იბნ ალ-ხატტაბის დროს იემენიდან დამხმარე ჯგუფები ჩამოდიოდა, ანუ მეომარი ჯგუფები, რომლებიც ისლამური არმიის დასახმარებლად ჩამოდიოდენ ბრძოლების დროს, მათ ეკითხებოდა: თქვენს შორის არის უვეის იბნ 'აამირი? და ასე აგრძელებდა, სანამ ერთ დღესაც უვეისი არ ჩამოვიდა, და ჰკითხა: შენ ხარ უვეის იბნ 'ამირი? უთხრა: დიახ. ჰკითხა: მურადიდან, შემდეგ ყარნიდან? (იემენური გვარის და მათი საცხოვრებელი ადგილის სახელწოდებები) თქვა: დიახ. ჰკითხა: შენ გქონდა კანის კეთროვანი დაავადება შემდეგ განიკურნე მისგან და მხოლოდ ერთი დირჰემის ტოლა ადგილზე გაქვს დარჩენილი? უპასუხა: დიახ. ჰკითხა: დედა გყავს? უპასუხა: დიახ. უმარმა თქვა: გავიგონე შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ამბობდა: «თქვენთან ჩამოვა უვაის იბნ ა'ამირ, იემენელი დამხმარე რაზმებთან ერთად, მურადიდან შემდეგ ყარნიდან, მას ჰქონდა კანის დაავადება და განიკურნა მისგან, გარდა ერთი დირჰემის ტოლა ადგილისია. მას ჰყავს დედა, რომელზეც ის ზრუნავს. თუ ის ალლაჰს რაიმეს სთხოვს, ალლაჰი მას აუცილებლად უპასუხებს, და თუ შეძელი, რომ მან შენთვის პატიება სთხოვოს ალლაჰს, მაშ, შეეცადე ამის გაკეთებას». უმარმა მას უთხრა: "სთხოვე ალლაჰს ჩემთვის მიტევება", და სთხოვა მისთვის მიტევება, შემდეგ ჰკითხა(უმარმა): სად გინდა წასვლა? თქვა: ქუფაში (ქალაქი ერაყის ტერიტორიაზე). ჰკითხა: "გინდა გამოგიყო მსახური, რომელიც იქ ჩასვლამდე მოგემსახურება?" მან უპასუხა: მირჩევნია რიგით ხალხთა რიგებში ვიყო. ასირი ამბობს: მომდევნო წელს ქუფელი დიდგვაროვნებიდან ერთ-ერთმა დიდგვაროვანმა ჰაჯობა შეასრულა, და შემთხვევით უმარს წააწყდა, უმარმა მას უვაისის შესახებ შეეკითხა, მან კი უპასუხა: მე ის თავის ძველ სახლში დავტოვე, მცირე ქონებით. უმარმა მას უთხრა: გავიგონე შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ამბობდა: «თქვენთან ჩამოვა უვაის იბნ 'ამირი, იემენელი დამხმარე რაზმებთან ერთად, მურადიდან შემდეგ ყარნიდან, მას ჰქონდა კანის დაავადება და განიკურნა მისგან, გარდა ერთი დირჰემის ტოლა ადგილისია, მას ჰყავს დედა, რომელზეც ის ზრუნავს. თუ ის ალლაჰს რაიმეს სთხოვს, ალლაჰი მას აუცილებლად უპასუხებს, და თუ შეძელი, რომ მან შენთვის პატიება სთხოვოს ალლაჰს, მაშ, შეეცადე ამის გაკეთებას». ეს კაცი როცა დაბრუნდი მივიდა უვაისთან და უთხრა: სთხოვე ალლაჰს ჩემთვის მიტევება. უვაისმა უთხრა: შენ ახლახანს იმყოფებოდი საუკეთესო მგზავრობაში. ისევ გაუმეორა: მიტევება სთხოვე ჩემთვის. მან უთხრა: შენ ახლახანს იმყოფებოდი საუკეთესო მგზავრობაში. ისევ გაუმეორა: მიტევება სთხოვე ჩემთვის. მან ჰკითხა: შენ შეხვდი უმარს? უპასუხა: დიახ. შემდეგ მან ითხოვა მისთვის მიტევება. ეს ამბავი ხალხში გახმაურდა, და მან სასწრაფოდ დატოვა ქუფას ტერიტორია, ასირი ამბობს: მან მოისხა ძვირფასი მოსასხამი, და როდესაც მას ვინმე დაინახავდა ამბობდა: უვაისს საიდან ექნება ასეთი კარგი მოსასხამი? გარდაიცვალა ჰიჯრით 37 წელს.