Skip to content

გეშინოდეს ალლაჰის ყველგან, სადაც არ უნდა იყო. ცუდი საქციელის შემდეგ კეთილი საქციელი ჩაიდინე — ის გააუქმებს მას. და ადამიანებს კეთილი ზნეობით მოექეცი

გადმოცემულია აბუ ზარ ჯუნდუბ იბნ ჯუნაადასგან, და აბუ აბდურრაჰმანისგან, მუ'აზ იბნ ჯაბალისგან (ალლაჰი იყოს მათითთ კმაყოფილი), რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:

«გეშინოდეს ალლაჰის ყველგან, სადაც არ უნდა იყო. ცუდი საქციელის შემდეგ კეთილი საქციელი ჩაიდინე — ის გააუქმებს მას. და ადამიანებს კეთილი ზნეობით მოექეცი».

«اتَّقِ اللَّهَ حَيْثُمَا كُنْت، وَأَتْبِعْ السَّيِّئَةَ الْحَسَنَةَ تَمْحُهَا، وَخَالِقْ النَّاسَ بِخُلُقٍ حَسَنٍ».

გადმოსცა ალ-თირმიზიმ
თქვა ათ-თირმიზიმ: «კარგი ჰადისია».
განმარტება

მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) სამ რამეს გვიბრძანებს: პირველი: ალლაჰის შიში, რაც გამოიხატება ვალდებულებების შესრულებაში და აკრძალულთა მიტოვებაში ყველგან, ნებისმიერ დროს და ნებისმიერ მდგომარეობაში — ფარულადაც და ღიადაც, კეთილდღეობაში თუ გამოცდაში და სხვა მსგავსში. მეორე: თუ ბოროტი საქმე ჩაიდინე, შემდეგ კეთილი საქმე გააკეთე: ლოცვა, ქველმოქმედებ, სიკეთე, ნათესაურ კავშირებზე ზრუნვა, მონანიება და სხვა მსგავსი, რადგან ეს შლის ცუდ საქმეს (ცოდვებს). მესამე: ადამიანებთან მოიქეცი კარგი ზნეობით: გაუღიმე მათ, იყავი რბილი და კეთილი, გამოავლინე სიკეთე და შეიკავე თავი ზიანის მიყენებისგან.

ჰადისის სარგებლობიდან

ალლაჰის, უზენაესის და ყოვლისშემძლის, დიდი წყალობა მონებზე გამოიხატება მის მოწყალებაში, მიტევებასა და შემწყნარებლობაში.

ამ ჰადისში მოცემულია სამი სახის უფლება: ალლაჰის უფლება — ღვთის შიშით, საკუთარი თავის უფლება — ბოროტი საქმის შემდეგ კეთილი საქმის შესრულებით, და ადამიანთა უფლება — მათთან კეთილი მოპყრობით.

კეთილი საქმეების ჩადენის წახალისება ბოროტი საქციელის შემდეგ, ისევე როგორც კეთილი ზნეობა — ღვთისშიშის თვისებებია. თუმცა ისინი ცალკე არიან აღნიშნული, რადგან საჭიროა მათი მნიშვნელობის განმარტება.

წყაროები

სუნან ალ-თირმიზი (3/ 526) (1987).

მეტი... (7)

ან-ნავავის ორმოცი ჰადისი (ص100) (ح18).

التحفة الربانية في شرح الأربعين حديثًا النووية.

لإسماعيل الأنصاري (ص40).

شرح الأربعين النووية.

لابن عثيمين (ص195).

فتح القوي المتين في شرح الأربعين وتتمة الخمسين.

لعبد المحسن البدر (ص67).