تميم بن أوس بن خارجة الداري
الإسم
თამიმ იბნ ავს იბნ ხაარიჯა ად-დაარი
اسم الشهرة
აბუ რუყაია თამიმ იბნ ავს ად-დაარი (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი)
نبذة مختصرة
თამიმ იბნ ავს იბნ ჰარისა, ასევე ითქვა: ხარიჯა იბნ სავდ, და ითქვა: სავად იბნ ჯუზაიმა იბნ ზირაა' იბნ 'იდი იბნ ად-დაარ, აბუ რუყაია ად-დაარი. ძვირფასი საჰაბა, ის იყო ქრისტიანი და როცა მედინაში ჩამოვიდა მიიღო ისლამი, მან შუამავალს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ჯასსასის და დაჯჯალის ამბავი უამბო, და შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ამის შესახებ მინბარიდან ისაუბრა. ეს მისი მონაყოლი ამბავი მას ეთვლება საამაყოდ და სიკეთედ. ის ბევრ თაჰაჯჯუდს ლოცულობდა, ერთხელ მან ერთი აიათი გათენებამდე იკითხა, ეს აიათია: «განა ფიქრობენ ისინი, ვინც სიავეს სჩადიოდა, რომ დავადგენთ მათაც ისევე, როგორც იმათ, ვინც ირწმუნა და სიკეთე აკეთა? და რომ ერთნაირი იქნებოდა მათი სიცოცხლე და სიკვდილი?! რა ავია მათი განაჩენი!» [ალ-ჯასია: 21] გარდაიცვალა ჰიჯრით 40 წელს.