أنس بن مالك بن النضر الأنصاري
الإسم
ანას იბნ მაალიქ იბნ ან-ნადრ ალ-ანსაარი
اسم الشهرة
ანას იბნ მაალიქ (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი)
نبذة مختصرة
აბუ ჰამზა ან აბუ სუმამა ანას იბნ მაალიქ იბნ ან-ნადრ იბნ დამდამ ალ-ანსაარი ან-ნაჯჯაარი ალ-ხაზრაჯი ალ-ბასრი, ძვირფასი საჰაბა, დაიბადა შუამავლობის მისიამდე ათი წლით წინ, შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მსახური, ის არის ერთ-ერთი მათგანი, ვინც ბევრ ჰადისს გადმოსცემს, და ის არის ბოლო საჰაბა, ვინც ბასრაში გარდაიცვალა. შუამავლმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მისთვის ვედრება აღავლინა, და თქვა: «ო ალლაჰ, გაამრავლე მისი ქონება და შვილები, და შეიყვანე ის სამოთხხეში». მან შუამავალთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ბადრის ბრძოლაში მონაწილეობა მიიღო მაშინ როცა ის ჯერ ჯიდევ ყმაწვილი იყო და შუმავალს ემსახურებოდა, და როდესაც აბუ ბაქრი ხალიფა გახდა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) მან ანასი ბაჰრეინში გაგზავნა გადასახადების ადმინისტრირებისთვის. ამ დროს უმარიც (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) ესწრებოდა და მასთან მოითათბირა. უმარმა თქვა: «გაგზავნე იგი, რადგან ის ბრძენი და მწიგნობარია». ამის შემდეგ ანასი იქ გაგზავნეს. ის გარდაიცვალა დახლოებით 93 წელს ჰიჯრით.