Skip to content
841 Hadiths

Encyclopedia of Prophetic Hadiths

Filter results

10 of 841 cards

Clear filters
«მოუწოდეთ თქვენს მომაკვდავებს სიტყვების: "არ არსებობს ღმერთი, გარდა ალლაჰისა"-ს (ლაა ილააჰა ილლა ალლაჰ) წარმოთქმა».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
«მიცვალებული სწრაფად წაიყვანეთ, თუ ის ღვთისმოშიში იყო, მისთვის უკეთესია დასაფლავება, ხოლო თუ ასეთი არ იყო, ბოროტებას სწრაფად მოიხსნით მხრებიდან».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«ალლაჰმა დაწყევლოს იუდეველები და ქრისტიანები! მათ თავიანთი წინასწარმეტყველების საფლავები მეჩეთებად გაიხადეს» აიშა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) ამბობს: "ეს რომ არ ყოფილიყო, მისი (მოციქულის) საფლავი ყველასთვის გამორჩეულ ადგილზე განთავსდებოდა, მაგრამ შეშინდნენ, რომ ისიც მეჩეთად არ ექციათ».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«აბუ მუსა ძალიან ძლიერმა ტკივილმა შეაწუხა და გული წაუვიდა. მას ამ დროს თავის ოჯახის წევრებიდან ერთ-ერთი ქალის კალთაში ჰქონდა თავი, და მან ვერ შეძლო მისთვის (ამ ქალისთვის) რაიმე პასუხი გაეცა, როდესაც გონს მოვიდა თქვა: მე განვუდექი იმას, ვისაც განუდგა ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას), ჭეშმარიტად, ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ზურგი აქცია იმას, ვინც ხმამაღლა მოთქვამს, თავს იპარსავს და საკუთარ სამოსს იგლეჯს».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«როდესაც ადამიანი გარდაიცვლება, მისი საქმეები წყდება, გარდა სამისა: უწყვეტი ქველმოქმედება (სადაყა), ცოდნა, რომლითაც სარგებელს იღებენ და შვილი, რომელიც მასზე ვედრებას გააკეთებს».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
«ნუ შეურაცხყოფთ გარდაცვლილებს, რადგან მათ უკვე მიიღეს ის, რაც დაიმსახურეს».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა ალ-ბუხარიმ
«ჩვენ აგვიკრძალეს გარდაცვლილზე მიყოლა, მაგრამ ეს ჩვენთვის მკაცრად არ ყოფილა აკრძალული».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
(როდესაც) შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ერთ-ერთი ქალიშვილი გარდაიცვალა, ის გამოვიდა და თქვა: «დაბანეთ იგი სამჯერ, ან ხუთჯერ, ან უფრო მეტჯერ, თუ საჭიროდ ჩათვლით, წყლითა და სიდრით (ლოტოსის ფოთლებით), ხოლო ბოლოს დაამატეთ ქაფური — ან ცოტაოდენი ქაფური (არომატული საპონი). როცა დაამთავრებთ, შემატყობინეთ». თქვა: როცა დავამთარეთ, ვაცნობეთ მას, მან(მოციქულმა) თავისი მოსასხამი მოგვცა და თქვა: «ჯერ ამაში შეახვიეთ ის». თქვა (უმმ 'ატიამ): და ჩვენ მისი თმა სამ ნაწნავად შევკარით.
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული