როდესაც ადამიანი გარდაიცვლება, მისი საქმეები წყდება, გარდა სამისა: უწყვეტი ქველმოქმედება (სადაყა), ცოდნა, რომლითაც სარგებელს იღებენ და შვილი, რომელიც მასზე ვედრებას გააკეთებს
აბუ ჰურაირა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:
«როდესაც ადამიანი გარდაიცვლება, მისი საქმეები წყდება, გარდა სამისა: უწყვეტი ქველმოქმედება (სადაყა), ცოდნა, რომლითაც სარგებელს იღებენ და შვილი, რომელიც მასზე ვედრებას გააკეთებს».
«إِذَا مَاتَ الْإِنْسَانُ انْقَطَعَ عَنْهُ عَمَلُهُ إِلَّا مِنْ ثَلَاثَةٍ: إِلَّا مِنْ صَدَقَةٍ جَارِيَةٍ، أَوْ عِلْمٍ يُنْتَفَعُ بِهِ، أَوْ وَلَدٍ صَالِحٍ يَدْعُو لَهُ».
მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გვამცნო, რომ ადამიანის საქმეები წყდება მისი გარდაცვალების შემდეგ, ანუ კეთილი საქმეები აღარ ეწერება მას, გარდა იმ სამი გზისა, რომლებიც ჰადისშია აღნიშნული: პირველი: სადაყა, რომლის საზღაურიც გრძელდება და არ წყდება, მაგალითად, ვაყფი (საქველმოქმედო ფონდი), მეჩეთის აშენება, ჭების გათხრა და სხვა მსგავსი საქმეები. მეორე: ცოდნა, რომელიც ადამიანებს სარგებელს აძლევს, მაგალითად, სამეცნიერო წიგნების დაწერა ან ვინმეს სწავლება, რათა ამ ადამიანის გარდაცვალების შემდეგ გავრცელდეს ეს ცოდნა. მესამე: მორწმუნე შვილი, რომელიც ლოცულობს თავისი მშობლებისთვის.
სწავლულები ერთხმად თანხმდებიან, რომ იმ ჯილდოებს, რომლებიც გარდაცვალების შემდეგ ადამიანს მიეწერება მიეკუთვნება: უწყვეტი სადაყა, ცოდნა, რომელიც სარგებელს აძლევს, ვედრება, და სხვა ჰადისებში ასევე მითითებულია ჰაჯობაც.
ამ ჰადისში აღნიშნულია ეს სამი, რადგან ისინი სიკეთის საფუძველია და, როგორც წესი, ღირსეული ადამიანები ცდილობენ, რომ ისინი დატოვონ მათ შემდეგ.
ყოველი ცოდნისთვის, რომელსაც სარგებელი მოაქვს, ადამიანი მიიღებს ჯილდოს, მაგრამ მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი და უმაღლესი არის რელიგიური ცოდნა და მასთან დაკავშირებული მეცნიერებები.
ცოდნა ამ სამიდან ყველაზე სასარგებლოა, რადგან ის სარგებელს აძლევს როგორც იმას, ვინც სწავლობს, ასევე მთლიანად ადამიანებს. ცოდნა ინახავს შარიათს, მოაქვს სარგებელი ქმნილებებისთვის ზოგადად და უფრო ფართოა, რადგან ადამიანები სწავლობენ როგორც შენს სიცოცხლეში ნასწავლი ცოდნიდან, ასევე იმ ცოდნიდან, რაც რჩება შენი გარდაცვალების შემდეგ.
მორწმუნე შვილების აღზრდის წახალისება, რადგან ისინი არიან, ვინც სარგებელს მოუტანს მშობლებს აახირეთში(საიქიოში), და მათ სარგებელში შედის ის, რომ ისინი ლოცულობენ მშობლებისთვის.
მშობლების სიკვდილის შემდეგ მათზე სიკეთის გაკეთების წახალისება, რაც ასევე მიეკუთვნება კეთილშობილებას, რომლისგანაც შვილი სარგებელს იღებს.
ვედრება სარგებელს მოუტანს მიცვალებულს, თუნდაც ის არ იყოს შვილისგან, მაგრამ შვილი განსაკუთრებით არის აღნიშნული, რადგან როგორც წესი, სწორედ ის აგრძელებს ლოცვას გარდაცვლილისთვის თავის სიკვდილამდე.
საჰიჰ მუსლიმ (3/ 1255) (1631).
მეტი... (1)
البحر المحيط الثجاج في شرح صحيح الإمام مسلم بن الحجاج (28/ 413).
Cited in books
10 Booksმეტი... (10)
- التوحيد في ضوء عقيدة الإمام الشافعي رحمه الله ونصوصه ومروياته" إذا مات الإنسان انقطع عنه عمله إلا من ثلاثة: إلا من صدقة جارية، أو علم ينتفع به، أو ولد صالح يدعو له ".([100])
- الذكر والدعاء والعلاج بالرقي من الكتاب والسنة"إذا مات الإنسان انقطع عملُهُ إلا من ثلاثة: إلا من صدقة جاريةٍ، أو علمٍ ينتفع به، أو ولدٍ صالحٍ يدعو له" .
- الصيام ومجموعة أسئلة في أحكامه«إِذَا مَاتَ الْإِنْسَانُ انْقَطَعَ عَمَلُهُ إِلَّا مِنْ ثَلَاثَةٍ: إِلَّا مِنْ صَدَقَةٍ جَارِيَةٍ، أَوْ عِلْمٍ يُنْتَفَعُ بِهِ، أَوْ وَلَدٍ صَالِحٍ يَدْعُو لَهُ»[72].
- المنتقى من المتجر الرابح في ثواب العمل الصالح - المعتمدالمنتقى من المتجر الرابح في ثواب العمل الصالح“إذا مات الإنسان انقطع عنه عمله إلا من ثلاث: صدقة جارية، أو علم ينتفع به، أو ولد صالح يدعو له”.
- رياض الصالحينرياض الصالحين مع فوائد وهدايات - 5«إذَا مَاتَ الإنسانُ انْقَطَعَ عَنْه عَمَلُهُ إلَّا من ثلاث: صَدَقَةٍ جَاريَةٍ، أوْ عِلْمٍ يُنْتَفَعُ به، أوْ وَلَدٍ صَالحٍ يَدْعُو لَهُ».
- عقائد الشيعة الاثني عشرية - سؤال وجواب(إذا ماتَ الإنسانُ انقَطَعَ عنهُ عَمَلُهُ إلا مِن ثلاثةٍ: إلاَّ من صَدَقَةٍ جاريةٍ، أو علمٍ يُنتفَعُ بهِ، أو وَلَدٍ صالحٍ يَدْعُو لهُ)[3]،
- مجموعة زاد الحديث(2)1«إِذَا مَاتَ الْإِنْسَانُ انْقَطَعَ عَنْهُ عَمَلُهُ إِلَّا مِنْ ثَلَاثَةٍ: إِلَّا مِنْ صَدَقَةٍ جَارِيَةٍ، أَوْ عِلْمٍ يُنْتَفَعُ بِهِ، أَوْ وَلَدٍ صَالِحٍ يَدْعُو لَهُ».
- مجموعة زاد الحديث(2)1(إِذَا مَاتَ الْإِنْسَانُ انْقَطَعَ عَنْهُ عَمَلُهُ)
- مجموعة زاد الحديث(2)1(إِذَا مَاتَ الْإِنْسَانُ انْقَطَعَ عَنْهُ عَمَلُهُ إِلَّا مِنْ ثَلَاثَةٍ...)
- نبراس طالب (5)1«إِذَا مَاتَ الْإِنْسَانُ انْقَطَعَ عَنْهُ عَمَلُهُ إِلَّا مِنْ ثَلَاثَةٍ: إِلَّا مِنْ صَدَقَةٍ جَارِيَةٍ، أَوْ عِلْمٍ يُنْتَفَعُ بِهِ، أَوْ وَلَدٍ صَالِحٍ يَدْعُو لَهُ»