Skip to content

النعمان بن ثابت الكوفي الإمام

الإسم

ან-უ'მაან იბნ სააბით ალ-ქუუფი ალ-იმამ

اسم الشهرة

აბუ ჰანიიფა

نبذة مختصرة

აბუ ჰანიიფა ან-ნუ'მაან იბნ სააბით ზუტა ალ-ქუუფი. უმმეთის იმამი ფაყიჰი (სამართალმცოდნე). ის იყო ღვთისმოშიში, ღვთისმოსავი, ძალიან მკაცრად იცავდა ალლაჰის დადგენილ საზღვრებს, უფრთხილდებოდა აკრძალულის ჩადენას, მას წარედგინა ეს ქვეყანა თავისი ყველა ძვირფასი სიმდიდრეებით, მაგრამ მან ამ ყველაფერს ზურგი აქცია. მას მათრახით ამათრახებდნენ რათა დათანხმებულიყო გამხდარიყო მოსამართლე ან სახელმწიფო ხაზინის გამგე (ფინანსთა მინისტრი), მაგრამ ამ ყველაფერზე უარი თქვა. აზ-ზაჰაბიმ თქვა: "მისმა ბიოგრაფიამ თავისუფლად შეიძლება შეადგინოს ორი ტომი, ალლაჰმა შეიწყალოს ის და იყოს მისგან კმაყოფილი", აჰმადმა თქვა: "აბუ ჰანიფამ მიაღწია ცოდნაში, ღვთისმოშიშობაში, ღვთისმსახურებაში და იმქვეყნიურ სამზადისში იმ საფეხურს, რასაც ვერავინ ვერ მიაღწევს, მას ამათრახებდნენ, რომ გამხდარიყო მმართველი მანსურის მოსამართლე, მაგრამ ასე არ მოიქცა, ალლაჰის წყალობა და კმაყოფილება იყოს მასზე". იმამ შააფ'ი ამბობს: "მაალიქ იბნ ანასს შეკითხვა დაუსვეს: აბუ ჰანიფას შეხვდი მასთან დიალოგი გქონდა? მან თქვა: დიახ, მე შევხვდი ისეთ კაცს (აბუ ჰანიფას), რომ მას ამ სვეტისთვის რომ შეეხედა რომელიც არის ქვის, და ეთქვა რომ ის არის ოქროსი, დაამტკიცებდა". გარდაიცვალა ჰიჯრით 150 წელს.

المراجع

მეტი... (1)
تاريخ بغداد (15/444)، تهذيب الأسماء واللغات (2/216)، تاريخ الإسلام (3/990)، وفيات الأعيان (5/405)، الأعلام للزركلي (8/36).