Skip to content
841 Hadiths

Encyclopedia of Prophetic Hadiths

Filter results

4 of 841 cards

Clear filters
«არ გინდათ გამცნოთ უფრო უკეთესზე, ვიდრე მარხვა, ლოცვა და სადაყა?» იქ მყოფებმა უპასუხეს: რა თქმა უნდა, თქვა: «ორ დაპირისპირებულს შორის მდგომარეობის გამოსწორება, უთუოდ ორ დაპირისპირებულს შორის მტრობა არის გამანადგურებელი».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა აბუ დაუდმა და ალ-თირმიზიმ
«ნამდვილი ნათესაური კავშირის დამამყარებელი ის არ არის, ვინც მხოლოდ საპასუხოდ აკეთებს ამას, არამედ ნამდვილი კავშირის დამამყარებელი ისაა, ვინც აგრძელებს ნათესაურ კავშირს იმასთან, ვინც გაწყვეტს მასთან კავშირს».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა ალ-ბუხარიმ
«ჭეშმარიტად, ალლაჰი კმაყოფილია თქვენთვის სამი რამით და სძულს სამი რამ: კმაყოფილია იმით, რომ მხოლოდ მას ეთაყვანებით და არ უდგენთ მას თანაზიარებს, რომ ეჭიდებით ალლაჰის თოკს ერთობლივად და არ იშლებით. და სძულს: ჭორაობა და ამაო ლაპარაკი, ზედმეტი კითხვა და ქონების ფლანგვა».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
«დაეხმარე შენს ძმას, როცა ის იქნება დაჩაგრული და მჩაგვრელი». კაცმა ჰკითხა:" ო შუამავალო, თუ დაიჩაგრება დავიცავთ, მაგრამ თუ მჩაგვრელია, როგორ დავეხმაროთ მას?" თქვა: «აკრძალეთ და მოარიდეთ ის, რომ იყოს მჩაგვრელი, და ეს იქნება მისთვის დახმარება».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა ალ-ბუხარიმ