Skip to content

მუსლიმის უფლება მუსლიმზე ხუთია: სალამზე პასუხის გაცემა, ავადმყოფის მონახულება, დაკრძალვის პროცესიის გაყოლა, მიწვევის მიღება და დაცემინებულზე სიკეთის სურვილი (ალლაჰმა შეგიწყალოს)

აბუ ჰურაირამ (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) თქვა: მოვისმინე, რომ ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ამბობდა:

«მუსლიმის უფლება მუსლიმზე ხუთია: სალამზე პასუხის გაცემა, ავადმყოფის მონახულება, დაკრძალვის პროცესიის გაყოლა, მიწვევის მიღება და დაცემინებულზე სიკეთის სურვილი (ალლაჰმა შეგიწყალოს)»

«حَقُّ الْمُسْلِمِ عَلَى الْمُسْلِمِ خَمْسٌ: رَدُّ السَّلَامِ، وَعِيَادَةُ الْمَرِيضِ، وَاتِّبَاعُ الْجَنَائِزِ، وَإِجَابَةُ الدَّعْوَةِ، وَتَشْمِيتُ الْعَاطِسِ».

შეთანხმებული
სანდო (საჰიჰ)
განმარტება

ალლაჰის მოციქული მუჰამმადი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) განმარტავს მუსლიმის ზოგიერთ უფლებას თავისი მუსლიმი ძმის მიმართ. ამ უფლებებიდან პირველი არის სალამზე პასუხის გაცემა იმ ადამიანზე, ვინც შენ მოგესალმება. მეორე უფლება: ავადმყოფის მონახულება და მასთან მისვლა. მესამე უფლება: გარდაცვლილის დაკრძალვის პროცესზე გაყოლა მისი სახლიდან ლოცვის ადგილამდე და შემდეგ სასაფლაომდე, სანამ გარდაცვლილი დაიკრძალება. მეოთხე უფლება: მოწვევის მიღება, თუ მუსლიმი მას ქორწილის სუფრაზე ან სხვა ღონისძიებაზე მოიწვევს. მეხუთე უფლება: დაცემინებულისთვის სიკეთის სურვილი. კერძოდ, ადამიანი დაცემინების შემდეგ ამბობს "დიდება ალლაჰს/ალჰამდულილლაჰ", მისი ძმა მუსლიმი პასუხობს: "ალლაჰმა შეგიწყალოს" /იარჰამუქალლაჰ, ამაზე დაცემინებულმა უნდა უპასუხოს: "ალლაჰმა გატაროთ ჭეშმარიტი გზით და გამოასწოროს თქვენი საქმეები./ იაჰდიქუმულლაჰუ ვა იუსლიჰუ ბაალაქუმ".

სიტყვების მნიშვნელობა

...:

ჰადისის სარგებლობიდან

ისლამის სიდიადე გამოიხატება იმაში, რომ ის დიდ მნიშვნელობას ანიჭებს უფლებების დაცვას მუსლიმებს შორის და აძლიერებს ძმობასა და სიყვარულს მათ შორის.

წყაროები

საჰიჰ ალ-ბუხარი (2/ 71) (1240).

საჰიჰ მუსლიმ (4/ 1704) (2162).

მეტი... (10)

كنوز رياض الصالحين.

لمجموعة من الباحثين (4/ 512).

بهجة الناظرين شرح رياض الصالحين.

لسليم الهلالي (1/ 327).

نزهة المتقين شرح رياض الصالحين.

مجموعة من الباحثين (1/ 253).

شرح رياض الصالحين.

لابن عثيمين (2/ 591).

بهجة قلوب الأبرار.

لابن سعدي (ص81).