Skip to content

ვინც წაიკითხავს ალლაჰის წიგნიდან ერთ ასოს, მას დაეწერება ერთი მადლი, რომელიც უდრის ათ მადლს

გადმოცემულია აბდულლაჰ იბნ მას'უდისგან, რომელმაც თქვა: გავიგონე, რომ შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ამბობდა:

«ვინც წაიკითხავს ალლაჰის წიგნიდან ერთ ასოს, მას დაეწერება ერთი მადლი, რომელიც უდრის ათ მადლს. მე არ ვამბობ, რომ ალიფ ლაამ მიმ ერთი ასოა, არამედ ალიფი ერთი ასოა, ლამ ერთი ასოა და მიმ ერთი ასოა».

«مَنْ قَرَأَ حَرْفًا مِنْ كِتَابِ اللهِ فَلَهُ بِهِ حَسَنَةٌ، وَالْحَسَنَةُ بِعَشْرِ أَمْثَالِهَا، لَا أَقُولُ {الم} حَرْفٌ، وَلَكِنْ {أَلِفٌ} حَرْفٌ، وَ{لَامٌ} حَرْفٌ، وَ{مِيمٌ} حَرْفٌ».

გადმოსცა ალ-თირმიზიმ
კარგი (ჰასან)
განმარტება

შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გვამცნო, რომ ნებისმიერი მუსლიმი, რომელიც წაიკითხავს ალლაჰის წიგნიდან ერთ ასოს, მას დაეწერება ერთი მადლი, რომელიც ათმაგად გაეზრდება. შემდეგ განმარტა: "მე არ ვამბობ, რომ ალიფ ლაამ მიმ ერთი ასოა, არამედ ალიფი ერთი ასოა, ლამ ერთი ასოა და მიმ ერთი ასოა" : ეს იქნება სამი ასო და სამი ასოსთვის ის მიიღებს ოცდაათ მადლს.

ჰადისის სარგებლობიდან

მოწოდება ყურანის ხშირად კითხვისკენ.

წამკითხველს ყოველი წაკითხულ სიტყვაში, ყოველ ასოზე ექნება ერთი მადლი და ეს მადლი მას ათმაგად გაეზრდება.

ალლაჰის უდიდესი წყალობა და კეთილშობილება, რამეთუ თავის მსახურს უორმაგებს მადლს თავისი წყალობით და ხელგაშლილობით.

ყურანის სიძვირფასე სხვა ყველა სიტყვასთან შედარებით, მისი წაკითხვა ღვთისმსახურებაა; იმიტიმ, რომ ის უზენაესი ალლაჰის სიტყვებია.

წყაროები

სუნან ალ-თირმიზი (5/ 33) (2910).

მეტი... (8)

بهجة الناظرين شرح رياض الصالحين.

لسليم الهلالي (2/ 229).

سلسلة الأحاديث الصحيحة.

للألباني (7/ 970).

شرح رياض الصالحين.

لابن عثيمين (4/ 655).

نزهة المتقين شرح رياض الصالحين.

لمصطفى الخِن وغيره (1/ 742).