Skip to content

რატომ შეიქმნა ბოროტება?

مصدر الإجابة
قسم الإيمان
الباب / الفصل
(قسم الإيمان)

السؤال

რატომ შეიქმნა ბოროტება?

الجواب

არ არის მართებული კითხვის დასმა, თუ რატომ შექმნა ალლაჰმა ბოროტება, ან მასზე შეწინააღმდეგება; რადგან უზენაესი ალლაჰი არის შემქმნელი და მას არ მოჰკითხავენ იმაზე, რასაც აკეთებს, არამედ ის არის, ვინც მოჰკითხავს. უზენაესმა ალლაჰმა თქვა:

იგი არ არის პასუხისმგებელი იმის გამო, რასაც იქმს. მათ კი [ყველა გონიერ ქმნილებას] მოჰკითხავენ იმას, რასაც აკეთებდნენ [თავიანთი ქმედებების გამო]

[ალ-ანბია: 23]

ხოლო კარგისა და ცუდის არსებობისა და შექმნის ზოგიერთი სიბრძნე შემდეგნაირია:

  • განსაცდელი და გამოცდა ვალდებულთათვის; სიკეთითა და ბოროტებით, რათა განირჩეს მომთმენი სხვებისგან და მორწმუნე სხვებისგან. უზენაესმა ალლაჰმა ბრძანა:

რომელმაც გააჩინა სიკვდილი და სიცოცხლე რათა გამოეცადეთ თქვენ, რომელი თქვენგანია საუკეთესო საქმით, და იგია დიდებული მიმტევებელი

[ალ-მულქ 2].

და თქვა დიდებულმა:

და ჩვენ გცდით სიავითა და სიკეთით. და ჩვენთან იქნებით დაბრუნებულნი

ღმერთმა გააჩინა თავისი მსახურები ამქვეყნად, უბრძანა მათ, აუკრძალა და გამოსცადა ისინი სიკეთითა და ბოროტებით, სიმდიდრითა და სიღარიბით, პატივითა და დამცირებით, სიცოცხლითა და სიკვდილით, როგორც განსაცდელი უზენაესისგან; რათა გამოცადოს ისინი, თუ რომელი მათგანია საუკეთესო საქმით, ვინ ცდუნდება განსაცდელის წინაშე და ვინ გადარჩება,

და ჩვენთან იქნებით დაბრუნებულნი

თქვენივე ნამოქმედარის მიხედვით სამაგიერო მოგეზღვებათ: თუ სიკეთეა — სიკეთით, და თუ ბოროტებაა — ბოროტებით.

და შენი უფალი არ არის უსამართლო თავისი მსახურების მიმართ. [ფუსილათ 64].

  • სამყაროს დუალურობის დადასტურება; რადგან სიკეთე მხოლოდ ბოროტების შეცნობით შეიცნობა, რამეთუ საგნები თავიანთი საპირისპიროთი განირჩევა, და ბოროტება აუცილებელია სიკეთის არსებობისთვის, რადგან იგი მის საწინააღმდეგო ძალისხმევაა. სიკეთე და ბოროტება, და ადამიანის მათ შორის მონაცვლეობა, ამქვეყნიური ცხოვრების ბუნებაა.
  • ბოროტება ფარდობითი ცნებაა; რადგან ის, რაც შეიძლება ზოგიერთმა ბოროტებად ჩათვალოს, სხვებმა შეიძლება სიკეთედ მიიჩნიონ. მაგალითად, ქურდისთვის ხელის მოკვეთა მისთვის ბოროტებაა, მაგრამ მასში სიკეთეა საზოგადოებისთვის, რადგან იგი არის ხალხის შემაკავებელი ერთმანეთის ქონებაზე ხელყოფისგან.
  • ვალდებული პირისათვის სამართლიანი გამოცდის ჭეშმარიტი არსის განხორციელება; ჭეშმარიტად, უზენაესმა ალლაჰმა ადამიანს სიკეთისა და ბოროტების გზა განუმარტა და მას მათ შორის არჩევანის თავისუფლება მიანიჭა.

თქვა დიდებულმა:

განა არ მივეცით მას ორი თვალი,

ენა და ორი ბაგე

და არ განგვიცხადებია მისთვის ორი გზა?

[ალ-ბალად: 8-10].

ანუ: განა არ მივეცით მას ორი თვალი, რომლითაც ხედავს, და ენა და ორი ბაგე, რომლითაც მეტყველებს, და ვუჩვენეთ მას სიკეთისა და ბოროტების გზა?

  • მრავალი ბოროტება, რომელსაც ჩვენ ვხედავთ, არ არის აბსოლუტური ბოროტება ყოველი მხრივ, არამედ მასში სიკეთის მხარეებიც არსებობს. რაოდენ დიდი სიკეთე იმალება იმის წიაღში, რასაც ჩვენ ბოროტებად ვხედავთ. ადამიანს შეიძლება შეეყაროს ავადმყოფობა, რაც მისთვის უფრო დიდი ბოროტების აცილების მიზეზად იქცეს. შეიძლება ადამიანმა წააგოს ფინანსური გარიგება, რომლის მოგების შემთხვევაშიც, შესაძლოა, ზღვარს გადასულიყო და გაამპარტავნებულიყო. შეიძლება ადამიანს გარდაეცვალოს შვილი, რომელიც, თუ იცოცხლებდა, მისთვის უბედურებად იქცეოდა. შეიძლება ადამიანი თავისი ქმედებებით ჯოჯოხეთს იმსახურებდეს, რაც არის კიდეც ნამდვილი უბედურება, მაგრამ ალლაჰი გამოსცდის მას განსაცდელით, რაზეც იგი მოთმინებას იჩენს და ალლაჰი მას ამ მოთმინებისთვის სამოთხით აჯილდოებს, რაც წარმოადგენს ჭეშმარიტ და მარადიულ სიკეთეს.

ყოვლადწმიდა და დიდებული ალლაჰი არ ქმნის აბსოლუტურ ბოროტებას და ბოროტება არ მიეწერება მას, როგორც სარწმუნო ჰადისში ბრძანებს წინასწარმეტყველი ﷺ:

«და ბოროტება არ მიგეწერება შენ»

[გადმოცემულია მუსლიმის მიერ].

  • სიკეთისა და ბოროტების არსებობის ერთ-ერთი სიბრძნე არის ყოვლისშემძლე ღმერთის ძლიერების გამოვლენა ურთიერთსაწინააღმდეგო და დაპირისპირებულთა შექმნაში და მისი დამმორჩილებელი სახელების კვალის გამოვლენა. ანუ: უზენაესი ალლაჰი ავლენს თავისი სახელებისა და მოქმედებების კვალს, როგორიცაა ის, რომ იგი არის დამმორჩილებელი, შურისმგებელი, სამართლიანი და სხვა. უზენაესმა ალლაჰმა ბრძანა:

ალლაჰია ის, ვინც შექმნა შვიდი ზეცა და მათ მსგავსად(შვიდი) დედამიწა. მათ შორის [ცათა და მიწათა] ჩამოდის ბრძანება [ალლაჰის გამოცხადება], რათა იცოდეთ, რომ ალლაჰი ყოვლისშემძლეა და რომ ალლაჰი ცოდნით ყოველივეს მოიცავს [ყოვლისმცოდნეა].

[ატ-ტალაყ: 12].

ბოროტებები არ არის გამიზნული თავისთავად და არც იმ მიზანს წარმოადგენს, რისთვისაც შეიქმნენ ქმნილებები. ისინი წარმოადგენენ მოვლენებს, რომლებიც წინასწარ განისაზღვრა სასურველი მიზნისთვის და იქცა მის მისაღწევ საშუალებად. ხოლო, როდესაც მიიღწევა ის, რისთვისაც ისინი განისაზღვრა, ქრება და უჩინარდება, და ყველაფერი უბრუნდება წმინდა სიკეთეს.

შეუძლებელია ვინმემ გაიგოს ბოროტების არსებობის სიბრძნე სანამ არ დარწმუნდება, რომ ეს ცხოვრება დროებითი სამყოფელია, და რომ ის არის განსაცდელის, გამოცდისა და ნაკლოვანების ადგილი; და რომ ის, ვინც მასში აბსოლუტური სრულყოფილების ხილვას ელის, ეწინააღმდეგება ღვთაებრივ სიბრძნეს, რომელმაც განაპირობა, რომ სწორედ საიქიო იყოს სრულყოფილების ადგილი.

თქვა უზენაესმა ალლაჰმა იმის შესახებ, ვინც ირწმუნა:

ო, ჩემო ერო! ეს მიწიერი ცხოვრება მხოლოდ (დროებითი) სარგებელია, ხოლო ჭეშმარიტად, მარადიული სიცოცხლე მუდმივობის სამყოფელია.

(ღააფირ: 39)

المصدر

قسم الإيمان

ملاحظات

--