عربي - Arabic English Qafár af - Afar Afrikaans - Afrikanns Akan Shqip - Albanian አማርኛ - Amharic Հայերեն - Armenian অসমীয়া - Assamese Azərbaycanca - Azerbaijani Bamanankan - Bambara Bassa Bemba বাংলা - Bengali Bosanski - Bosnian Български - Bulgarian မြန်မာဘာသာ - Burmese Bisaya - Cebuano Cham Нохчий - Chechen chiCheŵa - Chewa 中文 - Chinese Адыгэбзэ - Circassian Hrvatski - Croatian Česky - Czech Dagbani Dansk - Danish فارسی دری - Dari Dendi ދިވެހި ބަސް - Dhivehi Nederlands - Dutch إستوني - Estonian Suomi - Finnish Français - French Fulfulde - Fula ქართული - Georgian Deutsch - German Ελληνικά - Greek ગુજરાતી - Gujrati Kreyòl ayisyen - Haitian Creole Hausa हिन्दी - Hindi Magyar - Hungarian Igbo Indonesia - Indonesian Italiano - Italian 日本語 - Japanese Jóola - Jola ಕನ್ನಡ - Kannada Қазақша - Kazakh ភាសាខ្មែរ - Khmer Kikuyu Ikinyarwanda - Kinyarwanda Ikirundi - Kirundi 한국어 - Korean كوردی سۆرانی - kurdish كوردي kurmancî - Kurmanji Kyrgyz ລາວ - Lao latviešu - Latvian Lingala lietuvių - Lithuanian Luganda Македонски - Macedonian Maguindanaon Malagasy - Malagasy Bahasa Melayu - Malay മലയാളം - Malayalam Mandinka मराठी - Marathi Mõõré - Moore नेपाली - Nepali أنكو - NKo Norwegian ଓଡ଼ିଆ - Odia oromoo - Oromo پښتو - Pashto فارسی - Persian Polski - Polish Portuguese ਪੰਜਾਬੀ - Punjabi Română - Romanian Русский - Russian Српски - Serbian Shona සිංහල - Sinhala Slovenščina - Slovenian Soomaaliga - Somali Soninke Sesotho - Sotho Español - Spanish Kiswahili - Swahili Svenska - Swedish Tagalog Тоҷикӣ - Tajik தமிழ் - Tamil తెలుగు - Telugu ไทย - Thai ትግረኛ - Tigrinya Türkçe - Turkish Ukrainian اردو - Urdu ئۇيغۇرچە - Uyghur Ўзбек - Uzbek Việt Nam - Vietnamese Wolof Yao Yorùbá - Yoruba Zarma زولو - Zulu
841 Hadiths
Encyclopedia of Prophetic Hadiths
Categories
Grading
Narrated in
Narrator
Show all narrators (235)
«ალლაჰს რომ სათანადოდ მიენდოთ, ის გიბოძებდათ საარსებო საშუალებებს ზუსტად ისე, როგორც აძლევს პურს ჩიტს, რომელიც დილას ცარიელი მუცლით გამოდის და საღამოს გამძღარი ბრუნდება».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა იმამ აჰმადმა, ათ-თირმიზიმ, ან-ნასააიმ, იბნ მააჯამ, იბნ ჰიბბაანმა თავის საჰიჰში და ალ-ჰაქიმმა.
«არ განმადიდოთ ისე, როგორც ქრისტიანებმა განადიდეს მარიამის ძე, მე მხოლოდ ალლაჰის მონა ვარ და ამიტომ თქვით: ალლაჰის მონა და მისი შუამავალი».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა ალ-ბუხარიმ
ერთმა იუდეველმა უთხრა მას (უმარს, ალლაჰი იყოს კმაყოფილი მისით): — მორწმუნეთა მმართველო! თქვენს წიგნში არის ერთი აიათი, რომელსაც კითხულობთ. ის რომ ჩვენზე,იუდეველებზე, ყოფილიყო გარდმოვლენილი, ჩვენ იმ დღეს დღესასწაულად ვაქცევდით. უმარმა ჰკითხა: — რომელი აიათია ის? მან უპასუხა:
— {დღეს მე სრულყავი თქვენთვის თქვენი რელიგია, სრულად გიბოძეთ თქვენზე ჩემი წყალობა და თქვენთვის ისლამის რჯულით ვარ კმაყოფილი} (სურა «ალ-მაიდა», 3). მაშინ უმარმა თქვა: — ჩვენ ვიცით ის დღე და ის ადგილი, სადაც ეს აიათი მოევლინა მოციქულ მუჰამმადს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მს): (ამ დროს) იგი იდგა არაფათის გორაზე პარასკევის დღეს.
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) პერიოდში იყო ერთი კაცი სახელად აბდულლაჰ, მას ზედმეტსახელად ვირს ეძახდნენ, ის ალლაჰის შუამავალს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) აცინებდა, ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ის ბევრჯერ გაროზგა დასალევის გამო, ერთ დღეს მოიყვანეს ის, ბრძანა მისი გაროზგვა და გაროზგეს, იქ მყოფთაგან ერთმა კაცმა თქვა: ო, ალლაჰ დაწყევლე ის, რა ხშირად მოჰყავთ? მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «არ დაწყევლოთ ის, ვფიცავ ალლაჰს, ჭეშმარიტად, მას ალლაჰი და მისი შუამავალი უყვარს».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა ალ-ბუხარიმ
" ალლაჰს რომ სათანადოდ მიენდოთ, ის მოგცემდათ საარსებო საშუალებებს ზუსტად ისე, როგორც აძლევს პურს ჩიტს, რომელიც დილას ცარიელი მუცლით გამოდის და საღამოს გამძღარი ბრუნდება».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა ალ-თირმიზიმ, იბნ მააჯამ და აჰმადმა
«როდესაც მუეზინი ამბობს: „ალლაჰუ აქბარ, ალლაჰუ აქბარ'' და თქვენგან რომელიმე უპასუხებს: „ალლაჰუ აქბარ, ალლაჰუ აქბარ“, შემდეგ ამბობს: „აშჰადუ ან ლაა ილაჰა ილლა ალლაჰ“ და ის პასუხობს: „აშჰადუ ან ლაა ილაჰა ილლა ალლაჰ“, შემდეგ ამბობს: „აშჰადუ ანნა მუჰამმადან რასულუ ლლააჰ“და ის პასუხობს: „აშჰადუ ანნა მუჰამმადან რასულუ ლლააჰ“, შემდეგ ამბობს: „ჰაია 'ალაა სსალაჰ'' და ის პასუხობს: „ლაა ჰავლა ვა ლაა ყუვვათა ილლაა ბილლააჰ“, შემდეგ ამბობს: „ჰაია 'ალალ ფალააჰ“ და ის პასუხობს: „ლაა ჰავლა ვალაა ყუვვათა ილლაა ბილლააჰ“, შემდეგ ამბობს: „ალლაჰუ აქბარ, ალლაჰუ აქბარ'' და ის პასუხობს: „ალლაჰუ აქბარ ალლაჰუ აქბარ“, შემდეგ ამბობს: „ლაა ილაჰა ილლა ალლაჰ“ და ის პასუხობს: „ლაა ილააჰა ილლა ლლაჰ“, გულით, ის სამოთხეში შევა».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
«ალლაჰის მოციქულთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას)
ტყვეები მოიყვანეს. მათ შორის იყო ქალი, რომელიც ძუძუდან რძეს იწველიდა და ბავშვებს ასმევდა. როცა რომელიმე ბავშვს პოულობდა, მას გულზე იკრავდა და ძუძუს აწოვებდა, მაშინ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გვითხრა: «ფიქრობთ, რომ ეს ქალი თავის შვილს ცეცხლში ჩააგდებს?» ჩვენ ვუპასუხეთ: "არა, თუ მას შეუძლია ამის არ გაკეთება". მაშინ შუამავალმა თქვა: «ალლაჰი უფრო მოწყალეა თავისი მონების მიმართ, ვიდრე ეს ქალი თავისი შვილის მიმართ».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«ჭეშმარიტად, საქმეები (ფასდება) მხოლოდ განზრახვით, და ჭეშმარიტად, ადამიანი (მიიღებს) მხოლოდ იმას, რისი მიღებაც განზრახული ჰქონდა. ასე რომ, ვინც გადასახლდა ალლაჰთან და მის მოციქულთან, ის გადასახლდა ალლაჰთან და მის მოციქულთან. ხოლო ვინც გადასახლდა ამქვეყნიური სარგებლობისთვის ან ქალისთვის, რომელზეც სურდა დაქორწინება, ის გადასახლდა მხოლოდ იმ მიზნისთვის, რისთვისაც გადასახლდა». ალ-ბუხარის ვერსიაში ნათქვამია: «ჭეშმარიტად, საქმეები (ფასდება) მხოლოდ განზრახვებით, და ჭეშმარიტად, თითოეული ადამიანი (მიიღებს) მხოლოდ იმას, რისი მიღებაც განიზრახა».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული