عربي - Arabic English Qafár af - Afar Afrikaans - Afrikanns Akan Shqip - Albanian አማርኛ - Amharic Հայերեն - Armenian অসমীয়া - Assamese Azərbaycanca - Azerbaijani Bamanankan - Bambara Bassa Bemba বাংলা - Bengali Bosanski - Bosnian Български - Bulgarian မြန်မာဘာသာ - Burmese Bisaya - Cebuano Cham Нохчий - Chechen chiCheŵa - Chewa 中文 - Chinese Адыгэбзэ - Circassian Hrvatski - Croatian Česky - Czech Dagbani Dansk - Danish فارسی دری - Dari Dendi ދިވެހި ބަސް - Dhivehi Nederlands - Dutch إستوني - Estonian Suomi - Finnish Français - French Fulfulde - Fula ქართული - Georgian Deutsch - German Ελληνικά - Greek ગુજરાતી - Gujrati Kreyòl ayisyen - Haitian Creole Hausa हिन्दी - Hindi Magyar - Hungarian Igbo Indonesia - Indonesian Italiano - Italian 日本語 - Japanese Jóola - Jola ಕನ್ನಡ - Kannada Қазақша - Kazakh ភាសាខ្មែរ - Khmer Kikuyu Ikinyarwanda - Kinyarwanda Ikirundi - Kirundi 한국어 - Korean كوردی سۆرانی - kurdish كوردي kurmancî - Kurmanji Kyrgyz ລາວ - Lao latviešu - Latvian Lingala lietuvių - Lithuanian Luganda Македонски - Macedonian Maguindanaon Malagasy - Malagasy Bahasa Melayu - Malay മലയാളം - Malayalam Mandinka मराठी - Marathi Mõõré - Moore नेपाली - Nepali أنكو - NKo Norwegian ଓଡ଼ିଆ - Odia oromoo - Oromo پښتو - Pashto فارسی - Persian Polski - Polish Portuguese ਪੰਜਾਬੀ - Punjabi Română - Romanian Русский - Russian Српски - Serbian Shona සිංහල - Sinhala Slovenščina - Slovenian Soomaaliga - Somali Soninke Sesotho - Sotho Español - Spanish Kiswahili - Swahili Svenska - Swedish Tagalog Тоҷикӣ - Tajik தமிழ் - Tamil తెలుగు - Telugu ไทย - Thai ትግረኛ - Tigrinya Türkçe - Turkish Ukrainian اردو - Urdu ئۇيغۇرچە - Uyghur Ўзбек - Uzbek Việt Nam - Vietnamese Wolof Yao Yorùbá - Yoruba Zarma زولو - Zulu
841 Hadiths
Encyclopedia of Prophetic Hadiths
Categories
Grading
Narrated in
Narrator
Show all narrators (235)
«ნუ იტყვით: "როგორც ალლაჰმა ინება და ამან", არამედ თქვით: "როგორც ალლაჰმა ინება, და შემდეგ — ამან"».
სანდო ყველა გადმოცემით გადმოსცა აბუ დაუდმა, ალ-ნასაიმ ალ-ქუბრაში და აჰმადმა
«ფითნები გულის წინაშე წარდგებიან, როგორც ლერწმის ხალიჩის რიგები, ერთიმეორის მიყოლებით. ყოველი გული, რომელიც შეიწოვს ამ ფითნებს, დაიბეჭდება შავი ლაქით. ხოლო ყოველი გული, რომელიც მათ უარყოფს, დაიბეჭდება თეთრი ლაქით. ეს გაგრძელდება მანამ, სანამ გულები არ გაიყოფიან ორ ტიპად: ერთი — თეთრი, როგორიცაა გლუვი ქვა, რომელსაც ვერაფერი ავნებს, ვიდრე იარსებებს ცა და მიწა; მეორე — შავი, ნაცრისფერი ელფერით, გადაბრუნებული ჭურჭლის მსგავსად, რომელიც ვეღარ აღიქვამს სიკეთეს და არ უარყოფს ბოროტებას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ის მის ვნებებს ემთხვევა». ჰუზაიფამ (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) თქვა: "ვუამბე უმარს, რომ შენსა და ამ ფითნებს შორის არის დაკეტილი კარი, რომელიც მალე გატყდება.“ უმარმა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) ჰკითხა: "ასე ამბობ, რომ მას უბრალოდ გააღებენ?" "არა, მას სწორედ დაამსხვრევენ", — ვუპასუხე მე. და ავუხსენი, რომ ეს კარი ადამიანი იყო, რომელსაც ან მოკლავდნენ, ან გარდაიცვლებოდა.
აბუ ხალიდმა დაამატა: „ვკითხე საადს: — ო, აბუ მალიქ, რას ნიშნავს ‘შავი ნაცრისფერი ელფერით’?“ მან მიპასუხა: — ეს არის შავი და თეთრი ფერის შეზავება. ვკითხე: — და რას ნიშნავს ‘გადაბრუნებული ჭურჭელი’?“ მან მიპასუხა: — ეს არის ჭურჭელი, რომელიც თავდაყირა დგას".
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
«ჭორიკანა არ შევა სამოთხეში».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
"ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) როდესაც ღამით იღვიძებდა, კბილებს მისვაქით წმენდდა".
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ორ სუჯუდს შორის ამბობდა: «რაბბი ღფირ ლიი, რაბბი ღფირ ლიი». /ღმერთო ჩემო მაპატიე/
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა აბუ დაუდმა, ალ-ნასაიმ, იბნ მააჯამ და აჰმადმა
"ერთხელ ვიყავით ალლაჰის მოციქულთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას), და ის მივიდა ერთ ადგილას, სადაც ხალხი ნაგავს ყრიდა, და მან მოშარდა ფეხზე მდგომმა, მე განზე გავდექი, მაგრამ მან მითხრა: «მომიახლოვდი». მე მივუახლოვდი და დავდექი მის ტერფებთან ახლოს. შემდეგ მან მცირე განბანვა გააკეთა და ტყავის წინდებზე სველი ხელი მოუსვა".
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«ჭეშმარიტად, იქნებიან ისეთი მმართველები, რომლებიც იცრუებენ და უსამართლობას ჩაიდენენ, ვინც დაამოწმებს მათ ტყუილს და დაეხმარება მათ უსამართლობაში, ის ჩემიანი არ არის, და ვერ დალევს ჩემთან ერთად წყალსაცავიდან წყალს, ხოლო ვინც არ დაამოწმებს მათ ტყუილს და არ დაეხმარება მათ უსამართლობაში ის არის ჩემიანი, და მე ვარ მისიანი, და ის დალევს ჩემთან ერთად წყალსაცავიდან წყალს».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა აჰმადმა
«ჩვენ, როდესაც ვესწრებოდით საჭმელს ალლაჰის მოციქულთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) არ ვდებდით ჩვენს ხელს საჭმელზე, სანამ შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) არ დაიწყებდა და არ დადებდა ხელს. ერთხელ ჩვენ ვიყავით მასთან ერთად საჭმლის დროს, და მოვიდა ერთი გოგონა, თითქოს ვიღაც უბიძგებდა მას, და მან სცადა ხელი მოეკიდა საჭმლისთვის. მაშინ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) დაიჭირა მისი ხელი, შემდეგ მოვიდა ერთი ბედუინი, თითქოს მასაც უბიძგებდნენ, და ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) დაიჭირა მისი ხელიც, მაშინ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ეშმაკი მიითვისებს საკვებს, როდესაც მასზე ალლაჰის სახელი არ არის მოხსენიებული, სწორედ ამიტომ მოიყვანა ეს გოგონა, რომ მისგან მიეთვისებინა საჭმელი, მაგრამ მე დავიჭირე მისი ხელი, შემდეგ მოიყვანა ეს ბედუინი, რათა მასაც მიეთვისებინა საჭმელი, მაგრამ მე დავიჭირე მისი ხელიც, ვფიცავ ალლაჰს, რომ მისი ხელი ჩემს ხელშია, გოგონას ხელთან ერთად».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა