عربي - Arabic English Qafár af - Afar Afrikaans - Afrikanns Akan Shqip - Albanian አማርኛ - Amharic Հայերեն - Armenian অসমীয়া - Assamese Azərbaycanca - Azerbaijani Bamanankan - Bambara Bassa Bemba বাংলা - Bengali Bosanski - Bosnian Български - Bulgarian မြန်မာဘာသာ - Burmese Bisaya - Cebuano Cham Нохчий - Chechen chiCheŵa - Chewa 中文 - Chinese Адыгэбзэ - Circassian Hrvatski - Croatian Česky - Czech Dagbani Dansk - Danish فارسی دری - Dari Dendi ދިވެހި ބަސް - Dhivehi Nederlands - Dutch إستوني - Estonian Suomi - Finnish Français - French Fulfulde - Fula ქართული - Georgian Deutsch - German Ελληνικά - Greek ગુજરાતી - Gujrati Kreyòl ayisyen - Haitian Creole Hausa हिन्दी - Hindi Magyar - Hungarian Igbo Indonesia - Indonesian Italiano - Italian 日本語 - Japanese Jóola - Jola ಕನ್ನಡ - Kannada Қазақша - Kazakh ភាសាខ្មែរ - Khmer Kikuyu Ikinyarwanda - Kinyarwanda Ikirundi - Kirundi 한국어 - Korean كوردی سۆرانی - kurdish كوردي kurmancî - Kurmanji Kyrgyz ລາວ - Lao latviešu - Latvian Lingala lietuvių - Lithuanian Luganda Македонски - Macedonian Maguindanaon Malagasy - Malagasy Bahasa Melayu - Malay മലയാളം - Malayalam Mandinka मराठी - Marathi Mõõré - Moore नेपाली - Nepali أنكو - NKo Norwegian ଓଡ଼ିଆ - Odia oromoo - Oromo پښتو - Pashto فارسی - Persian Polski - Polish Portuguese ਪੰਜਾਬੀ - Punjabi Română - Romanian Русский - Russian Српски - Serbian Shona සිංහල - Sinhala Slovenščina - Slovenian Soomaaliga - Somali Soninke Sesotho - Sotho Español - Spanish Kiswahili - Swahili Svenska - Swedish Tagalog Тоҷикӣ - Tajik தமிழ் - Tamil తెలుగు - Telugu ไทย - Thai ትግረኛ - Tigrinya Türkçe - Turkish Ukrainian اردو - Urdu ئۇيغۇرچە - Uyghur Ўзбек - Uzbek Việt Nam - Vietnamese Wolof Yao Yorùbá - Yoruba Zarma زولو - Zulu
841 Hadiths
Encyclopedia of Prophetic Hadiths
Grading
Narrated in
Narrator
Show all narrators (235)
ერთმა კაცმა ჰკითხა ალლაჰის მოციქულს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას): „რას იტყვი, თუ შევასრულებ სავალდებულო ლოცვებს, ვიმარხვებ რამადანში, გავაკეთებ იმას, რაც დასაშვებია, და ავკრძალავ იმას, რაც აკრძალულია, და ამას აღარაფერს დავამატებ, შევალ სამოთხეში?“ უპასუხა: „დიახ“. კაცმა თქვა: „ ვფიცავ ალლაჰს, ამაზე არაფერს დავამატებ“.
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
«უეჭველად, ეშმაკი სასოწარკვეთილია იმით, რომ არაბეთის ნახევარკუნძულზე მლოცველები მას თაყვანს სცემდნენ. თუმცა, ის შეეცდება მათ შორის შუღლი ჩამოაგდოს და ურთიერთობა გააფუჭოს»
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
«ყველაზე საუკეთესო ზიქრი (ხსენება) არის: არ არსებობს ღვთაება, გარდა ალლაჰისა/ლაა ილაჰა ილლა ალლაჰ, ხოლო საუკეთესო ვედრება: ქება-დიდება ალლაჰს/ალჰამდულილლაჰ».
კარგი (ჰასან) გადმოსცა ალ-თირმიზიმ, ალ-ნასაიმ ალ-ქუბრაში და იბნ მააჯამ
"ერთხელ მოციქულთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მივიდა კაცი და ჰკითხა: ო, ალლაჰის შუამავალო, რა არის ორი სავალდებულო რამ? მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) უპასუხა: «ის, ვინც გარდაიცვალა და ალლაჰისთვის არაფერი დაუდგენია თანაზიარად - სამოთხეში შევა, ხოლო ვინც გარდაიცვალა ისე, რომ ალლაჰს უდგენდა თანაზიარს - ჯოჯოხეთში შევა».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
«ჭეშმარიტად, ადამიანს და შირქსა და ურწმუნოებას შორის გამყოფი ზღვარი არის ლოცვის მიტოვება».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
«ალლაჰმა შეიწყალოს ის კაცი, ვინც ლმობიერია, როდესაც ყიდის, როდესაც ყიდულობს და როდესაც ვალს მოითხოვს».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა ალ-ბუხარიმ
«ჭეშმარიტად, ჩემთვის ყველაზე საყვარლები და სასამართლოს დღეს ჩემთან ყველაზე ახლოს მჯდომნი იქნებიან თქვენგან ყველაზე კეთილი ზნეობის მქონენი, ხოლო ჩემთვის ყველაზე საძულველნი და ჩემგან ყველაზე შორს მჯდომნი სასამართლოს დღეს იქნებიან ლაყბები, თავიანთ სიტყვებში ქედმაღალნი და დიდგულოვნად მოლაპარაკეები». ხალხმა ჰკითხა: „ჩვენ ვიცით ლაყბები და ქედმაღალნი სიტყვებში, მაგრამ ვინ არიან დიდგულოვნად მოლაპარაკეები?“ მან უპასუხა: «ისინი არიან ამპარტავნები».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა ალ-თირმიზიმ
«მათრობელა, რომელიც ბევრი დალევისას დაათრობს, მისი ცოტაც აკრძალულია».
კარგი (ჰასან) გადმოსცა აბუ დაუდმა, ალ-თირმიზიმ, იბნ მააჯამ და აჰმადმა