უზენაესმა ალლაჰმა თქვა: სამი პიროვნების მოდავე მე ვიქმები განკითხვის დღეს
გადმოცემულია აბუ ჰურაირასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:
«უზენაესმა ალლაჰმა თქვა: სამი პიროვნების მოდავე მე ვიქმები განკითხვის დღეს: კაცი, რომელმაც დადო პირობა ჩემი სახელით, შემდეგ უღალატა მას, კაცი რომელმაც გაყიდა თავისუფალი ადამიანი და მიირთვა მისი საფასური, კაცი რომელმაც დაიქირავა მუშა, შემდეგ მისი საქმე შეასრულა და მას არ მისცა თავისი გასამრჯელო».
«قَالَ اللَّهُ تَعَالَى: ثَلاَثَةٌ أَنَا خَصْمُهُمْ يَوْمَ القِيَامَةِ: رَجُلٌ أَعْطَى بِي ثُمَّ غَدَرَ، وَرَجُلٌ بَاعَ حُرًّا فَأَكَلَ ثَمَنَهُ، وَرَجُلٌ اسْتَأْجَرَ أَجِيرًا فَاسْتَوْفَى مِنْهُ وَلَمْ يُعْطِهِ أَجْرَهُ».
ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გვამცნო, რომ უზენაესი ალლაჰი ამბობს ყუდსი ჰადისში: სამი კატეგორია ხალხია, რომელთა მოდავე მე ვიქნები განკითხვის დღეს, ვისი მოდავეც მე ვიქნები დავამარცხებ და ვსძლევ მას. პირველი: ვინც ფიცს მისცემს და დაიფიცებს ალლაჰს, დადებს აღთქმას, შემდეგ კი დაარღვევს მას და არ შეასრულებს. მეორე: ვინც გაყიდის/გაასაღებს თავისუფალ პიროვნებას როგორც მონას, შემდეგ გამოიყენებს და გაფლანგავს მის თანხას. მესამე: ვინც დაიქირავებს მუშას საქმისთვის, და მასზე დაკისრებულ საქმეს სრულად ჩაიბარებს, და მის გასამრჯელოს ამ საქმისთვის არ მისცემს მუშას.
ეს ჰადისი ერთ-ერთია იმათ შორის, რომლებიც მოციქულმა (ალლაჰმა დალოცოს და მიესალმოს მას) თავის უფლისგან გადმოსცა. ასეთი ჰადისები ცნობილია, როგორც "ალ-ყუდსი" და ან «ალ-ილაჰი» (ღვთიური). ეს ნიშნავს, რომ მისი სიტყვები და აზრი ალლაჰს ეკუთვნის, თუმცა მას არ გააჩნია ის განსაკუთრებული თვისებები, რაც ყურანს გამოარჩევს სხვა გადმოცემებისგან. ყურანის ამ გამორჩეულ თვისებებს მიეკუთვნება მისი კითხვა, როგორც თაყვანისცემის ფორმა, მისი წაკითხვისთვის აუცილებელია რიტუალური სიწმინდე, ასევე მისი ფენომენალურობა და მისი გამეორების შეუძლებლობა, მისი აიათების უპირობო ორიგინალობა და სხვა განსაკუთრებული მახასიათებლები.
ალ-სინდიმ თქვა: «ითქვა: ამ კონკრეტული სამი კატეგორიის ხსენება არ არის მხოლოდ გამონაკლისი; არამედ, უზენაესი ყველა უსამართლოს მოდავე იქნება, ეს სამი მხოლოდ განსაკუთრებული ყურადღების გამო არის ნახსენები».
იბნ ალ-ჯავზიმ თქვა: «თავისუფალი ადამიანი არის ალლაჰის მონა, ვინც ალლაჰის მონას უსამართლოდ მოექცევა მისი ბატონი იქნება მოდავე, მისი ბატონი კი ალლაჰია».
ალ-ხატტაბიმ თქვა: «თავისუფალი ადამიანის დამონება ორი ფორმით ხდება: როცა ხდება მისი გათავისუფლება, შემდეგ მალავს და განაგრძობს დამონებას. მეორე: როცა იძულებით აკეთებინებს რამეს გათავისუფლების შემდეგ, პირველი უფრო მძიმე ფორმაა. ვთქვი: ამ თავში მოცემული ჰადისი უფრო მძიმეა: რადგან მასშია გათავისუფლების დამალვა ან გაგრძელება მისი დამონების, რომლითაც გამოწვეულია მისი გაყიდვა და საფასურის გაფლანგვა, აქედან გამომდინარე მუქარა ძალიან მძიმეა».
საჰიჰ ალ-ბუხარი (3/ 90) (2270).
მეტი... (3)
فتح ذي الجلال والإكرام بشرح بلوغ المرام (4/ 252).
إرشاد الساري لشرح صحيح البخاري (4/ 108).
مرشد ذوي الحجا والحاجة إلى سنن ابن ماجه والقول المكتفى على سنن المصطفى (14/ 211).
Cited in books
6 Booksმეტი... (6)
- الحقيقة المُبْهِرَة في العلاقة بين الإسلام والإنسان(ثلاثةٌ أنا خصمهم يوم القيامة: رجل أعطى بي ثم غدَر، ورجل باع حُرًّا فأكل ثمنَه، ورجل استأجر أجيرًا فاستوفى منه ولم يُعطِه أجره)[112].
- رياض الصالحينرياض الصالحين مع فوائد وهدايات - 7«قَالَ اللهُ تَعَالىٰ: ثلاثةٌ أنا خَصْمُهُمْ يومَ القيامَة: رجُلٌ أعْطَىٰ بي ثُمَّ غَدَرَ، ورَجُلٌ بَاعَ حُرّاً فأكَلَ ثَمَنَهُ، ورَجُلٌ اسْتأجَرَ أجيراً فَاسْتَوْفَىٰ منْهُ، ولمْ يُعْطِهِ أجْرَهُ».
- قاموس الكبائرموسوعة الكبائر - المجموعة الثانية«قَالَ اللَّهُ تَعَالَى: ثَلَاثَةٌ أَنَا خَصْمُهُمْ يَوْمَ الْقِيَامَةِ: رَجُلٌ أَعْطَى بِي ثُمَّ غَدَرَ، وَرَجُلٌ بَاعَ حُرًّا فَأَكَلَ ثَمَنَهُ، وَرَجُلٌ اسْتَأْجَرَ أَجِيرًا فَاسْتَوْفَى مِنْهُ وَلَمْ يُعْطِهِ أَجْرَهُ» [144].
- مجموعة زاد التربية الإسلامية (1)، والسيرة النبوبة (1)، والعقيدة (1)، والفقه (1)التربية الأسلامية 1«ثلاثةٌ أنا خصْمُهُم يوم القيامةِ، ومنهم: ورجلٌ استأجر أجِيرا فاستوفى منه ولم يُعْطِهِ أجْرهُ»
- محرمات استهان بها كثير من الناسقال الله تعالى: ثلاثة أنا خصمهم يوم القيامة رجل أعطى بي ثم غدر ورجل باع حرا وأكل ثمنه ورجل استأجر أجيرا فاستوفى منه ولم يعطه أجره
- مشروع منهاج زادكزادك 3 طالب نهائي«قَالَ اللهُ تَعَالَى: ثَلَاثَةٌ أَنَا خَصْمُهُمْ يَوْمَ الْقِيَامَةِ...»،