Skip to content

ჭეშმარიტად, ალლაჰი კმაყოფილია თავის მსახურით, რომელიც ადიდებს მას ყოველი ნაჭამი ლუკმისა და ყოველი დალეული ყლუპისთვის

ანას ბინ მალიქის (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოცემით, მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:

«ჭეშმარიტად, ალლაჰი კმაყოფილია თავის მსახურით, რომელიც ადიდებს მას ყოველი ნაჭამი ლუკმისა და ყოველი დალეული ყლუპისთვის».

«إِنَّ اللهَ لَيَرْضَى عَنِ الْعَبْدِ أَنْ يَأْكُلَ الْأَكْلَةَ فَيَحْمَدَهُ عَلَيْهَا، أَوْ يَشْرَبَ الشَّرْبَةَ فَيَحْمَدَهُ عَلَيْهَا».

გადმოსცა მუსლიმმა
სანდო (საჰიჰ)
განმარტება

შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) განმარტავს, რომ მსახურის მადლიერება თავისი ღმერთის მიმართ მასზე ბოძებული სიკეთისა და წყალობისთვის, ალლაჰის კმაყოფილების ერთ-ერთი მიზეზია. როცა ის მიირთმევს საკვებს და ამბობს: დიდება ალლაჰს/ალჰამდულილლაჰ, სვამს დასალევს და ამბობს: დიდება ალლაჰს/ალჰამდულილლაჰ.

სიტყვების მნიშვნელობა

...:

ჰადისის სარგებლობიდან

უზენაესი ალლაჰის ხელგაშლილობა, რადგან მან მოგვცა სარჩო და კმაყოფილია ჩვენი მადლიერებით.

ალლაჰის კმაყოფილების მიღწევა ყველაზე მარტივი გზებით, მაგალითად, მადლიერების გამოხატვით ჭამისა და დალევის შემდეგ.

ჭამა-სმის ეთიკიდან არის: უზენაეს ალლაჰზე მადლობის გადახდა ჭამისა და დალევის შემდეგ.

წყაროები

საჰიჰ მუსლიმ (4/ 2095) (2734).

მეტი... (10)

نزهة المتقين شرح رياض الصالحين.

لمصطفى الخن وغيره (1/ 164).

بهجة الناظرين شرح رياض الصالحين.

لسليم الهلالي (1/ 215).

شرح رياض الصالحين من كلام سيد المرسلين.

لابن عثيمين (2/ 203).

كنوز رياض الصالحين.

لمجموعة من الباحثين.

تطرز رياض الصالحين.

لفيصل آل مبارك (ص764).