Skip to content

კაცი თავისი მეგობრის რწმენაზეა, ამიტომ თითოეულმა თქვენგანმა შეხედოს, ვინ არის მისი მეგობარი

გადმოცემულია აბუ ჰურაირასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:

«კაცი თავისი მეგობრის რწმენაზეა, ამიტომ თითოეულმა თქვენგანმა შეხედოს, ვინ არის მისი მეგობარი».

«الرَّجُلُ عَلَى دِينِ خَلِيلِهِ، فَلْيَنْظُر أَحَدُكُم مَنْ يُخَالِل».

გადმოსცა აბუ დაუდმა, ალ-თირმიზიმ და აჰმადმა
კარგი (ჰასან)
განმარტება

მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) განმარტა, რომ ადამიანი თავისი ახლო მეგობრისა და თანამგზავრის მსგავსია ქცევასა და ჩვევებში. მეგობრობა გავლენას ახდენს ზნეობაზე, ქცევებსა და მოქმედებებზე. ამიტომ მან ურჩია მეგობრის სწორად არჩევა, რადგან კარგი მეგობარი უთითებს რწმენაზე, ჭეშმარიტ გზაზე და სიკეთეზე და ეხმარება თავის მეგობარს.

ჰადისის სარგებლობიდან

ბრძანება, რომ დავმეგობრდეთ საუკეთესოებთან და ავირჩიოთ ისინი, და აკრძალვა ცუდ ადამიანებთან მეგობრობაზე.

ნახსენებია სწორედ მეგობარი და არა ნათესავი, რადგან მეგობრებს ჩვენ თვითონ ვირჩევთ, ხოლო ნათესავებს – არა.

მეგობრობის დამყარება აუცილებლად უნდა ეფუძნებოდეს გააზრებას.

ადამიანი ამტკიცებს თავის რწმენას მორწმუნეებთან მეგობრობით და ასუსტებს მას გარყვნილებთან ურთიერთობით.

წყაროები

სუნან აბი დაუდ (7/ 204) (4833).

სუნან ალ-თირმიზი (4/ 187) (2378).

მუსნად აჰმად (13/ 398) (8028).

მეტი... (10)

بهجة الناظرين شرح رياض الصالحين.

لسليم الهلالي (1/ 433).

تحفة الأحوذي بشرح جامع الترمذي.

للمباركفوري (7/ 51).

تطريز رياض الصالحين.

لفيصل آل مبارك (ص250).

كنوز رياض الصالحين.

لمجموعة من الباحثين (6/ 166).

نزهة المتقين شرح رياض الصالحين.

لمجموعة من الباحثين (1/ 341).