Skip to content
841 Hadiths

Encyclopedia of Prophetic Hadiths

Filter results

6 of 841 cards

Clear filters
«მუსლიმის უფლება მუსლიმზე ექვსია», მას ჰკითხეს: რომლებია ისინი, ალლაჰის შუამავალო? მან თქვა: «თუ შეხვდები, მიესალმე მას, თუ დაგპატიჟებს მიდი მასთან, თუ რჩევას გთხოვს ურჩიე მას, თუ დააცემინა და ალლაჰი განადიდა წყალობა უსურვე მას, თუ ავად გახდა მოინახულე, თუ გარდაიცვლება დაესწარი მის გასვენებას».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
«დაწყევლა შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) კაცი, რომელიც იცვამს ქალის ტანსაცმელს და ქალი, რომელიც იცვამს კაცის ტანსაცმელს».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა ან-ნასააიმ "ალ-ქუბრა-ში", იბნ მააჯამ მისი მნიშვნელობით და აჰმადმა.
«კაცი თავისი მეგობრის რწმენაზეა, ამიტომ თითოეულმა თქვენგანმა შეხედოს, ვინ არის მისი მეგობარი».
კარგი (ჰასან) გადმოსცა აბუ დაუდმა, ალ-თირმიზიმ და აჰმადმა
«ჭეშმარიტად, თქვენ გაჰყვებით თქვენამდე მყოფთა გზას მტკაველ მტკაველამდე და მკლავიდან მკლავამდე, ისე, რომ თუკი ისინი შევიდოდნენ ხვლიკის ხვრელში, თქვენც მათ გაჰყვებოდით». ვკითხეთ: "ო, ალლაჰის შუამავალო, იუდეველებს და ქრისტიანებს გულისხმობ?" მან თქვა: «აბა, სხვა ვინ?»
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«ვინც დაემსგავსა რომელიმე ხალხს - ის მათგანია».
კარგი (ჰასან) გადმოსცა აბუ დაუდმა და აჰმადმა
«ვინც ავნებს ალლაჰი მას ავნებს, ხოლო ვინც სირთულეებს შეუქმნის, ალლაჰი მასაც სირთულეებს შეუქმნის».
კარგი (ჰასან) გადმოსცა აბუ დაუდმა, ალ-თირმიზიმ, იბნ მააჯამ და აჰმადმა