Skip to content

«ვინც შეიტანს ჩვენს ამ საქმეში (რელიგიაში) რაიმე სიახლეს, რაზეც არ იყო ჩვენი ბრძანება - ის იქნება უარყოფილი

მორწმუნეთა დედის, უმმ აბდულლაჰ აიშას (ალლაჰი იყოს კმაყოფილი მისით) სიტყვებით, რომელმაც თქვა: ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:

«ვინც შეიტანს ჩვენს ამ საქმეში (რელიგიაში) რაიმე სიახლეს, რაზეც არ იყო ჩვენი ბრძანება - ის იქნება უარყოფილი». ხოლო იმამ მუსლიმის გადმოცემაში: «ვინც გააკეთებს საქმეს, რომელზეც ჩვენი მითითება არ არის, ის უარყოფილი იქნება».

«مَنْ أَحْدَثَ فِي أَمْرِنَا هَذَا مَا لَيْسَ مِنْهُ فَهُوَ رَدٌّ». وَفِي رِوَايَةٍ لِمُسْلِمٍ: «مَنْ عَمِلَ عَمَلًا لَيْسَ عَلَيْهِ أَمْرُنَا فَهُوَ رَدٌّ».

გადმოსცა ალ-ბუხარიმ და მუსლიმმა.
სანდო (საჰიჰ)
განმარტება

შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) განმარტავს, რომ ვინც გამოიგონა ახალი რამ რელიგიაში ან გააკეთა ისეთი საქმე, რაზეც არ არის არავითარი არგუმენტი ყურანიდან და სუნნადან, ის მიბრუნებული იქნება თავის პატრონთან (ჩამდენთან) და არ იქნება მიღებული ალლაჰის წინაშე.

ჰადისის სარგებლობიდან

თაყვანისცემა უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ იმას, რაც დადგენილია ყურანსა და სუნნაში. ჩვენ ვუწევთ თაყვანისცემას ყოვლისშემძლე ალლაჰს მხოლოდ იმ ფორმით, რომელიც მან დააკანონა, და ვერიდებით ნებისმიერ სიახლესა და გამოგონილ რიტუალს.

რელიგია არ ეფუძნება პირად შეხედულებებსა და უპირატესობებს, არამედ ალლაჰის შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გზაზე მიყოლას.

ეს ჰადისი არის რელიგიის სრულყოფილების არგუმენტი.

ბიდ'ათი არის ყველაფერი, რაც გამოგონილ იქნა რელიგიაში, რომელიც არ იყო შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) და მისი საჰაბების პერიოდში, ეს იქნება მრწამსში, სიტყვებში თუ ქმედებებში.

ეს ჰადისი არის ფუძე ისლამის ფუძეებიდან, ის არის ქმედებებისთვის როგორც სასწორი, როგორც ყველა საქმე, რომელიც ალლაჰის კმაყოფილებისთვის არ სრულდება და მის ჩამდენს არავითარი მადლი არ ექნება, ასევე ყველა საქმე, რომელიც არ იქნება იმის მიხედვით, რითიც მოვიდა ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას), ეს საქმე იქნება მიბრუნებული თავის ჩამდენთან (არ იქნება მიღებული ალლაჰის წინაშე).

ჰადისი წარმოადგენს ძირითად წესს ყოველგვარი შემოღებული სიახლისა (ბიდა'ას) და მიმდინარე უარყოფითი, დაგმობილი ქმედებების უარყოფაში.

აკრძალული სიახლეები არის ის, რაც დაკავშირებულია რელიგიურ საკითხებთან და არა ამქვეყნიურ საქმეებთან.

წყაროები

საჰიჰ ალ-ბუხარი (3/ 184) (2697).

საჰიჰ მუსლიმ (3/ 1343) (1718).

მეტი... (5)

التحفة الربانية في شرح الأربعين حديثًا النووية (ص16).

شرح الأربعين النووية.

لابن عثيمين (ص96).

فتح القوي المتين في شرح الأربعين وتتمة الخمسين.

للعباد (ص38).