რატომ შექმნა ალლაჰმა ჯოჯოხეთი?
- محاور التعريف بالإسلام
- اليوم الآخر والمصيرالنار
- مصدر الإجابة
- قسم البعث
- الباب / الفصل
- (قسم البعث)
السؤال
რატომ შექმნა ალლაჰმა ჯოჯოხეთი?
الجواب
ცეცხლი არის ორი სახის: ამქვეყნიური ცეცხლი და საიქიოს ცეცხლი. რაც შეეხება ამქვეყნიურ ცეცხლს, მას დიდი სარგებელი გააჩნია, რომელთაგან უდიდესია ის, რომ იგი მიუთითებს აღდგომაზე განკითხვის დღეს. უზენაესი ამბობს:
თქვენ აღმოაცენეთ მისი ხე თუ ჩვენ ვართ აღმომცენებელნი?
ჩვენ ის შეხსენებად დავადგინეთ( რათა შეგახსენოთ ჯოჯოხეთის ცეცხლი) და სარგებლად მგზავრთათვის
მაშ, ადიდე შენი დიდებული უფლის სახელი!
[სურა ალ-ვაყია: 72-74],
დიდებულმა ალლაჰმა თქვა:
და მოჰყავს მას [აღდგომის უარმყოფელს] ჩვენთვის მაგალითები (ანუ ადარებს შემოქმედს ქმნილებას) და ავიწყდება საკუთარი შექმნა [როგორ შეიქმნა თავად წვეთისაგან]. ამბობს: «ვინ გააცოცხლებს ძვლებს, რომლებიც უკვე დამპალი და ჩამოშლილია?»
უთხარი (მას): «გააცოცხლებს მათ ის [ალლაჰი], ვინც პირველად შექმნა ისინი (არაფრიდან), [და ამიტომ მისთვის მეორედ მათი შექმნა კიდევ უფრო ადვილია] და იგი ყოველი ქმნილების მცოდნეა.
რომელმაც შექმნა თქვენთვის მწვანე ხიდან ცეცხლი, და აი – თქვენ მისგან [ამ შეშისგან] ანთებთ ცეცხლს.
[სურა იასინ: 78-80],
ალლაჰმა შეახსენა ხალხს, რომ მას, ვისაც ცივი მწვანე ხიდან გამოჰყავს ცხელი და მწველი ცეცხლი, შეუძლია მკვდრების გაცოცხლება თავისი ნებით.
და ამქვეყნიური ცეცხლის ყველაზე ცნობილ სარგებლობებს შორისაა სიბნელეში მისი სინათლით სარგებლობა, სასმელისა და საჭმლის მომზადება, სიცივეში გათბობა, იმის განადგურება, რისი განადგურებაც ადამიანს სჭირდება, ლითონების დარბილება, წარმოების გაადვილება და ზოგიერთი დაავადების მკურნალობა.
რაც შეეხება საიქიოს ჯოჯოხეთს, ალლაჰმა იგი შექმნა იმ სიბრძნეებისთვის, რომელთა დათვლაც შეუძლებელია, თუმცა შევეცდებით ვახსენოთ ზოგიერთი მათგანი, მათ შორისაა:
პირველი: თქვა შუამავალმა ﷺ:
«ჯოჯოხეთმა და სამოთხემ იკამათეს. ერთმა თქვა: ჩემში ტირანები და ამპარტავნები შემოდიან, მეორემ კი თქვა: ჩემში სუსტები და ღარიბები შემოდიან. მაშინ ალლაჰმა, დიდებულმა და უზენაესმა, უთხრა პირველს: შენ ხარ ჩემი სასჯელი, შენით დავსჯი, ვისაც ვისურვებ – ან შესაძლოა თქვა: შენით დავატეხ უბედურებას, ვისაც ვისურვებ – და უთხრა მეორეს: შენ ხარ ჩემი წყალობა, შენით შევიწყალებ, ვისაც ვისურვებ, და თითოეული თქვენგანი აივსება.»
[საჰიჰ მუსლიმ (170)].
ეს არის ალლაჰის სასჯელი, რომელშიც იგი სჯის ურწმუნოთა და დამნაშავეთაგან იმას, ვისაც ისურვებს.
მეორე: ადამიანთა გულებს შორის არის ისეთებიც, რომლებიც კიდევ უფრო მკაცრია, ვიდრე ქვა, და ამ ურჩ და ამპარტავან გულებს ვერაფერი დაალღობს და ვერც მოარჯულებს, გარდა ამ დიდი ჯოჯოხეთის ცეცხლისა.
მესამე: ალლაჰის სიბრძნე და წყალობაა ის, რომ ალლაჰმა შექმნა ჯოჯოხეთი; რადგან ალლაჰმა ეს ამქვეყნიური ცხოვრება განსაცდელისა და გამოცდის ადგილად აქცია. მან შექმნა ადამიანი, ჩადო მასში ვნებები და გაუჩინა ის, რითაც თავის ვნებებს დაიკმაყოფილებს, ხოლო აქედან დაადგინა ნებადართული და აკრძალული. მან გააფრთხილა თავისი მსახურები ურჩობისგან, რაც აკრძალულ ვნებებთან მიახლოებით ვლინდება, ისევე, როგორც გააფრთხილა ისინი უზენაესის უფლების უგულებელყოფისგან, რაც მის თაყვანისცემას გულისხმობს. და დაემუქრა ყველას, ვინც ეურჩება მას — აკრძალულის ჩადენით ან მორჩილებაში ნაკლოვანებით — რომ მათ ჯოჯოხეთში შეიყვანს. ამრიგად, ჯოჯოხეთის არსებობა საუკეთესო შემაკავებელია საღი გონების მქონეთათვის ცოდვების ჩადენისა და უგულებელყოფისგან. უზენაესი ბრძანებს:
აი, მე თქვენ გაფრთხილებთ ცეცხლით მძვინვარეთი.
მასში არავინ შევა გარდა ყველაზე უბედურისა.
რომელმაც (შუამავალი) ცრუდ შერაცხა და (რწმენისგან) პირი იბრუნა
და მას განარიდებენ ყველაზე ღვთისმოშიშს
რომელიც ქონებას გასცემს, რათა განიწმინდოს.
(ალ-ლაილ: 8-11),
როდესაც ამას შეიცნობ, მიხვდები, რომ მისი არსებობა მიზეზია თავის შეკავებისა იმისგან, რაც განარისხებს უზენაეს ალლაჰს, და იმის მორჩილებისა, რასაც იგი ბრძანებს და უყვარს. ასევე, ჯოჯოხეთში ურწმუნოსა და უსამართლოს სასჯელში არის გამარჯვება იმ დაჩაგრულისთვის, რომელიც ამქვეყნად დაიჩაგრა, და მისი რისხვის გაქარვებაა, და ასევე იმისთვის, რომ ურწმუნომ მიიღოს თავისი სასჯელი უფლისადმი ურჩობის გამო.
المصدر
ملاحظات
--