Skip to content

რა ხდება სამოთხეში და ჯოჯოხეთში?

مصدر الإجابة
قسم البعث
الباب / الفصل
(قسم البعث)

السؤال

რა ხდება სამოთხეში და ჯოჯოხეთში?

الجواب

სამოთხე - ეს არის საზღაურის სასუფეველი მორწმუნეთათვის და მათი მარადიული ნეტარება საიქიოში, ხოლო ჯოჯოხეთი - საზღაურის სავანე ურწმუნოთათვის და მათი მარადიული ტანჯვა საიქიოში. მასში დაიტანჯებიან ცოდვილი ერთღმერთიანებიც, რის შემდეგაც მათ სამოთხეში შეიყვანენ. სამოთხეში არის ის, რაც ადამიანის თვალს არ უნახავს, ყურს არ გაუგონია და ადამიანის გულს არასდროს წარმოუდგენია. წმინდა ყურანმა და შუამავლის სუნნამ განმარტა ბევრი რამ იმის შესახებ, რაც მოხდა და რაც მოხდება სამოთხეში. ეს ყოველივე ისეთი დაწვრილებით არის აღწერილი, რომ სულებს მისი ძლიერი სურვილი უჩნდებათ. ასევე ჯოჯოხეთიც და მასში არსებული ტანჯვა ისეთი დაწვრილებით არის აღწერილი, რომ აშინებს სულებს და უბიძგებს მათ იმოქმედონ მისგან თავის ასარიდებლად. დიადი ალლაჰი ამბობს:

და არცერთმა სულიერმა არ იცის, რა არის დაფარული მათთვის [მორწმუნეთათვის] თვალთა ნეტარებიდან [იმ სიამოვნებებიდან და სიხარულიდან, რითაც გაიხარებს თვალი და გული], როგორც ჯილდო იმის გამო, რასაც ისინი აკეთებდნენ [მათი მორჩილებისა და კეთილი საქმეების გამო]

[ას-საჯდაჰ: 21].

თქვა დიდებულმა:

ჭეშმარიტად ღვთისმოშიშთათვისაა წარმატება,

[ან-ნაბა: 31].

დიდებულმა ალლაჰმა თქვა:

ჭეშმარიტად, ჯოჯოხეთი იქნება ჩასასაფრებლად,

ზღვარგადასულთა სამყოფად,

მასში დაჰყოფენ უკუნისამდე

მასში ვერ იგემებენ ვერც სიგრილეს და ვერც სასმელს,

გარდა მდუღარისა და ჩირქისა

სათანადო სასჯელად

უეჭველად, მათ ანგარიშგების მოლოდინიც კი არ ჰქონდათ

და ცრუდ რაცხავდნენ ჩვენს აიათებს – მთელი თავგამოდებით,

ჩვენ კი ყველაფერი აღვრიცხეთ წიგნად.

მაშ, იგემეთ და არაფერს მოგიმატებთ გარდა ტანჯვისა!

ბაღები და ყურძნები

ასევე მკერდსავსე თანატოლი ქალწულები

და სავსე ფიალები

იქ არ მოესმებათ ფუჭი სიტყვა და არც სიცრუე,

ჯილდოდ შენი ღმერთისგან საკმაო ძღვენი.

ღვთისმოშიშთათვის აღთქმული სამოთხის მაგალითი: მასშია მდინარეები უცვლელი წყლისა, და მდინარეები რძისა, რომლის გემოც არ იცვლება, და მდინარეები ღვინისა, სასიამოვნო მსმელთათვის, და მდინარეები გაწმენდილი თაფლისა. და მათთვისაა მასში ყოველგვარი ხილი და შენდობა მათი უფლისგან. განა ჰგავს იმას, ვინც სამუდამოდ ცეცხლშია და ასმევენ მდუღარე წყალს, რომელიც მათ ნაწლავებს გლეჯს?

[მუჰამმად: 27].

სამოთხის ბინადრები იმ დღეს [განკითხვის დღეს] იქნებიან უკეთეს სამყოფელში და უმშვენიერეს დასასვენებელ ადგილას

"[ალ-ფურყაან: 3]."

და თქვა დიდებულმა:

ხოლო [ღმერთის წინაშე ანგარიშისას] ვისი სასწორიც მსუბუქი იქნება, სწორედ ისინი არიან, რომელთაც საკუთარ თავს ზიანი მიაყენეს, ჯოჯოხეთში იქნებიან მარადიულად

ცეცხლი წვავს მათ სახეებს, და ისინი არიან მასში უსახოდ [სახის კანის სრული დამწვრობის გამო]

[ალ-მუმინუნ: 12-14].

თქვა შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას):

«როდესაც დიდებულმა და ყოვლისშემძლე ალლაჰმა შექმნა სამოთხე, უთხრა ჯიბრილს: წადი და შეიხედე მასში. წავიდა და შეიხედა მასში, შემდეგ დაბრუნდა და თქვა: ო, ჩემო უფალო, ვფიცავ შენს სიდიადეს, ვინც კი მოისმენს მის შესახებ, მასში შევა! შემდეგ გარშემოარტყა იგი სირთულეებით, შემდეგ უთხრა: ო, ჯიბრილ! წადი და შეიხედე მასში. წავიდა და შეიხედა მასში, შემდეგ დაბრუნდა და თქვა: ო, ჩემო უფალო, ვფიცავ შენს სიდიადეს, მე მეშინია, რომ მასში არავინ შევა! თქვა: როდესაც ალლაჰმა შექმნა ჯოჯოხეთი, უთხრა: ო, ჯიბრილ! წადი და შეიხედე მასში. წავიდა და შეიხედა მასში, შემდეგ დაბრუნდა და თქვა: ო, ჩემო უფალო, ვფიცავ შენს სიდიადეს, ვინც კი მოისმენს მის შესახებ, მასში არ შევა! შემდეგ გარშემოარტყა იგი ვნებებით, შემდეგ უთხრა: ო, ჯიბრილ! წადი და შეიხედე მასში. წავიდა და შეიხედა მასში, შემდეგ დაბრუნდა და თქვა: ო, ჩემო უფალო, ვფიცავ შენს სიდიადეს, მე მეშინია, რომ არავინ დარჩება, ვინც მასში არ შევა!»

[ალ-მუსნადი (8398), გადმოსცა აბუ დააუდმა კარგი ისნადით (4744)],

«აღდგომის დღეს მოიყვანენ ჯოჯოხეთის ბინადართაგან იმას, ვინც ყველაზე ფუფუნებაში ცხოვრობდა ამქვეყნად, და ერთხელ ამოავლებენ ცეცხლში, შემდეგ ეტყვიან: ჰოი, ადამის ძევ, ოდესმე გინახავს რაიმე სიკეთე? ოდესმე განგიცდია რაიმე ნეტარება? ის იტყვის: არა, ვფიცავ ალლაჰს, ჩემო უფალო. და მოიყვანენ სამოთხის ბინადართაგან იმას, ვინც ყველაზე მეტად იტანჯებოდა ამქვეყნად, და ერთხელ ამოავლებენ სამოთხეში, შემდეგ ეტყვიან მას: ჰოი, ადამის ძევ, ოდესმე გინახავს რაიმე უბედურება? ოდესმე განგიცდია რაიმე გაჭირვება? ის იტყვის: არა, ვფიცავ ალლაჰს, ჩემო უფალო, არასოდეს განმიცდია უბედურება და არასოდეს მინახავს გაჭირვება.»

[გადმოცემულია მუსლიმის მიერ].

იხილეთ დამატებისთვის: ჰადი ალ-არვაჰ ილა ბილაად ალ-აფრააჰ იბნ ყაიმ ალ-ჯაუზიას და სამოთხე და ჯოჯოხეთი უმარ ალ-აშყარის.

المصدر

قسم البعث

ملاحظات

--