Skip to content

როგორ შეიძლება სიკვდილის შემდეგ აღდგომის დადასტურება?

محاور التعريف بالإسلام
اليوم الآخر والمصيرالبعث بعد الموت
مصدر الإجابة
قسم البعث | كتاب: الإسلام دين رب العالمين، ص 16-17.
الباب / الفصل
(قسم البعث)

السؤال

როგორ შეიძლება სიკვდილის შემდეგ აღდგომის დადასტურება?

الجواب

გასაკვირია ის, ვინც უარყოფს აღდგომას, რადგან ეს ისეთი რამ არის, რასაც სიბრძნე ითვალისწინებს და მისი სწამს ყველა საღვთო გზავნილს. ძირითადად, არ არსებობს რელიგია, რომელსაც ამა თუ იმ ფორმით ან სახით არ სწამდეს აღდგომა, ხოლო პასუხი შემდეგნაირია:

პირველი: ქმნილებების აღდგომა სამართლიანობისა და სიბრძნის მოთხოვნაა; და თუ დავუშვებთ, რომ აღდგომა არ იქნება, მაშინ ადამიანის არსებობა ამ პლანეტაზე მიზანის გარეშე იქნება. უზენაესმა ბრძანა:

ნუთუ გეგონათ, რომ ჩვენ ტყუილუბრალოდ შეგქმენით და ჩემს წინაშე დაბრუნებულნი არ იქნებით [ღმერთის წინაშე ანგარიშისა და სამაგიეროს მისაღებად]?

[ალ-მუმინუნ: 12-14].

და თუ ვივარაუდებთ, რომ აღდგომა არ არსებობს, მაშინ როგორ აღდგება სამართლიანობა ჩაგრულისთვის მჩაგვრელისგან? და როგორ დაისჯებიან დედამიწაზე ბოროტების მქნელნი, თუ ისინი ბუნებრივი სიკვდილით მოკვდებიან მანამ, სანამ მათ მართლმსაჯულების ხელი მისწვდება და სამაგიეროს მიუზღავს? და როგორ დაჯილდოვდებიან კეთილისმყოფელნი, რომლებმაც დიადი საქმეები გააკეთეს უძლურთათვის და არ მიუღიათ ჯილდო თავიანთი საქმეებისთვის ამქვეყნად? ამიტომ აუცილებლად უნდა არსებობდეს დღე, როდესაც ადამიანები წარდგებიან სამყაროთა უფლის წინაშე, რათა მან თითოეულს თავისი საქმის მიხედვით მიუზღოს. უზენაესმა ბრძანა:

ნუთუ მოვექცევით მუსლიმებს ისე როგორც ცოდვილებს!?

[ალ-ყალამ: 35].

ამას მაგალითით ავხსნით: თუკი მჩაგვრელმა ადამიანმა მოკლა ათასი ადამიანი, იძალადა ქალებზე, მიიტაცა ქონება და შემდეგ ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა ისე, რომ სამართლიანობის ხელი ვერ შესწვდა მას და პასუხი ვერ აგებინა, როგორ მიიღებს ის თავის სასჯელს? და როგორ აღდგება სამართლიანობა ამ უსამართლობაზე, დაღვრილ სისხლზე, შელახულ ღირსებასა და წართმეულ ქონებაზე, როგორ მიიღებენ მათი პატრონები საფასურს? ხელმეორედ აღსდგენა რომ არ არსებობდეს, ეს იქნებოდა უკიდურესად ცუდი რამ, რომ დედამიწაზე უდიდესი ბოროტმოქმედი დამნაშავე სასჯელს გადაურჩეს, მაგრამ ალლაჰმა გვაცნობა, რომ ყოველი ჩაგრული ადამიანი მიიღებს საფასურს თავისი მჩაგვრელისგან, უზენაესი ალლაჰი ამბობს:

ჭეშმარიტად, ვინც არ ირწმუნეს ჩვენი აიათები/სასწაულები, – ბოლოს მათ ცეცხლში შევიყვანთ; ყოველ ჯერზე, როგორც კი კანი დაეწვებათ, ახალი კანით ჩავუნაცვლებთ, რათა კარგად იგემონ მათი სასჯელი. ჭეშმარიტად, ალლაჰი ბრძენია, ძლევამოსილი.[სურა ან'ნისაა:56]

ურწმუნო ცეცხლში დაიწვება და ყოველ ჯერზე, როგორც კი კანი დაეწვება, ახალი კანით ჩაენაცვლება, რათა კარგად იგემოს სასჯელი, სანამ სამაგიერო არ მიეზღვება ყოველი უსამართლობისთვის, რაც ჩაიდინა. ათასი ადამიანიც რომ ჰყავდეს მოკლული, განკითხვის დღეს ალლაჰი მას ათასჯერ მოკლავს. განა არის მსგავსი რამ ამ ცხოვრებაში? ჭეშმარიტად, დამნაშავე რომც შეიპყრონ, რომელსაც ასი ადამიანი ჰყავს მოკლული, ერთადერთი, რაც მას ელის, ისაა, რომ ერთხელ მოკლავენ და მოკვდება.

მეორე: აღდგომის დადასტურება შესაძლებელია შემდეგი მტკიცებულებებით:

ჭეშმარიტად, ალლაჰი, ვისაც შეუძლია ცებისა და მიწის შექმნა, შემძლეა ადამიანთა მეორედ შექმნისა. რამეთუ ის, ვინც შექმნა ეს დიადი ციური სხეულები, ასევე შეძლებს ადამიანთა კვლავ შექმნას. უზენაესი ალლაჰი ამბობს:

უთუოდ, ცათა და მიწის შექმნა უფრო დიდია, ვიდრე ადამიანთა შექმნა, მაგრამ ადამიანთა უმრავლესობამ არ იცის.

(ღააფირ: 39)

ალლაჰი, რომელმაც შექმნა პირველი ადამიანი, ადამი (მშვიდობა მას) მიწისგან და აქცია იგი სრულყოფილ ადამიანად, შემძლეა, რომ ხელმეორედ დაუბრუნოს ადამიანს სიცოცხლე მას შემდეგ, რაც ის მიწად გარდაიქცევა. უზენაესმა თქვა:

და მოჰყავს მას [აღდგომის უარმყოფელს] ჩვენთვის მაგალითები (ანუ ადარებს შემოქმედს ქმნილებას) და ავიწყდება საკუთარი შექმნა [როგორ შეიქმნა თავად წვეთისაგან]. ამბობს: «ვინ გააცოცხლებს ძვლებს, რომლებიც უკვე დამპალი და ჩამოშლილია?» უთხარი: «გააცოცხლებს მათ ის, ვინც პირველად შექმნა ისინი და ის ყოველი ქმნილების მცოდნეა.»

[იასინ: 78-79].

ჭეშმარიტად, ალლაჰი, რომელიც ყოველდღე გვაჩვენებს ადამიანის განახლებულ შექმნას სუსტი წყლის უბრალო წვეთისგან(სპერმისგან), შემძლეა, რომ კიდევ ერთხელ ხელახლა გააჩინოს ქმნილებები. უზენაესმა თქვა:

ო, ადამიანებო! თუ გეპარებათ ეჭვი აღდგომის შესახებ [იმაში, რომ ალლაჰი აღადგენს მკვდრებს], მაშ, იცოდეთ, რომ ნამდვილად ჩვენ შეგქმენით თქვენ [თქვენი მამა ადამი] მიწისაგან, შემდეგ კი [მისი შთამომავლობა] წვეთისგან [ნაყოფის წვეთოვანი სითხისგან], შემდეგ შედედებული სისხლისგან, შემდეგ ხორცის ნაჭრისგან — სრულად ფორმირებულის ან დაუმთავრებელი ნაყოფისგან — რათა განგიმარტოთ [ჩვენი ძალმოსილება და ადამიანის შექმნის ეტაპები]. ჩვენ [და არა ვინმე სხვა] ვდებთ [ნაყოფს] საშვილისნოში, ვისაც გვსურს, განსაზღვრულ ვადამდე [დაბადებამდე]. შემდეგ გამოგვყავხართ დედის საშვილისნოდან ჩვილებად. შემდეგ მიდიხართ სრულწლოვანებამდე. თქვენგან არიან ისეთები, ვინც გარდაიცვლებიან [სრულწლოვნამდე], და თქვენგან არიან ისეთებიც, ვინც იცოცხლებენ უკიდურეს სიბერემდე, ისე რომ არ დარჩებათ ცოდნა [იმისგან, რაც ადრე იცოდნენ]. და ხედავ მიწას უსიცოცხლოდ, მაგრამ როდესაც ჩვენ ვავლენთ მასზე წყალს, იგი იძვრის [იმით, რომ მასზე აღმოცენდება მცენარეები], ფუვდება და ამოიზრდება მასზე ყოველგვარი მშვენიერი [და სასარგებლო] წყვილი [მცენარეებისა].

[ალ-ჰაჯი: 5],

ღმერთმა მოგვიყვანა მაგალითი, რომელსაც ხშირად განვიცდით ამ ცხოვრებაში, კერძოდ ის, რომ მიწა არის მკვდარი, უნაყოფო და უსიცოცხლო, შემდეგ მასზე წვიმა მოდის, ის ცოცხლდება და აღმოაცენებს ყოველგვარ მშვენიერ სახეობას. ჭეშმარიტად, ვინც ის გააცოცხლა, მკვდართა გამაცოცხლებელია. უზენაესმა ბრძანა:

მისი ნიშანთაგანია, რომ შენ ხედავ მიწას დამშრალს, და როცა გარდმოვავლენთ მასზე წყალს, იგი იძვრის და იფურჩქნება. უეჭველად, ვინც გააცოცხლა იგი, მკვდრეთით აღმადგენელია. უეჭველად, იგი ყოვლისშემძლეა.

[ფუსსილათ: 2-4],

ალლაჰმა წმინდა ყურანში წარმოგვიდგინა საოცარი მტკიცებულება, რომელიც ხელმეორედ გაცოცხლებაზე მიუთითებს, კერძოდ ის, რომ ცხელი ცეცხლი გამოდის ნედლი მწვანე ხიდან, როგორც ამას ვხედავთ ტყის ხანძრების დროს. უზენაესმა ბრძანა:

ხომ არ გინახავთ ის ცეცხლი, რომელსაც ანთებთ?

თქვენ აღმოაცენეთ მისი ხე თუ ჩვენ ვართ აღმომცენებელნი?

ჩვენ ის შეხსენებად დავადგინეთ( რათა შეგახსენოთ ჯოჯოხეთის ცეცხლი) და სარგებლად მგზავრთათვის

[ალ-ვაყია: 77-80].

მაშასადამე, ის, ვინც ცხელ ცეცხლს მისი საპირისპიროდან, რომელიც მწვანე ხეა, წარმოშობს, შემძლეა მკვდრისგან ცოცხალი გამოიყვანოს.

რომ ძილი სიკვდილისა და აღდგომის მინიატურული სურათია; განა არ ვხედავთ ადამიანს თავის საუკეთესო მდგომარეობასა და ძალ-ღონეში, შემდეგ მას ძილი ერევა და ძილის დროს მისი სული ტოვებს სხეულს, ისე რომ ვერ გრძნობს მის გარშემო მომხდარს, და შეიძლება ცეცხლიც კი გაჩნდეს სახლში, სადაც ის ცხოვრობს, მან კი ეს არ იცოდეს და დაიწვას. ამიტომ ადამიანი, როცა კვდება, ისევე აღდგება, როგორც ძილიდან იღვიძებს, და ეს არის ხელშესახები, თვალსაჩინო მტკიცებულება, რომელსაც თითოეული ჩვენგანი ხედავს საკუთარ თავში და მის გარშემომყოფებში, უზენაესმა ბრძანა:

და (ასევე) მის სასწაულებს შორისაა თქვენი ძილი ღამითაც და დღითაც [როცა ძალას იკრებთ] და თქვენი შრომა, რომ მოიძიოთ ის წყალობანი, რასაც იგი გასცემს. ჭეშმარიტად, ამაში უდავოდ არის სასწაულები მათთვის, ვინც ისმენს [იღებს შეგონებას].

[არ-რუუმ: 27].

დიდებულმა ალლაჰმა თქვა:

ალლაჰი იღებს სულებს მათი სიკვდილის ჟამს და მათ, რომლებიც არ მომკვდარან, ძილში [ძილის დროს სული ასევე ტოვებს სხეულს.]. შემდეგ ის იტოვებს იმას, ვისთვისაც სიკვდილი განუსაზღვრა და აბრუნებს სხვებს დათქმულ დრომდე. ჭეშმარიტად, ამაშია სასწაულები მოაზროვნე ხალხისთვის.

[აზ-ზუმარ: 42].

ალლაჰმა მოგვითხრო იმ სასწაულების შესახებ, რომლებიც მოავლინა თავისი მოციქულების (მშვიდობა მათ) მეშვეობით, როგორიცაა ადამიანებისა თუ ცხოველების მკვდრეთით გაცოცხლება და სიცოცხლეში დაბრუნება, იქნება ეს იბრაჰიმ შუამავალის, მუსას თუ ისას (იესოს) (მშვიდობა მათ) მეშვეობით. ეს არის მატერიალური და ხელშესახები მტკიცებულება, რომელიც ისტორიამ შემოინახა მისთვის, ვისაც სურს მაგალითის აღება დროის მოვლენებიდან.

აღდგომის რწმენა უხილავის რწმენის ნაწილია, და ალლაჰმა გვაცნობა მის შესახებ და სხვა უხილავი საკითხების შესახებ, რომელთა რწმენაზეც არის დამოკიდებული ადამიანის კეთილდღეობა მის რელიგიასა და ამქვეყნიურ ცხოვრებაში. მან დაგვიდგინა მრავალი მტკიცებულება, რომლებიც მუსლიმს ანიჭებს სრულ დარწმუნებულობას იმაში, რომ ეს უხილავი საკითხები ნამდვილი ჭეშმარიტებაა, და რომ ის მათ თავისი გულით შეიცნობს, თითქოს საკუთარი თვალით ხედავდეს. ისევე, როგორც გამოცხადებამ, რომელიც შეიცავს უხილავის შესახებ ამბებს, მოიტანა არაერთი ფაქტი და უტყუარი ჭეშმარიტება, რომლებსაც გონება ადასტურებს და ადამიანი მათ სიმართლეს ცხოვრებაში პოულობს, ამრიგად, იმის სიმართლე, რაც მან იცის, უდასტურებს მას იმის ცოდნას, რაც მისთვის დაფარულია.

ნამდვილად, არავისი ისლამი და რწმენა არ არის მართებული აღდგომის რწმენის გარეშე, და ვინც აღდგომას უარყოფს, ის დიდებული ალლაჰის მიმართ ურწმუნოა, რაც არ უნდა სიკეთე და სათნოება ჰქონდეს გაკეთებული, თქვა უზენაესმა:

ურწმუნონი ამტკიცებენ, რომ ისინი არასდროს არ იქნებიან აღსდგენილნი. უთხარი: "პირიქით! ვფიცავ ჩემს ღმერთს, თქვენ უეჭველად აღსდგენილნი იქნებით, შემდეგ კი გეუწყებათ, რაც ჩაიდინეთ. და ეს ალლაჰისთვის იოლია".

[ათ-თაღაბუნი: 9-10],

المصدر

قسم البعث كتاب: الإسلام دين رب العالمين، ص 16-17. قسم البعث كتاب: الإسلام دين رب العالمين، ص 16-17.

ملاحظات

--