Skip to content

რა არის ქააბა? და სცემენ თუ არა მუსლიმები თაყვანს ქააბას?

محاور التعريف بالإسلام
محاسن الإسلاممحاسن العبادة
مصدر الإجابة
قسم أركان الإسلام
الباب / الفصل
(قسم أركان الإسلام)

السؤال

რა არის ქააბა? და სცემენ თუ არა მუსლიმები თაყვანს ქააბას?

الجواب

ძვირფასი ქააბა არის მუსლიმების ყიბლა/მიმართულება ლოცვის დროს, უზენაესი ბრძანებს:

რაღა თქმა უნდა, – მიგაბრუნებთ ყიბლისკენ, რომლითაც კმაყოფილი იქნები. მაშ, აწი სახე მესჯიდი ჰარამისკენ მიაქციე; სადაც არ უნდა იმყოფებოდეთ, – (ლოცვის დროს) თქვენი სახეები მისი მიმართულებით მიაპყარით!

[ალ-ბაყარა: 21]

და მის გარშემო ასრულებენ ტავაფს ჰაჯობისა და უმრას შესრულების დროს. უზენაესმა თქვა:

შემოუარონ [აღასრულონ ტავაფი] უძველეს სახლს [ქააბას].

[ალ-ჰაჯი: 5],

ეს არის დიდებული შენობა დალოცვილ მექქაში, რომლის აგებაც ალლაჰმა უბრძანა თავის შუამავალსა და მეგობარს, იბრაჰიმს - სალამი მას -. უზენაესი ბრძანებს:

და [გაიხსენონ] [ო, შუამავალო] მივუთითეთ [ვაჩვენეთ] იბრაჰიმს სახლის [ქააბას] ადგილი [რათა აეშენებინა იგი] : არ დამიდგინო არავინ თანაზიარად [სხვა ცრუ ღვთაებები] და წმინდად შეინახე ჩემი სახლი [ურწმუნოებისგან, ბიდ‘ათისგან და მრავალღმერთიანთა სიბინძურისგან] გარსშემომვლელთათვის [ვინც ტავაფს აღასრულებს], [ლოცვაში] მდგომთათვის, თაყვანისმცემელთა და მუხლმოყრილთათვის

და იგი არის პირველი სახლი, რომელიც დადგინდა დედამიწაზე უზენაესი ალლაჰის თაყვანისცემისთვის. თქვა წმინდა ალლაჰმა:

ჭეშმარიტად, პირველი (სამლოცველო) სახლი, რომელიც ხალხისთვის იქნა აგებული, – ბექქაში (მექქაში) არსებული ბარაქიანი და სამყაროთათვის ჭეშმარიტი გზის მაჩვენებელი სამლოცველოა (მექქა).

[ალი იმრან: 3-4].

რაც შეეხება მეორე კითხვაზე პასუხს, მუსლიმები არ ეთაყვანებიან არც ქააბას და არც შავ ქვას. ისინი არ არიან მათდამი მორჩილნი და არც მათ წინაშე იმდაბლებენ თავს, არამედ აფასებენ და პატივს სცემენ მათ. ისინი არ იღებენ არანაირ ბრძანებას ან აკრძალვას ქააბასა და შავი ქვისგან; რადგან მათ არც ზიანის მოტანა შეუძლიათ და არც სარგებლის მოცემა, და მათგან არ მომდინარეობს არაფერი ისეთი, რაშიც შეიძლება იყოს მითითება ან დარიგება. ხოლო კოცნა, დაფასება და ქააბასკენ მიბრუნება მხოლოდ მათი ერთიანობისა და მათი მიზნის ერთიანობის გამოვლინებაა. ისინი ინახულებენ მას და მის გარშემო ტავაფს ასრულებენ ალლაჰის ბრძანებისადმი მორჩილების ნიშნად, რაც წარმოადგენს ღვთისმსახურებას მხოლოდ ალლაჰის მიმართ და არა ქააბას მიმართ. მუსლიმებმა იციან, რომ ის არის ქვა, რომელსაც არც ზიანის მოტანა შეუძლია და არც სარგებლის მოცემა, თუმცა მუსლიმი ემორჩილება ალლაჰის ბრძანებას, რადგან ეს სამყაროთა უფლის, ალლაჰისადმი ღვთისმსახურების ერთ-ერთი მოთხოვნაა.

და ამათ შორისაა უმარის (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) სიტყვები, როდესაც მან შავ ქვას აკოცა და თქვა:

«მე ვიცი, რომ შენ მხოლოდ ქვა ხარ — არც ზიანის მოტანა შეგიძლია და არც სარგებლის. და რომ არ დამენახა, რომ მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გკოცნიდა — მე არ გაკოცებდი»

[გადმოცემულია ალ-ბუხარის მიერ, ჰადისი ნომრით (2620) და მუსლიმის მიერ, ნომრით (1003)].

ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა ჩვენს შუამავალ მუჰამმადს, მის ოჯახს და მის ყველა საჰაბებს.

المصدر

قسم أركان الإسلام

ملاحظات

--