Skip to content

რა არის აბდესის ფორმა?

محاور التعريف بالإسلام
محاسن الإسلاممحاسن العبادة
مصدر الإجابة
قسم أركان الإسلام
الباب / الفصل
(قسم أركان الإسلام)

السؤال

რა არის აბდესის ფორმა?

الجواب

აბდესის სრული ფორმა დეტალურად შემდეგნაირია:

  1. ადამიანმა უნდა განიზრახოს განწმენდა და უწმინდურობის მოხსნა, და განზრახვა სიტყვიერად არ უნდა წარმოთქვას, რადგან მისი ადგილი გულშია. ასევეა ყველა სხვა მსახურებაც.
  2. იტყვის: ბისმილლაჰ (ალლაჰის სახელით).
  3. შემდეგ დაიბანს ხელებს სამჯერ.
  4. შემდეგ გამოივლებს პირს სამჯერ. (პირის გამოვლება არის წყლის პირში გადატრიალება)

სამჯერ შეისუნთქავს წყალს ცხვირში და გადმოასხამს გარეთ მარცხენა ხელით, წყლის შესუნთქვა ეს არის: ცხვირის შიგნით წყლის მიწოდება, და გამოსუნთქვა ეს არის: ცხვირიდან წყლის გამოშვება.

  1. დაიბანს სახეს სამჯერ. სახის საზღვარი: სიგრძეზე თმის ჩვეულებრივი ამოსვლის ადგილიდან ლოყებისა და ნიკაპის ქვედა ზღვრამდე, სიგანეზე — მარჯვენა ყურიდან მარცხენა ყურამდე. მამაკაცი დაიბანს წვერს, რადგან ის სახის ნაწილია. თუ იგი თხელია, სავალდებულოა მისი გარედან და შიგნიდან დაბანა, ხოლო თუ ხშირია, ანუ კანს ფარავს, დაიბანს მხოლოდ გარედან და გაატარებს თითებს წვერის თმებს შორის.
  2. შემდეგ დაიბანს ხელებს იდაყვებამდე სამჯერ, ხოლო ხელის საზღვარი არის თითების წვერიდან, ფრჩხილების ჩათვლით, მხრის დასაწყისამდე. დაბანამდე აუცილებელია მოიშოროს ის, რაც ხელზეა მიკრული, როგორიცაა ცომი ან ტალახი, საღებავი და მისთანანი, რაც ხელს უშლის წყლის კანამდე მიღწევას.
  3. ამის შემდეგ ერთხელ წაისვამს სველ ხელებს თავზე და ყურებზე ახალი წყლით,

თავის მოწმენდის ფორმა: დაიდებს წყლით დასველებულ ხელებს შუბლის წინა ნაწილზე და წაიყვანს კეფამდე, შემდეგ უკან დააბრუნებს ხელებს იმ ადგილამდე, საიდანაც დაიწყო, შემდეგ საჩვენებელ თითებს შეიყოფს ყურის ხვრელებში და ცერა თითებით მოიწმენდს მათ გარეთა მხარეს.

რაც შეეხება ქალის თმას, მან სველი ხელები უნდა წაისვას მასზე, მიუხედავად იმისა, ჩამოშლილია იგი თუ შეკრული — შუბლის წინა ნაწილიდან კისერზე იმ ადგილამდე, სადაც თმა ბუნებრივად ამოდის. და არ არის სავალდებულო სველი ხელების წასმა თმის იმ ნაწილზე, რომელიც მის ზურგზეა ჩამოშლილი.

  1. შემდეგ დაიბანს ფეხებს კოჭების ჩათვლით სამჯერ. კოჭები არის ფეხის ქვედა ნაწილში მდებარე გამობურცული ძვლები.
  • და ვინც წყალს ვერ პოულობს, ის ასრულებს თაიამუმს, ხოლო თაიამუმი არის მტვერის ან მიწის გამოყენება აბდესისთვის იმ დროს, როცა არ მოიძებნება წყალი ან არის საშიშროება მის გამოყენებაში(ჯანმთელობა ან სხვა).

თქვა დიდებულმა:

და წყალს ვერ იპოვით, მაშინ სუფთა მიწით თეიმმუმი გააკეთეთ და სახესა და ხელებზე ჩამოისვით. ჭეშმარიტად, ალლაჰი მოწყალეა; უსაზღვროდ მპატიებელი.

(ან-ნისა: 1)

თაიამუმის ფორმა შემდეგნაირია: ხელის გულებით ერთხელ დაარტყამს მიწაზე(მტვერზე), მოისვამს სახეზე ერთხელ და ხელებზე ერთხელ. გადმოცემულია შუამავლიდან ამმარ იბნ იასირის გადმოცემით:

"(რომ ეს საკმარისია ამისთვის). შუამავალი ერთხელ დაარტყამდა ხელების გულებს მიწაზე, ერთხელ წაისვამდა სახეზე და ხელებზე."

[გადმოცემულია ალ-ბუხარის მიერ, ჰადისი ნომრით (2620) და მუსლიმის მიერ, ნომრით (1003)].

და ზემოთ აღნიშნულის მტკიცებულება არის ჰუმრანის, უსმანის გათავისუფლებული მონის ჰადისი, რომ 'უსმან იბნ 'აფფაანმა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი)

«მან მოითხოვა წყალი განბანვისთვის და შეასრულა განბანვა: დაიბანა ხელის მტევნები სამჯერ, შემდეგ გამოივლო პირში წყალი და გამოიწმინდა ცხვირი, შემდეგ დაიბანა სახე სამჯერ, შემდეგ დაიბანა მარჯვენა ხელი იდაყვამდე სამჯერ, შემდეგ დაიბანა მარცხენა ხელიც მსგავსადვე, შემდეგ გადაისვა ხელი თავზე, შემდეგ დაიბანა მარჯვენა ფეხი კოჭებამდე სამჯერ, შემდეგ დაიბანა მარცხენაც მსგავსადვე. შემდეგ თქვა: დავინახე ალლაჰის შუამავალი ﷺ, რომელმაც შეასრულა განბანვა ისევე, როგორც ეს ჩემი განბანვაა, შემდეგ ალლაჰის შუამავალმა ﷺ თქვა: ვინც შეასრულებს განბანვას ისევე, როგორც ეს ჩემი განბანვაა, შემდეგ დადგება და შეასრულებს ორ რაქაათს ისე, რომ ამ დროს სხვა რამეზე არ იფიქრებს, მას მიეტევება წარსული ცოდვები.»

[გადმოცემულია მუსლიმის მიერ].

უზენაესი ალლაჰის სიტყვები:

ო მორწმუნენო! როდესაც დადგებით სალოცვად დაიბანეთ სახენი თქვენი და ხელნი თქვენი იდაყვებამდე, და შეიწმინდეთ თავი თქვენი და ფეხნი თქვენი (დაიბანეთ) კოჭებამდე, და თუ ხართ უსუფთაო (ჯუნუბუ) განიწმინდეთ, და თუ ხართ ავად, ან მგზავრობაში ან იყო რომელიმე თქვენგანი საპირფარეშოში ან გქონდათ კონტაქტი ქალებთან და წყალს ვერ იპოვით, მაშინ სუფთა მიწით თეიმმუმი გააკეთეთ და სახესა და ხელებზე ჩამოისვით მისგან. ალლაჰს არ სურს რომ რაიმე სიძნელე დაგიდგინოთ თქვენ, არამედ სურს რომ განგწმინდოთ თქვენ და სრულყოს თავისი წყალობა თქვენზე, რათა იყოთ მადლიერნი.

[ალ-მაიდა: 46].

ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა ჩვენს შუამავალ მუჰამმადს, მის ოჯახს და მის ყველა საჰაბებს.

المصدر

قسم أركان الإسلام

ملاحظات

--