Skip to content

რა არის ისლამის ხუთი საფუძველი?

محاور التعريف بالإسلام
الشبهات والاعتراضات
مصدر الإجابة
قسم أركان الإسلام
الباب / الفصل
(قسم أركان الإسلام)

السؤال

რა არის ისლამის ხუთი საფუძველი?

الجواب

ისლამი დაფუძნებულია ხუთ საფუძველზე, რომლებიც შუამავალმა( ალლაჰის ლოცვა და მაშვიდობა მას ) თავისი სიტყვებით განმარტა:

«ისლამი დაფუძნებულ იქმნა ხუთ საფუძველზე: დამოწმება იმისა, რომ არ არსებობს ღვთაება გარდა ალლაჰისა და რომ მუჰამმადი ალლაჰის შუამავალია, ხუთჯერადი ლოცვა, ზაქათის გადახდა, ჰაჯობის შესრულება ქააბაში და მარხვა რამადანის თვეში»

[შეთანხმებული ჰადისია].

პირველი საფუძველი: დამოწმება, რომ არ არსებობს ღვთაება ღირსეული თაყვანისცემისა, გარდა ალლაჰისა და რომ მუჰამმადი ალლაჰის შუამავალია, ანუ: რწმენა იმისა, რომ არ არსებობს ღირსეული სათაყვანებელი გარდა უზენაესი ალლაჰისა, ამის მნიშვნელობისა და მისი ვალდებულებების ცოდნით, როგორიცაა ტაღუთის უარყოფა, უზენაესი ალლაჰის შარიათისადმი მორჩილება და გულწრფელობა უწმინდესისადმი, სიყვარულითა და განდიდებით. ასევე, ადამიანს უნდა სწამდეს, რომ მხოლოდ ერთადერთი ალლაჰია უფალი, მფლობელი, განმკარგველი, გამჩენი და სარჩოს მიმცემი, და უდასტურებდეს მას ყველა იმ მშვენიერ სახელსა და უზენაეს თვისებას, რომლებიც მან თავის თავს დაუდასტურა ან დაუდასტურა მას მისმა შუამავალმა, და სწამდეს, რომ ღირსეული სათაყვანებელი არის მხოლოდ ერთადერთი ალლაჰი და არა სხვა რამ მის გარდა, რადგან ის არის გამჩენი, ერთადერთი, რომელსაც არ ჰყავს თანაზიარი, როგორც თქვა უწმინდესმა ალლაჰმა:

  • იგია ცათა და დედამიწის არაფრისგან შემქმნელი და შვილი საიდან ეყოლება, როდესაც ცოლი არ ჰყოლია? და მან გააჩინა ყველაფერი, იგია ყოვლის მცოდნე.

იგია ალლაჰი – ღმერთი თქვენი, არ არსებობს ღვთაება გარდა მისი, ყოვლის გამჩენისა. მაშ, თაყვანი ეცით მას, - იგია ყოვლის მეთვალყურე.

[ალ-ან'აამ: 103]

და მოწმობა იმისა, რომ მუჰამმედ ბინ აბდულა ბინ აბდულ-მუტალიბ ალ-ჰაშიმი ალ-ყურაში არის წინასწარმეტყველთა ბეჭედი და მოციქულთა შორის ყველაზე საპატიო, მისი კანონის დაცვასთან და მის განდიდებასთან ერთად ისე, როგორც ეს შარიათშია გადმოცემული, უგულებელყოფისა და გადაჭარბების გარეშე, რადგან უგულებელყოფა არის მისი სუნას მიხედვით არმოქმედება, ხოლო გადაჭარბება არის მისი თაყვანისცემა ყოვლისშემძლე ალლაჰის ნაცვლად, როგორიცაა: მასზე დაფიცება, მისდამი ვედრება ან სხვა რამ, რისი მიმართვაც ყოვლისშემძლე ალლაჰის გარდა სხვისთვის დაუშვებელია.

ასევე ადამიანს სწამს, რომ ალლაჰმა წარმოგზავნა თავისი შუამავალი მუჰამმადი ﷺ, გარდმოუვლინა მას ყურანი და უბრძანა მას, ემცნო ეს სარწმუნოება ყველა ადამიანისთვის. და სწამს, რომ ალლაჰისა და მისი შუამავლის სიყვარული და მათი მორჩილება სავალდებულოა თითოეული ადამიანისთვის, და ალლაჰის სიყვარული არ მიიღწევა მისი შუამავლისადმი ﷺ მიყოლის გარეშე. უზენაესი ამბობს:

უთხარი : ,,თუ გიყვართ თქვენ ალლაჰი, მაშინ მე გამომყევით, რათა უყვარდეთ ალლაჰსაც და მოგიტევოთ ცოდვები. ალლაჰი უსაზღვროდ მპატიებელია, მწყალობელი ".

[ალი იმრან: 3-4].

და რომ გევალდებულება მისადმი მორჩილება იმაში, რაც ბრძანა, დამოწმება იმისა, რაც ამცნო, შორს ყოფნა იმისგან, რაც აკრძალა და გაკიცხა, და არ იქნება ალლაჰის თაყვანისცემა, გარდა იმ ფორმით, რაც მან დააკანონა, და არა იმით, რაც ადამიანებმა შემოიღეს სიახლეებიდან.

მოციქულის წარმოგზავნის სიბრძნე ადამიანების მიმართვა და მათი სწორ გზაზე დადგენაა იმისკენ, რაშიც არის მათთვის სიკეთე და რაც მათ სარწმუნოებასა და ყოველდღიურ ცხოვრებას ასწორებს, აგრეთვე იმისკენ, რაც მათი უფლის კმაყოფილებას დაიმსახურებს.

მეორე საფუძველი: ლოცვის შესრულება, ხოლო ლოცვა: ეს არის ალლაჰზე თაყვანისცემა სპეციალური სიტყვებით და ქმედებებით, რომელიც იწყება ალლაჰის განდიდებით და მთავრდება მისალმებით.

ესენია დღე-ღამეში ხუთი ლოცვა: ფაჯრის (განთიადის), ზუჰრის (შუადღის), ასრის (შუადღის შემდეგი), მაღრიბის (საღამოს წინა) და იშას (საღამოს) ლოცვები.

და ლოცვა არის ვალდებულება ყველა მუსლიმზე.

თქვა დიდებულმა:

ჭეშმარიტად, განსაზღვრულ დროებში ლოცვა სავალდებულოა მორწმუნეთათვის.

[სურა ან-ნისა:163],

და ლოცვის სიბრძნეთაგანი ისაა, რომ ის არის კავშირი მონასა და მის უფალს შორის, შვება და სიმშვიდე, და კრძალავს უწმინდურ და მიუღებელ საქმეებს, და სხვა.

მესამე საფუძველი: ზაქათის გადახდა - ეს არის სავალდებულო წილი კონკრეტულ ქონებაში, განსაზღვრული ჯგუფისთვის, დადგენილ დროში. ის არის ისლამის საფუძვლებიდან ერთ-ერთი და სავალდებულო მოწყალება, რომელიც აიღება მდიდრებიდან და გაიცემა ღარიბებზე.

აიღე მათი ქონებიდან მოწყალება, რათა ამით განწმინდო ისინი (ცოდვის სიბილწისაგან) და გამოასწორებ მათ...

(ათ-თავბა: 103)

ზაქათის სიბრძნეთა შორისაა ის, რომ იგი განწმენდს და ზრდის ქონებას, ასუფთავებს სულებს სიხარბისა და სიძუნწისგან, აძლიერებს სიყვარულს მდიდრებსა და ღარიბებს შორის, რის შედეგადაც ქრება სიძულვილი, სუფევს უსაფრთხოება და ერი ბედნიერდება.

მეოთხე საფუძველი: მარხვა რამადნის თვეში - ეს არის მარხვის მომშლელი ფაქტორებისგან, როგორიცაა ჭამა-სმა და სქესობრივი კავშირი, თავის შეკავება ჰიჯრის წლის მეცხრე თვის დღის განმავლობაში.

რამადანის მთვარეა ის, რომელშიც ყურანი ჩამოევლინა – ადამიანთათვის ჭეშმარიტი გზის მაჩვენებლად და სწორი გზის (მრუდესგან) განმასხვავებელ ცხად მტკიცებულებად. ვინც მოესწროს ამ მთვარეს თქვენგან, – მარხვით გაატაროს იგი...

[ალ-ბაყარა: 21]

და მარხვის სიბრძნეებს შორისაა: რომ მარხვა არის საშუალება უზენაესი ალლაჰის მოშიშობის მისაღწევად.

და მმარხველის მიერ მის მიმართ უზენაესი ალლაჰის წყალობის გაცნობიერება.

და მმარხველისთვის თავისი ღარიბი და ღატაკი ძმების შეხსენება.

და მარხვა აერთიანებს მუსლიმთა გრძნობებს.

და მარხვა სხეულს ჯანმრთელობასა და ძალას სძენს.

და ასე შემდეგ.

მეხუთე საფუძველი: ჰაჯობა - ეს არის წმინდა ადგილების მონახულება მექქაში სიცოცხლეში ერთხელ მათთვის, ვისაც ამის საშუალება აქვს, კონკრეტული რიტუალების შესასრულებლად.

ადამიანებს, ვისაც იქ მისასვლელი გზის დაფარვა შეუძლიათ, ალლაჰისგან დაეკისრათ ამ სახლში ჰაჯობის შესრულება, ხოლო ვინც უარყოფს, ჭეშმარიტად, ალლაჰი იმდენად მდიდარია, რომ ის არაფერს საჭიროებს სამყაროთაგან.

ჰაჯობის სიბრძნეებს შორის არის: უზენაესი ალლაჰის თავჰიდის (ერთღმერთიანობის) განხორციელება, ალლაჰისადმი (დიდება მას) ღვთისმოსაობის მიღწევა, ალლაჰის (ძლევამოსილი და უზენაესი) ხსენების დამკვიდრება, ადამიანის სულის განწმენდა და ისლამური ერის აღზრდა ჭეშმარიტი ერთიანობის პრინციპებზე, სხვა მრავალ სიბრძნესთან, სარგებელსა და სიკეთესთან ერთად.

ეს არის მოკლე შინაარსი, და თითოეულ საფუძველს თავისი პირობები, საფუძვლები და მრავალი დეტალი აქვს.

ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა ჩვენს შუამავალ მუჰამმადს, მის ოჯახს და მის ყველა საჰაბებს.

المصدر

قسم أركان الإسلام

ملاحظات

--