Skip to content

რას ნიშნავს თაყვანისცემის ცნება ისლამში?

محاور التعريف بالإسلام
محاسن الإسلاممحاسن العبادة
مصدر الإجابة
قسم أركان الإسلام
الباب / الفصل
(قسم أركان الإسلام)

السؤال

რას ნიშნავს თაყვანისცემის ცნება ისლამში?

الجواب

თაყვანისცემა არის უზენაესი ალლაჰისადმი თავმდაბლობა და მორჩილება სიყვარულითა და განდიდებით. თაყვანისცემის ცნებაში შედის ყველა ის ცხადი თუ ფარული სიტყვა და მოქმედება, რომელიც უზენაეს ალლაჰს უყვარს და რითაც იგი კმაყოფილია. ზოგიერთი მოქმედება წმინდა თაყვანისცემაა, როგორიცაა ლოცვა და ჰაჯი, და მათ შორისაა ისეთებიც, რისთვისაც ადამიანი ჯილდოს იღებს, თუკი ალლაჰისგან ჯილდოს მოელის, მაგალითად, ძილი თაყვანისცემისთვის ძალების მოკრების განზრახვით და ჭამა მსგავსი განზრახვით. და თუ ისინი დაკავშირებულია ამ განზრახვასთან, საყვარელი ხდება უზენაესი ალლაჰისთვის. და თუ ადამიანი განიზრახავს ნებადართულს და ტოვებს აკრძალულს ჯილდოს მიღების იმედით, ის ამისთვისაც ჯილდოს იღებს, როგორც აბუ ზარისგანაა გადმოცემული,

მოციქულის მიმდევართაგან ზოგიერთნი მივიდნენ მოციქულთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) და უთხრეს: ო, ალლაჰის შუამავალო! ჩვენგან მდიდარი ხალხი ძალიან წინ წავიდა მადლის კეთებით, ლოცულობენ ისე, როგორც ჩვენ ვლოცულობთ, მარხულობენ ისე, როგორც ჩვენ ვმარხულობთ, და გასცემენ მოწყალებას მათი დაგროვილი ქონებიდან. მან თქვა: «ნუთუ ალლაჰს თქვენთვის არ დაუდგენია, რითაც მოწყალებას გაიღებთ? ჭეშმარიტად, ყველა თასბიჰი (სუბჰანალლაჰ) სადაყაა, ყველა თაქბირი (ალლაჰუ აქბარ) სადაყაა, ყველა თაჰმიდი (ალჰამდულილლაჰ) სადაყაა, ყველა თაჰლილი (ლა ილაჰა ილლა ალლაჰ) სადაყაა, სიკეთის მოწოდება სადაყაა, ბოროტების აკრძალვა სადაყაა, და რომელიმე თქვენგანს ცოლთან ურთიერთობა თუ ექნება ესეც სადაყაა». მათ იკითხეს: ო, ალლაჰის შუამავალო! თუ რომელიმე ჩვენგანი თავის ვნებას (ცოლთან ურთიერთობით) დააკმაყოფილებს, მას მაგისთვის მადლი დაეწერება? მან თქვა: «როგორ ფიქრობთ, თუ ამ ვნებებს ჰარამი გზით დაიკმაყოფილებს, მას ცოდვა არ დაეწერება? სწორედ ასეთივეა, თუ ამ ვნებებს ის ჰალალი გზით დაიკმაყოფილებს, ის მიიღებს ამისთვის მადლს».

[საჰიჰ მუსლიმ (170)].

მოქმედებებს შორის არის ისეთებიც, რომლებიც გულისხმობს განზრახვით თავშეკავებასა და მიტოვებას, როგორიცაა მარხვა. რაც შეეხება სიტყვებს – მაგალითად, მოხსენიება და ყურანის კითხვა. ფარული, ანუ გულის მოქმედებები – ეს არის მრწამსი და ის საკითხები, რომელთა მტკიცედ სჯერა მუსლიმს, როგორიცაა: აღდგომა, დაფარულის რწმენა და თაუჰიდი. ხოლო გულის მოქმედებები – მაგალითად: მინდობა, შიში და იმედი. დაუშვებელია თაყვანისცემის მიძღვნა სხვა ვინმესთვის უზენაესი ალლაჰის გარდა, და თაყვანისცემა არ მიიღება სამი პირობის გარეშე: პირველი – ისლამი, მეორე – გულწრფელობა და მესამე – სუნნის დაცვა.

المصدر

قسم أركان الإسلام

ملاحظات

--